13 თვისება, რომელიც ხელს გიშლით გამდიდრებაში

13 თვისება, რომელიც ხელს გიშლით გამდიდრებაში

და მიზეზები იმისა, თუ რატომ ვერ ვშოულობთ ფულს რეალურად ჩვენშია, უფრო სწორად ჩვენს ცუდ თვისებებში..

1. ღარიბი ადამიანი გამუდმებით ადანაშაულებს სხვებს საკუთარ უბედობაში - შეწყვიტეთ წუწუნი და აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე.

2. სიღარიბე დროის გაწელვას მოსდევს - ნუ გადადებთ ხვალ იმ საქმის დაწყებას, რომელიც შეგიძლიათ დაიწყოთ დღეს.

3. იმოქმედეთ გეგმაზომიერად - თუკი არ გაქვს კონკრეტული მიზანი, ისე - ალალბედზე მოქმედება ფულს არ მოიზიდავს თქვენს ცხოვრებაში.

4. ჩადეთ ფული განათლებაში - როგორც წესი, ღარიბი ადამიანების დიდი ნაწილი, მუდმივად გეგმავს უფასო ტრენინგებზე სიარულს, თუმცა ეს დღე არა და არ დგება მათ ცხოვრებაში.

5. ნუ ეძებთ უფასო საქონელს და გზებს - უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია - დაიმახსოვრეთ.

6. შეწყვიტეთ საკუთარი თავის შეცოდება - ადამიანების დიდი ნაწილი თავს უფლებას არ აძლევს, რომ საკუთარი თავი მდიდარი და წარმატებული წარმოიდგინოს. თუკი გინდა მდიდარი იყო პირველ რიგში თავად დაიჯერე ეს.

7. მოუკელი პრეტენზიებს - ცხოვრება არ არის მარტივი რამ. თუმცა, გამუდმებული წუწუნითა და კრიტიკით, სამყარო ბუმერანგული პრინციპით გიბრუნებთ სირთულესა და უბედობას.

8. ნუ ფიქრობთ რას იტყვიან სხვები - ყოველთვის იმოქმედეთ საკუთარი პრიორიტეტების მიხედვით.

9. ნუ ატანთ ფულს ქარს - ღარიბების დიდი ნაწილი, გამომუშავებულ ფულს უცებ ხარჯავს. მდიდარი ადამიანი კი ცდილობს მოახდინოს ინვესტირება.

10. ნუ ეძებთ მარტივ გზებს გასამდიდრებლად - რეალურად მომგებიან საქმეს დრო და მონდომებული შრომის შედეგად შენება სჭირდება.

11. ნუ დაკავდებით იმ საქმით, რომელიც არ განიჭებთ სიამოვნებას - რეალურად გაყიდვადი პროდუქტი არის ის, რომელიც გულითა და სიყვარულით იქმნება.

12. ნუ ხარჯავთ დროს ამაოდ - ღარიბების დიდი ნაწილი ცდილობს "დრო მოკლას", არადა რეალურად ყოველთვის შეიძლება საკუთარი თავის სასარგებლო საქმით დაკავება.

13. თავი დაანებეთ სხვების ცხოვრებით ცხოვრებას - ნუ ადარებთ საკუთარ თავს სხვებს. ნუ გშურთ მდიდარი და წარმატებული ხალხის. იმიტომ რომ თავადაც შეგიძლიათ ყველაფერი ამის მიღწევა.