12-დან 15 მარტამდე მსოფლიო სიბნელეში ჩაიძირება?! - „ცოცხალი ნოსტრადამუსის“ საგანგაშო გაფრთხილება“

12-დან 15 მარტამდე მსოფლიო სიბნელეში ჩაიძირება?! - „ცოცხალი ნოსტრადამუსის“ საგანგაშო გაფრთხილება“

ბრაზილიელმა ექსტრასენსმა ათოს სალომემ, რომელიც საზოგადოებაში „ცოცხალი ნოსტრადამუსის“ სახელით არის ცნობილი, 2026 წლის მარტისთვის შემზარავი წინასწარმეტყველება გააზიარა. მისი თქმით, გეოპოლიტიკური კონფლიქტებისა და სერიოზული ეკონომიკური ცვლილებების გარდა, მსოფლიოს შესაძლოა ახალი უბედურება - ტოტალური ენერგო-კოლაფსი დაატყდეს თავს.

მზის ქარიშხალი და გლობალური ქაოსი

ექსტრასენსი პროგნოზირებს, რომ 12-დან 15 მარტამდე პერიოდში მოხდება მასშტაბური მზის ქარიშხალი, რომელსაც NASA აღწერს, როგორც „ნაწილაკების, ენერგიის, მაგნიტური ველებისა და ნივთიერებების მოულოდნელ აფეთქებას, რომელიც ვარსკვლავმა მზის სისტემაში ამოაფრქვია“. როგორც წინასწარმეტყველმა ხაზგასმით აღნიშნა, ამ მოვლენამ შესაძლოა გამოიწვიოს ელექტროენერგიის გლობალური გათიშვა და დააზიანოს კრიტიკული ინფრასტრუქტურა მთელ მსოფლიოში.

„ჩემი ობიექტური აზრი ასეთია: მზის ქარიშხლების წარმოქმნა ყველაზე სავარაუდო სცენარია, რომელსაც შეუძლია პირდაპირი გავლენა იქონიოს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ეს დადასტურებულია სანდო სამეცნიერო მონაცემებით და მოითხოვს დიდ ყურადღებას. არა შიშის გამო, არამედ აშკარა სიგნალების გამო, რომლებიც მიუთითებენ ელექტროენერგიის პოტენციურ გათიშვაზე, კომუნიკაციების შეფერხებასა და ტექნოლოგიურ დარღვევებზე დაზარალებულ რეგიონებში“, - აცხადებს „ცოცხალი ნოსტრადამუსი“.

„ინტერნეტ-აპოკალიფსი“ და ეკონომიკური ზარალი

ათოს სალომეს წინასწარმეტყველების თანახმად, მზის ქარიშხალმა შესაძლოა გამოიწვიოს ე.წ. „ინტერნეტ-აპოკალიფსიც“, რის გამოც უამრავი ადამიანი და საწარმო ონლაინ-სერვისების გარეშე დარჩება. გარდა ამისა, ასეთი არასახარბიელო სცენარის განხორციელების შემთხვევაში, არსებობს ავიარეისების შეჩერებისა და თანამგზავრების დაზიანების მაღალი ალბათობა, რაც მეცნიერებს კოსმოსური მოვლენების გამოკვლევაში შეუშლის ხელს.

ელექტროენერგიის არარსებობის გამო, მთელ მსოფლიოში შესაძლოა ქაოსი გავრცელდეს, ხოლო მრავალი ქვეყნის ეკონომიკა უზარმაზარ ზარალს ნახავს.