პირველ დეკემბერს, ახალმთვარეობა გველოდება მშვილდოსანში 10:21-ზე. ახალმთვარეობისას მზეც და მთვარეც მშვილდოსნის ნიშანში არიან. მათთანაა ფიქსირებული ვარსკვლავი ანტარესიც. ანტარესს შემოაქვს ბედისწერისა მოვლენების ელფერი, გაიძულებთ დასვათ კითხვები თქვენი ქმედებების მიზნებისა და ღირებულების შესახებ. კოსმოსი გვიბიძგებს ტრანსფორმაციისკენ, გვახსენებს, რომ ზრდას არა მარტო ძალა, არამედ სიბრძნეც სჭირდება. სიმართლე გითხრათ, ამ ახალმთვარეობაზე სურვილების და სამომავლო მიზნების ჩამოწერას არ გირჩევთ, რადგან მერკური - ჩვენი გონებისა კომუნიკაციის მმართველი პლანეტა რეტროგრადულია, სურვილების და 2025 წლისთვის მიზნების ჩამოსაწერად კარგი დღე იქნება 31 დეკემბერი. ახლა კი გაეცანით ახალმთვარეობის ასტროლოგიურ პროგნოზს, რათა იცოდეთ, როგორ დაგეგმოთ თქვენი მომდევნო 2 კვირა:
პლანეტების პოზიცია საშუალებას მოგცემთ იყოთ ამბიციური სამსახურში. ზოგიერთს მოგინდებათ ცხოვრების რადიკალურად შეცვლა, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის შეცვლა. პროფესიულ სფეროშიც შესაძლებელია ცვლილებები. შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ კვალიფიკაცია, გაიაროთ ტრენინგი და მოიძიოთ გავლენიანი სპონსორებისა და რეპუტაციის მქონე პარტნიორების მხარდაჭერა. იურიდიული საკითხების მოგვარება დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში და სიმდიდრის დაგროვებაში. მიატოვებთ ზოგიერთ მოძველებულ შეხედულებას, რომელიც არ გაძლევთ განვითარების საშუალებას და ხელს უშლის თქვენს კარიერულ ზრდას.
შესაძლოა, შინაგანი ცვლილებები იგრძნოთ. ზოგიერთი ძველი პრობლემა მოგვარდება და აღარ შეგაწუხებთ, ემოციური არასტაბილურობა წარსულში დარჩება. თავს გაცილებით მსუბუქად და უკეთ იგრძნობთ. ცუდი განწყობა, რამაც ხელი შეგიშალათ ნაყოფიერ მუშაობაში, ადგილს დაუთმობს მხიარულებას და ოპტიმიზმს. გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ ფინანსური მდგომარეობის გასაძლიერებლად და გარკვეული მატერიალური სარგებლის მისაღებად. ახალი პერსპექტივები გაიხსნება თქვენ წინაშე, ბევრი რთული თუ უსიამოვნო სიტუაცია წარსულში დარჩება.
დაფიქრდით, პარტნიორულ ურთიერთობაზე, ხართ თუ არა ჰარმონიულ კავშირში. სასურველია ბალანსის შენარჩუნება და გადაუჭრელი საკითხის მოგვარება. კომუნიკაცია სასიცოცხლო როლს ასრულებს. თქვენ მკაფიოდ და გულწრფელად უნდა გამოხატოთ თქვენი აზრები და გრძნობები. კომპრომისზე წასვლა და საერთო ენის პოვნა მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს შეუწყობს თქვენი ურთიერთობის ზრდას და ჰარმონიას. იბრძოლეთ თანასწორობისა და თანამშრომლობისთვის, დაამყარეთ ურთიერთობები ურთიერთპატივისცემისა და საერთო პასუხისმგებლობის საფუძველზე.
ყურადღება პროფესიულ საკითხებზე, ყოველდღიურ მოვალეობებსა და საქმეებზე გადაიტანეთ. შესაძლოა, სამსახურში ახალი მოთხოვნების წინაშე აღმოჩნდეთ, კონკურენცია გაიზრდება და თქვენი გრაფიკი შეიცვლება. ზოგიერთი საკუთარ თავს უფრო მაღალ მიზნებს დაუსახავთ, დაიწყებთ დაწინაურების შესაძლებლობების ძიებას და შემოსავლის გაზრდას. გაიზრდება მოტივაცია რთული ამოცანების შესასრულებლად და პროფესიული დონის ამაღლებისთვის. მნიშვნელოვანი შეხვედრებია მოსალოდნელი. ახალი ნაცნობები დაგეხმარებიან გააფართოოთ თქვენი ბიზნესი.
თქვენი ყურადღება ბავშვებზე უნდა იყოს მიმართული. შვილის მიღწევა ან გამარჯვება სასიამოვნო ემოციებს გაგრძნობინებთ. დაწყვილებულების ცუდი ურთიერთობები შეიძლება გაუმჯობესდეს. მარტოხელებს გელოდებათ რომანტიკული შეხვედრები და გრძელვადიანი სერიოზული ურთიერთობის დაწყების შანსი.
უნდა გაამახვილოთ ყურადღება თქვენს გარშემო არსებულ საკითხებზე: სახლზე, სამუშაო ადგილზე, თქვენს საყვარელ ადამიანებზე. შესაძლოა მოგიწიოთ ქონებრივი და ოჯახური საკითხების მოგვარებამ. ზოგი გადაწყვეტთ რემონტის დაწყებას ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლას. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას კარგია საყვარელ ადამიანებთან კონსულტაციები, მათ შორის საქმიანიც. თუ ბევრს მუშაობთ, არ დაგავიწყდეთ დასვენება, რათა თავი ენერგიულად იგრძნოთ და მიაღწიოთ მიზნებს.
