ზოდიაქოს რომელ ნიშნებზე იმოქმედებს სავსემთვარეობა ქალწულში ყველაზე მეტად

ზოდიაქოს რომელ ნიშნებზე იმოქმედებს სავსემთვარეობა ქალწულში ყველაზე მეტად

24 თებერვალს 16:30 საათზე თევზები-ქალწული ღერძზე სავსემთვარეობას ველოდებით. ამ ღერძს მსახურების ღერძი ეწოდება და განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა ჯანმრთელობა, სამუშაო, სხვების და საკუთარი თავის დახმარება, შინაურ ცხოველებზე ზრუნვა, რწმენა და იდეალები.

სავსემთვარეობა ყოველთვის ემოციური დღეა და ეცადეთ, ამ დღეს და მომდევნო დღესაც იყოთ მშვიდი, გააზრებული და რაციონალურად მიუდგეთ ყველაფერს. ამ დღეს მზე თევზების ზოდიაქოშია, მთვარე - ქალწულში და ის უპირისპირდება მზესაც და მზის გვერდით მყოფ სატურნს და მერკურს. ამიტომ, ნებისმიერი საქმის შესრულებისას (ამ დღესაც და მომდევნო ორი კვირის განმავლობაშიც) უნდა იყოთ მაქსიმალურად დაკვირვებული. მიაქციეთ ყურადღება დეტალებს, წვრილმანებს; გადახედეთ, გადაითვალეთ. ნუ გაგიკვირდებათ, თუ რაღაც არ გამოგივათ პირველ ჯერზე. შეისვენეთ, გადახედეთ შეცდომებს, გაითვალისწინეთ და კიდევ სცადეთ. ამასთან, აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან სასურველის მიღწევაში.

ზოგადად სავსემთვარეობა არის შედეგის მიღების, რაღაცის დასრულების ეტაპი და გაიხსენეთ, რა დაიწყეთ 2023 წლის სექტემბერში. შეიძლება ახლა მიიღოთ შედეგი ამ საქმიანობიდან ან ურთიერთობიდან.

კარგი დროა ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის, ლოცვისა და მედიტაციისთვის; შემოქმედებითი პროექტების დასასრულებლად. თუ გადაწყვეტილი გქონდათ წონაში დაკლება, ეს საუკეთესო პერიოდია, სავსემთვარეობიდან მომდევნო დღეს შეგიძლიათ იკვებოთ ჯანსაღად, ზომიერად და არც მცირე ვარჯიში დაივიწყოთ, მეტი ყურადღება მიაქციეთ შინაურ ცხოველებს. შეიძლება მოგიწიოთ მათზე ზრუნვამ.

ვისზე იმოქმედებს სავსემთვარეობა ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა ქალწულზე (უფრო მეტად 25 აგვისტოსა და 4 სექტემბრის შუალედში დაბადებულები). უნდა ჩამოყალიბდეთ, რა გსურთ და რა გიშლით ხელს წინსვლაში. უმეტესობა გადადგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯს ან მიიღებთ თქვენთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.

თევზებზე (უფრო მეტად 20 თებერვლიდან 2 მარტის შუალედში დაბადებულები). უნდა შეძლოთ სხვასთან მოლაპარაკება. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, მაგრამ ნურც რაციონალურობას დაივიწყებთ. იყავით მომართული ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, კომუნიკაბელურობაზე.

აგრეთვე ტყუპსა და მშვილდოსნებზე . იყავით მეტად მობილიზებული, დაკვირვებული, მოერიდეთ ურთიერთობების დაძაბვას გარშემო მყოფებთან. არაა გამორიცხული, რომ დაასრულოთ საქმეები, პროექტები. დროა, გადახედოთ, გამოასწოროთ, იყავით ფრთხილი გამონათქვამებისას.

და სავსემთვარეობა იმოქმედებს მათზეც, ვისაც პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები გყავთ ზემოჩამოთვლილი ნიშნების 4-8 გრადუსში.

ბედნიერ სავსემთვარეობას გისურვებთ!