რომ ნებისმიერი დაავადება ადამიანში ასტრალური სხეულის დონეზე ჩნდება და მხოლოდ ამის შემდეგ ინაცვლებს მის ფიზიკურ სხეულზე კონკრეტული სირთულეების სახით. ემოციები, გამოუხატავი წყენა და გულისტკენა ხშირად ჩვენზე აურის დაბინძურების სახით აისახება. გთავაზობთ იმ დაავადებების სიას, რომელიც თქვენს სხეულში ამა თუ იმ ემოციის შედეგია.
1. თირკმელთან დაკავშირებული პრობლემები - სხვების გამუდმებული განსჯის მიზეზია. შეარბილეთ თქვენი სწორხაზოვანი დამოკიდებულება გარშემო მყოფების მიმართ და თქვენი პრობლემაც მოგვარდება.
2. სახის კანთან დაკავშირებული პრობლემები (სიწითლე, გამონაყარი, აკნე) - დაბალი თვითშეფასების ნიშანია. ასეთ ადამიანს გადატანილი აქვს უიღბლო რომანი ან განშორება, შესაბამისად, უჭირს დაიჯეროს, რომ მომავალშიც მარტო აღარ დარჩება.
3. ყურებში ხმაური და ყურის ქრონიკული ტკივილები იმას ნიშნავს, რომ ადამიანს ჯიუტად არ სურს სიმართლის მოსმენა. ან იგი უბრალოდ არ უსმენს გარშემო მყოფების რჩევებს.
4. ხშირი ანგინა, ყელის ტკივილები, ლარინგიტი და ფარინგიტი
- იმაზე მიგანიშნებთ, რომ გეშინიათ საკუთარი აზრის დაფიქსირება, ხშირად "ყლაპავთ" წყენასა და უკმაყოფილებას, იმის შიშით, რომ გარშემო მყოფებს გაანაწყენებთ.
5. ძვალსახსროვანი სისტემის პრობლემები, ტკივილი მუხლებში - იმის ნიშანია, რომ ძალიან გიჭრთ წახვიდეთ კომპრომისზე და ნებისმიერი ტიპის დათმობა თქვენთვის მონურ მორჩილებასთან ასოცირდება.
6. ტკივილი ხერხემალში
- მომავლის გამო გამუდმებული შიშისა და ნერვიულობის შედეგია. შესაძლოა, გამუდმებით დარდობთ იმაზე, თუ რამდენად უზრუნველყოფილი იქნებით მომავალში მატერიალურად.
7. კისრის გაშეშება, ყლაპვის გართულება - ხასიათის უკომპრომისობისა და გარკვეული სისასტიკის ნიშანია, რომელსაც თქვენ გარშემო მყოფების მიმართ იჩენთ.
8. კბილებთან და ღრძილებთან დაკავშირებული პრობლემები - მიანიშნებს, რომ გამუდმებით ჯიბრში უდგახართ საკუთარ თავს და სხვა ადამიანებს.
9. ტკივილი ბეჭებში იმის ნიშანია, რომ ზედმეტად მიგაქვთ გულთან პასუხისმგებლობები და სხვების კრიტიკა.
10. დაბოლოს, ხელის ან ფეხის სახსრებში ტკივილი/ტრავმულობა იმაზე მიგანიშნებთ, რომ დრო დადგა გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგათ ცხოვრებაში და თავს გონივრული რისკის უფლება მისცეთ.