* ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება.
* კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის.
* შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ.
* მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან.
* კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად.
* სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ.
* კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად.
* მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა.
* თმის შეჭრა უფრო მეტად გაგალამაზებთ.
* მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას, მწერების მოკვლას.
* ამ დღეს დაბადებული ადამიანი მთელ ცხოვრებას უზრუნველად გაატარებს, მაგრამ საკმაოდ ზარმაციც იქნება.
* ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი.
* ამ დღის ქვებია: ჟადეიტი, აქვამარინი, ამეთვისტო.
სამედიცინო რეკომენდაციები – მთვარე თევზებში
* მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, გასაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას.
* არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
* გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
* ჩაიტარეთ წყლის პროცედურები, ამ დღეს რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.