შესაძლოა, შეცვალოთ თქვენი გეგმები წარსული გამოცდილების გათვალისწინებით და დაიწყოთ იმ კონტაქტების განვითარება, რომლებიც საჭიროდ მიგაჩნიათ. ასევე შეგიძლიათ დაშორდეთ ადამიანებს, ვისთანაც ურთიერთობა გამძიმებთ. გაძლიერდება თქვენი მჭევრმეტყველება, რაც საშუალებას მოგცემთ უკეთ გამოხატოთ თქვენი აზრები. სხვადასხვა დონეზე კომუნიკაცია გაგიადვილდებათ, დაგეხმარებათ დადოთ მომგებიანი გარიგებები თუ კონტრაქტები და წარმატებით წარმართოთ მნიშვნელოვანი საქმიანი მოლაპარაკებები. შეხვედრები და ახალი ნაცნობები მნიშვნელოვანი იქნება თქვენი სამომავლო პროფესიული საქმიანობისთვის და ასევე შეიძლება გავლენა იქონიონ თქვენს პირად ცხოვრებაზე. არსებობს შანსი, გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა რაიმე საინტერესო პროექტის განხორციელებით.
წარმატებული იქნება ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. შეგიძლიათ გაიგოთ, როგორ გააძლიეროთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა და იპოვოთ შემოსავლის დამატებითი წყაროები. გადახედეთ თქვენს ხარჯებს, გაიარეთ კონსულტაცია პარტნიორთან, იმსჯელეთ ოჯახის ბიუჯეტზე. შეგიძლიათ დაინახოთ თქვენი განვითარების ახალი შესაძლებლობები, გამოიყენოთ საყვარელი ადამიანების ან პროფესიონალი მეგობრების რჩევები. შეიძლება გაიზარდოს კონკურენცია თქვენს სამუშაო გუნდში და მოგიწევთ აჩვენოთ ლიდერის თვისებები. თქვენი ავტორიტეტი კოლეგებს შორის გაიზრდება და თქვენი მიღწევები დაფასდება.
გილოცავთ, ახალმთვარეობა თქვენს ნიშანშია, უნდა განახლდეთ, გარემოებები ისე განვითარდება, რომ მოგიწევთ უჩვეულოდ მოქცევა, პრობლემებისა თუ სიტუაციებისადმი მიდგომის შეცვლა. გამოიყენეთ ეს ხელსაყრელი დრო თქვენი ნიჭის გამოსავლენად. რაიმე მიზეზით შეწყვეტილი ურთიერთობები შეიძლება აღდგეს. შეცვალეთ თქვენი შეხედულება ადამიანის ან მოვლენის შესახებ, კიდევ ერთხელ განიხილეთ მომხდარის მიზეზები. კარგი დროა გარკვეული სურვილების რეალიზებისთვის, იმის გასაკეთებლად, რაზეც დიდი ხანია ოცნებობდით. შეგიძლიათ წინ გადადგათ ნაბიჯი პირად ურთიერთობებში ან კარიერაში, თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხში ან გადაჭრათ რთული პრობლემა. მოვლენები შეიძლება სწრაფად განვითარდეს, თუ ინიციატივას გამოავლენთ. არ დაივიწყოთ თქვენი წარსული შეცდომები, გამოიყენეთ მიღებული გამოცდილება.
გაიგებთ, რა მიმართულებით უნდა წახვიდეთ. გაირკვევა, რომელი გეგმები მოძველდა და რომელზე უნდა თქვათ უარი და პირიქით, რომელს სჭირდება შემუშავება და პოპულარიზაცია. შეგიძლიათ ის საქმეები დაასრულოთ, რაც დიდი ხნის განმავლობაში გაცლიდათ ენერგიას. იგივე ეხება თქვენს პირად ურთიერთობებს. შეძლებთ ერთ-ერთ ნათესავთან მშვიდობის დამყარებას, თუ დიდი ხანია ნაჩხუბარი იყავით. შეგიძლიათ გადალახოთ ზოგიერთი შინაგანი შიში. ინტუიცია დაგეხმარებათ გაიგოთ, რისი მიღწევა გსურთ ნამდვილად.
კარგი პერიოდია გრძელვადიანი დაგეგმვისთვის, მომავალი წლის მიზნებისა და ამოცანების დასასახად. შეიცვლება გარემოებები, შეგეცვლებათ პრიორიტეტები. მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას და მიხვდებით, რა შედეგების მიღწევა გსურთ. შესაძლოა შეიცვალოთ პოზიცია სამსახურში, გუნდში, ჯგუფში, სადაც მუშაობთ. თქვენი ავტორიტეტი გაძლიერდება, სხვები დაიწყებენ თქვენი რჩევების ან რეკომენდაციების მოსმენას. იპოვით ერთგულს მოკავშირეებს, შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც დაგეხმარებიან საინტერესო საქმეების კეთებაში. არის შანსი, რომ თანამშრომლობის მომგებიანი შეთავაზება მიიღოთ.
თქვენს პროფესიულ სფეროში ახალი ციკლი იწყება, შესაძლებელია სოციალური სტატუსის ცვლილებები. გააქტიურებულია ის მიმართულებები, სადაც თქვენი ოცნებები და სურვილებია მიმართული, სადაც გსურთ წარმატების მიღწევა. შესაძლებელია მიიღოთ მომგებიანი შეთავაზებები, რომელსაც დიდი ხანია ელოდით. გექნებათ შესაძლებლობა გაიუმჯობესოთ მატერიალური კეთილდღეობა. ზოგიერთი ფულის შოვნის დამატებით გზებს იპოვით. თქვენი სოციალური სტატუსი შეიძლება შეიცვალოს: დაქორწინდებით, შვილის დაბადებით ან პენსიაზე გასვლით.