2. ერთგულია - თუკი ჩათვალა, რომ მისიანი ხართ, ვერანაირი ცდუნება ვერ აიძულებს ღალატს და ინტრიგების ხლართვას თქვენს წინააღმდეგ.
3. აქვს კარგი იუმორის გრძნობა - მართალია, ეს უფრო "შავი იუმორია", მაგრამ მორიელებს მართლაც უჭრით ენა.
4. არაფერს აკეთებს "ისე რა" და უგულოდ - ბუნებით მაქსიმალისტია, ამიტომ ყველაფერში და ყველგან ბოლომდე იხარჯება.
5. არ უყვარს თავის მობეზრება - მან ზუსტად იცის საკუთარი საზღვრები. ანალოგიურად იცავს იგი სხვებთან ურთიერთობაშიც საზღვრებს. არასოდეს შეგაწუხებთ ზედმეტად საკუთარი პრობლემებით.
6. სულით მებრძოლია - მისთვის არ არსებობს სიტყვა "დამარცხება", შესაძლოა ომი წააგოს ოღონდ დროებით, მაგრამ ყველა ბრძოლიდან აუცილებლად გამარჯვებული გამოდის.
7. იცავს თავის საკუთრებას - იქნება ეს ოჯახი, მეგობრები თუ საყვარელი, ადამიანი მორიელი საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავს იმას, ვისაც უერთგულებს.
8. საშიში მტერი და საიმედო მეგობარია - მან კარგად იცის ადამიანების ცნობა. თუკი სიკეთის გაკეთება განიზრახა, ვერაფერი შეაჩერებს. თუმცა ბოროტებაზე პასუხის გაცემაც ასევე არასოდეს ავიწყდება.
9. ყოველთვის შეუძლია ავისა და კარგის გარჩევა - მიებარეთ მას. ცხოვრებას საუკეთესოდ გასწავლით.
10. აქვს ძლიერი ინტუიცია - გარდა გონიერებისა, გააჩნია აღქმა, რომელსაც იგი ინტუიციას უწოდებს. თითქოს კანით გრძნობს ადამიანებს და მისი ეს ნიჭი ხშირად გამოგადგებათ.