ავტორი:

ზოდიაქოს რომელი ნიშანი აღნიშნავს ახალ წელს ყველაზე უკეთ

ზოდიაქოს რომელი ნიშანი აღნიშნავს ახალ წელს ყველაზე უკეთ

ახალ წელს ყველა აღნიშნავს, მაგრამ ყველა თავისებურად. გაინტერესებთ, ვის უხარია საახალწლო დღესასაწულის აღნიშვნა ყველაზე მეტად, ვინ აღნიშნავს ორიგინალურად და ვის მხოლოდ ჭამა და ფილმების ყურება სურს, წვეულების მოწყობა და ფუსფუსი კი ცუდად ხდის?..

მე-12 ადგილი

ქალწულებს სასტიკად სძულთ ახალი წელი, რადგან ამ დღესასწაულზე ყველაფერი, რაც მათთვის ასეთი ამაზრზენია ერთად გაერთიანდა: ყალბი სიხარული, ცრუ სურვილები, დაუსრულებელი სადღეგრძელოები და სხვა. ახალ წელს ქალწულები ამჯობინებენ სახლში მარტო დარჩენას და ყველასგან დასვენებას.

მე-11 ადგილი

თევზებისთვის საახალწლო სამზადისი სტრესია. ყველაფერი უნდა მოასწოროს სახლშიც, სამსახურშიც. რის გამოც სტრესში ვარდება. შეიძლება უცხო უბანში დაიკარგონ, სულ სხვა ადამიანებთან ერთად შეხვდნენ ახალ წელს, შინ ნასვამი დაბრუნდნენ ან სხვაგან გადაუხვიონ. მეორე დღეს კი ყველა საყვედურით აავსებს.

მე-10 ადგილი

თხის რქას სჭირდება: გემრიელად მიირთვას, მიულოცოს ახლობლებს, დალიოს, მაგრამ... ვინ შეასრულებს მეზობლებთან და პოლიციასთან მომლაპარაკების, მედპერსონალის, ფსიქოთერაპევტის ფუნქციას? თხის რქა, რა თქმა უნდა. აი, ეს კი სახალისო ნამდვილად არ არის.

მე-9 ადგილი

სამწუხაროდ, საახალწლოდ კურო თითქმის არასდროს მხიარულობს. არაფერი კეთდება ისე, როგორც მას სურს და ისღა დარჩენია, ჭამოს და როცა ყველა დაიძინებს, ლეპტოპში საყვარელ საახალწო ფილმებს უყუროს

მე-8 ადგილი

კირჩხიბი დეკემბრის დასაწყისიდან იწყებს იდეალური საახალწლო დღესასწაულის მზადებას. იდეალურად უნდა დააწკრიალოს სახლი, მოამზადოს კერძები, მოუმზადოს ოჯახის წევრებს საჩუქრები და ყველა დააპუროს, ვინც ესტუმრება. შედეგად კი ისე იღლება, რომ მხიარულების თავი არ აქვს. თუმცა, ყველა თავისთვის ერთობა და კირჩხიბისთვის არავის სცალია.

მე-7 ადგილი

ტყუპმა სახლშიც უნდა მოასწროს საქმეები და სამსახურშიც. ყველასთან ერთად უნდა დალიოს და იმხიარულოს. შედეგად კი მასში სხვა ადამიანი იღვიძებს, რომელიც სად, ვისთან ერთად გამოფხიზლდება არავინ იცის.

მე-6 ადგილი

ყველაზე ძვირფასი უნდა ჰქონდეს: საჩუქრებიც, კერძებიც, დეკორაციაც და ჩაცმულობაც. სურს, ლამაზი ფოტოები გადაიროს ძვირფას სტუმებთან ერთად, რომ მერე სოციალურ ქსელში ატვირთოს და იამაყოს, მაგრამ... აუცილებლად გამოჩნდება ვიღაც, ვინც ლომს ყველაფერს გაუფუჭებს და შედეგად, ყველა გაიგონებს ლომის ღრიალს.

მე-5 ადგილი

მორიელებს ნამდვილად უყვართ ახალი წელი, რადგან ეს ის ღამეა, როდესაც თქვენ შეგიძლიათ მეზობლების მანიპულირება ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. თუმცა, გემრიელად ჭამას მაინც ახერხებს და ცდილობს, გარშემო მყოფები საეჭვო სიტუაციებში გამოიჭიროს, რომ მერე დასცინოს ან დააშანტაჟოს.

მე-4 ადგილი

ვერძი ყველაზე გიჟურ გასართობს მოიფიქრებს, ყველაზე უცნაურ ადგილას წავა და ყველაზე საშიშ სიტუაციაში აღმოჩნდება. არავინ იცის რითი დასრულდება ვერძის მხიარულება, მაგრამ დამახსოვრებით ყველას დაამახსოვრდება.

მე-3 ადგილი

მერწყულებმა, იციან როგორ გაერთონ ყოველთვის და ყველგან, არა აქვს მნიშვნელობა სად იქნება მხიარულება: აეროპორტში, ბნელ ხეივანში თუ მიტოვებული საბავშვო ბაღის კართან. მთავარია, ორიგინალურობა და არა მოწყენილობა.

მე-2 ადგილი

მშვილდოსანს შეუძლია ყველაზე მოსაწყენი საახალწლო შეკრება მომხიბვლელ წვეულებად აქციოს. ის არის ოპტიმიზმით აღსავსე, ინტელექტუალი და ყველასთან შეუძლია საერთო ენის გამონახვა და... დალევა. ახალი წელი მისთვის ყველაზე მხიარული დღესასწაულია და შეიძლება მხიარულებისთვის სხვა ქალაქშიც კი გაემგზავროს.

1-ლი ადგილი

საპატიო პირველი ადგილი სასწორს ენიჭება. მხოლოდ მათ შეუძლიათ ახალი წლის აღნიშვნა ყველგან: კარაოკეში მეგობრებთან ერთად, ოჯახთან ერთად აგარაკზე, თუნდაც სახლში მარტოს ვისკის ბოთლთან ერთად. რაც მთავარია, გულწრფელად სჯერათ, რომ ეს ღამე მშვენიერია და გარშემო მყოფებისთვისაც სასიამოვნო განწყობის შექმნას ცდილობენ.