ძველი ნაცნობები, მოულოდნელი ამბები და შეცვლილი გეგმები - 24 ოქტომბრის ჰოროსკოპი

ძველი ნაცნობები, მოულოდნელი ამბები და შეცვლილი გეგმები - 24 ოქტომბრის ჰოროსკოპი

24 ოქტომბერს ზოგიერთი ზოდიაქოს ნიშნისთვის დღის მთავარი თემა ძველი ურთიერთობები იქნება, სხვებისთვის კი - ფინანსები, სამუშაო და ოჯახური პასუხისმგებლობები. ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, მერკურის რეტროგრადული მოძრაობის დაწყებასთან ერთად, მომდევნო კვირებში შესაძლოა კომუნიკაციასა და გეგმებში შეფერხებებიც გაჩნდეს. ნახეთ, რას გვირჩევს შაბათის ჰოროსკოპი თითოეული ნიშნისთვის

ვერძი

დღეს ენერგია და მოქმედების სურვილი არ მოგაკლდებათ. კარგი დროა საქმეების ჩამოსაწერად, ფიზიკური აქტივობისთვის, სპორტისა და ბავშვებთან გასართობად. მომდევნო კვირებში კი ყურადღება მიაქციეთ საერთო ფინანსებსა და ვალდებულებებს - გადაწყვეტილებების მიღებამდე ყველა დეტალი გადაამოწმეთ.

კურო

შესაძლოა, სახლში საქმეების მოწესრიგებაში ვინმე ჩუმად დაგეხმაროთ. მერკურის რეტროგრადული მოძრაობის დაწყებასთან ერთად, ძველი პარტნიორები და მეგობრები შეიძლება კვლავ გამოჩნდნენ - პირადად, ინტერნეტით ან მოგონებებში. საღამო მშვიდად, განმარტოებულ გარემოში გაატარეთ.

ტყუპები

დღე მეგობრებთან ურთიერთობისთვის და სხვადასხვა ჯგუფურ აქტივობაში მონაწილეობისთვის ხელსაყრელია. შესაძლოა, თქვენზე უფროსი ან უფრო გამოცდილი ადამიანი გამოჩნდეს, ვისთან საუბარიც საინტერესო აღმოჩნდება. მომდევნო კვირებში კი სამუშაოსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებში შესაძლო შეფერხებებსა და გაუგებრობებს მეტი ყურადღება დაუთმეთ.

კირჩხიბი

მშობლებთან, ხელმძღვანელებთან ან გავლენიან ადამიანებთან საუბარი შესაძლოა სერიოზულ საკითხებს შეეხოს, მათ შორის ქონებასა და ფინანსებს. ამავე დროს, ძველი რომანტიკული ურთიერთობა შეიძლება კვლავ შეგახსენოთ თავი. საღამოს ეცადეთ, მოკრძალებული და გაწონასწორებული იყოთ.

ლომი

დღეს წესებისა და გარკვეული ვალდებულებების საკითხები შესაძლოა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდეს, თუმცა ენერგია არ მოგაკლდებათ. სპორტი და გარე აქტივობები დაგეხმარებათ, დაგროვილი ენერგია სასარგებლოდ გამოიყენოთ. საღამოს კარგი დროა სწავლისთვის, ახალი ინფორმაციის მისაღებად ან საინტერესო საკითხის შესასწავლად.

ქალწული

მომდევნო კვირებში მოსალოდნელია შეფერხებები მგზავრობისას, კომუნიკაციაში, შეხვედრების დაგეგმვასა და ყოველდღიურ საქმეებში. ამიტომ დანიშნული შეხვედრები და მნიშვნელოვანი დეტალები გადაამოწმეთ. საღამოს ფინანსურ საკითხებს გადახედეთ და ხარჯები წინასწარ დაგეგმეთ.

სასწორი

ფინანსურ საკითხებში შესაძლოა შეფერხებებსა და გაუგებრობებს შეხვდეთ. დაგვიანდეს თანხის მიღება ან გადასახადებთან დაკავშირებულმა საკითხმა დამატებითი ყურადღება მოითხოვოს. ყურადღებით წაიკითხეთ ანგარიშები და ინვოისები, მოერიდეთ დაუფიქრებელ ხარჯებს. საღამოს მეგობრული ურთიერთობები განწყობას გაგიუმჯობესებთ.

მორიელი

მერკური თქვენს ნიშანში რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს და ეს პერიოდი 13 ნოემბრამდე გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში შესაძლოა კომუნიკაციაში გაუგებრობები, ნივთების დაკარგვა ან გეგმების შეფერხება შეგხვდეთ. ძვირადღირებული ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების შეძენას კი, თუ შესაძლებელია, ნოემბრის ბოლომდე გადახედვა სჯობს. დღეს ყოველდღიური საქმეების მოწესრიგებაზე კონცენტრირდით.

მშვილდოსანი

დღეს მოგზაურობისა და ახალი თავგადასავლების სურვილი გაგიძლიერდებათ. სასიამოვნო იქნება სხვებთან დროის გატარება და ჩვეულებრივი რუტინისგან თავის დაღწევა. შესაძლოა, ასაკით თქვენგან განსხვავებული ადამიანის მიმართ რომანტიკული ინტერესიც გაჩნდეს. საღამოს მხიარულ გარემოში ყოფნა განწყობას აგიმაღლებთ.

თხის რქა

ოჯახური პასუხისმგებლობები და მშობლებთან დაკავშირებული საკითხები თქვენს ყურადღებას მოითხოვს. შესაძლოა, დახმარება მიიღოთ ახალგაზრდა ადამიანისგან ან შემოქმედებითი საქმიანობით დაკავებული პირისგან. ასევე, სხვისი ფინანსური ან პრაქტიკული მხარდაჭერა გამოგადგებათ. საღამოს სახლში დასვენებისთვის დრო გამონახეთ.

მერწყული

დღეს ეცადეთ, ნეგატიურ ფიქრებსა და ზედმეტმა ღელვამ არ შეგაფერხოთ. პარტნიორის, მეუღლის ან ახლო მეგობრის დახმარება საქმეების მოგვარებაში გამოგადგებათ. შესაძლოა, ხელმძღვანელისგან ან მშობლისგანაც მიიღოთ შეტყობინება, განსაკუთრებით მაშინ, თუ დიდი ხანია არ გქონიათ ურთიერთობა. საღამოს მნიშვნელოვანი საუბრისთვის მოემზადეთ.

თევზები

დღეს ენერგია და საკუთარი მიზნების განხორციელების სურვილი გაგიძლიერდებათ, თუმცა ფულის ხარჯვისას სიფრთხილე გმართებთ. გამოიყენეთ შესაძლებლობა ახალი ცოდნის მისაღებად - ეს თქვენთვის სასიამოვნო და სასარგებლო იქნება. ზოგიერთისთვის რომანტიკული ურთიერთობა უცხო კულტურის წარმომადგენელთან ან განსხვავებული გამოცდილების მქონე ადამიანთან შეიძლება განვითარდეს. საღამოს ფინანსებს გადახედეთ.