რატომ გესიზმრებათ კბილის დაკარგვა, რყევა და ჩამოტყდომა? - 8 მიზეზი

რატომ  გესიზმრებათ კბილის დაკარგვა, რყევა და ჩამოტყდომა? - 8 მიზეზი

1. დაუცველობის განცდა

თქვენ სამსახურის დაკარგვის, მეორე ნახევართან განშორების, მუცელის მოშლის, დაორსულების, ექიმთან ვიზიტის, გამოცდაზე გასვლის, სიკვდილის, საყვარელი ადამიანის დაკარგვის ან ნებისმიერი სხვა რამის ძალიან ძლიერად გეშინიათ. შიშთან დაკავშირებული პროცესები შესაძლოა ქვეცნობიერის დონეზე მიმდინარეობდეს და ყოველდღიურობაში სულაც არ გაწუხებდეთ, მაგრამ როგორც კი განმარტოვდებით, სწორედ ამ საკითხებზე იწყებდეთ ფიქრს.

2. კომპრომისი

ხშირად გიწევთ დათმობაზე წასვლა? ალბათ კი, თან ეს ფაქტი ძალიან გაწუხებთ და უსამართლოდ მიგაჩნიათ. ან, შესაძლოა, მოხვდით სიტუაციაში, საიდანაც ერთადერთი გამოსავალი კომპრომსიზე წასვლაა, გიწევთ თავს გადააბიჯოთ და დათმოთ, ეს კი პირდაპირპროპორციულად აისახება თქვენს სიზმრებზე.

3. უმოქმედობა

თუ სიზმარში კბილი გტყდებათ, გძვრებათ ან გერყევათ, დიდი ალბათობით, თქვენს ცხოვრებას აკვირდებით და აანალიზებთ, რომ ყველაფერი თავდაყირაა.

მდინარის საწინააღმდეგო მიმართულებით ცურვას აღარც ცდილობთ, რადგან მიგაჩნიათ, რომ აზრი არ აქვს,

თითქოს ყველა მოვლენა თქვენგან დამოუკიდებლად ხდება და უმოქმედობა ერთადერთ აზრიან საქციელად გეჩვენებათ: სხვა თუ არაფერი,

ენერგიას მაინც ზოგავთ.

4. თვითშეფასება

თქვენი თვითშეფასება ძალიან დაეცა და რეალობას მოშორდა. თვითშეფასების ამ ტრანსფორმაციამ კომპლექსები გაგიჩინათ, რაც აუცილებლად

უარყოფით გავლენას იქონიებს თქვენს კარიერაზე, სწავლაზე, მეგობრებთან და პარტნიორთან ურთიერთობაზე.

5. ინტიმური სახის შიში

შესაძლოა ბოლო დროს უკმაყოფილო ხართ თქვენი სქესობრივი ცხოვრებით ან ძალიან დაბალია თქვენი სქესობრივი აქტივობა. არსებობს ალბათობა იმისა,

რომ ბოლო კავშირის დროს პარტნიორი ორგაზმამდე ვერ მიიყვანეთ, ან თავად გაგიჭირდათ ორგაზმის მიღწევა.

6. საიდუმლო

როდესაც ადამიანი საიდუმლოს მალავს, კბილი მის სიზმრებში მეტაფორულ მნიშვნელობას იძენს.

7. გარდასახვა

როდესაც ადამიანის სულში ძვრები მიმდინარეობს, იცვლება მისი ფასეულობათა სისტემა ან ახალ იმიჯს ირგებს და მისი ფიზიკურად ცნობა რთულდება,

კბილთან დაკავშირებული სიზმრები იჩენს თავს. თუ კბილი მოგძვრათ, თქვენ წარსულს ჩააბარეთ "ძველი მე", თუ მოგერყათ - "ძველ მეს" ებრძვით, ხოლო თუ ჩამოგტყდათ, "ძველი მეს" ნაწილი მუდამ თქვენში დარჩება.

8. გაძლიერება

რაიმე მოვლენის შემდეგ, რომელმაც ადამიანი შინაგანად გააძლიერა, კბილი სიზმრებში იჩენს თავს, როგორც სისუსტის თავიდან მოშორების სიმბოლო. დაკარგეთ? ე.ი. ნაკლზე გაიმარჯვეთ; მოგერყათ? ე.ი. ჯერ კიდევ ებრძვით; ნახევრად ჩამოტყდა? ნახევრად დაგიმარცხებიათ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?