აუცილებელია, რომ თითიეულმა ჩვენგანმა იზრუნოს შინაგანი და გარეგანი ენერგიის ბალანსზე. არ უნდა დავუშვათ ამ კუთხით შეფერხება, გადატვირთვა ან გადახარჯვა. მხოლოდ ასე შევძლებთ ვიცხოვროთ სრულფასოვნად და საკუთარ თავთან (გარემოსთან) თანხმობაში.
1. ქმედება უდრის სიცოცხლეს. იცხოვრეთ აქტიური ცხოვრებით, გამუდმებით იზრუნეთ პიროვნულ და მენტალურ განვითარებაზე. დაისახეთ მიზნები, მიჰყევით მას.
2. ცოდნა დიდი ძალაა. ამიტომ ამა თუ იმ სფეროში თქვენმა გათვითცნობიერებამ შესაძლოა ახალ ენერგეტიკულ დონეზე აიყვანოს თქვენი ქვეცნობიერი. თუმცა ნეგატიური ინფორმაცია პირიქით ამცირებს ენერგოპოტენციალს, ამიტომ კარგად გაფილტრეთ ინფორმაცია, რომელიც თქვენამდე მოდის და მხოლოდ ამის შემდეგ აითვისეთ იგი.
3. ენერგეტიკა ადამიანთან სხვადასხვა არხით მოედინება - ჰაერი, წყალი, საკვები დაკავშირებულია აღქმით ორგანოებთან. ამიტომ თუკი სხეულის რომელიმე ორგანო ცუდად მუშაობს ენერგეტიკა მასთან ცუდად მოდის ან საერთოდ არ მოეწოდება ადამიანს. რაც იწვევს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ დისბალანსს. ეს კი შესაბამისად არღვევს ჰარმონიას ადამიანსა და სამყაროს შორის. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.
4. საიმისოდ, რომ ენერგეტიკა თქვენკენ შეუფერხებლად მოედინებოდეს აუცილებელია სულის, სხეულისა და გონების სრული ჰარმონია. ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
5. ენერგეტიკის ასამაღლებლად აუცილებელია აკონტროლოთ გარემო ფაქტორებისა და თქვენი შინაგანი დამოკიდებულების ბალანსი მათზე. დააკვირდით საკუთარი ორგანიზმის რეაქციას ამა თუ იმ მოვლენაზე და შესაძლებლობის ფარგლებში შეამცირეთ მოვლენები, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს თქვენს თვითშეფასებასა და შეგრძნებაზე.
6. ის, რაზეც ახდენთ საკუთარი ყურადღებისა და აზრების კონცენტრაციას ძალიან სერიოზულად მოქმედებს თქვენს ენერგოველზე. ამიტომ თუკი ხანგრძლივად გიწევთ რაიმე თემაზე ნერვიულობა, გეშინიათ ამა თუ იმ მოვლენის, შფოთავთ და განიცდით ენერგოპოტენციალი ძალზე დაბალი გექნებათ. ნეგატიური ფიქრები თავისებურ "განტვირთვას" და ენერგიისგან დაცლას უწყობს ხელს. ხოლო პოზიტიური აზროვნება იძლევა ე.წ. "რესტარტს" და ენერგიის მატებას.
7. მაქსიმალური ყურადღება მიაქციეთ საჭმლის მომნელებელ სისტემას. მისი არასრულფასოვანი მუშაობა თქვენი ენერგეტიკის სერიოზულ განახარჯს იწვევს. რაც თავისთავად მოქმედებს გუნება-განწყობაზე.
8. სხვადასხვა ტიპის პროდუქტის გადამუშავებას, განსხვავებული ენერგეტიკული დანახარჯი ესაჭიროება. ყველაზე რთულად შესათვისებელია ხორცი. შესაბამისად, სასურველია შეამციროთ ცხოველური პროდუქტები თქვენს რაციონში, საიმისოდ რომ ენერგეტიკა დაგიბალანსდეთ.
9. სტრესი და ნერვიულობა ამცირებს ჩვენს ენერგეტიკას. ამიტომ აუცილებელია პერიოდულად მაინც მისცეთ თავს დასვენების, განტვირთვისა და ნებივრობის უფლება.
10. არსებიბს სპეციალური, ბუნებრივი რიტმიკა, რომელიც გააჩნია თქვენს ორგანიზმს. ყური დაუგდეთ მას.
11. გარემო ადამიანები, ბუნება, ქალაქი და საცხოვრებელი ადგილი ასევე მოქმედებს თქვენს ბიოველზე. შეარჩიეთ ოპტიმალური ვარიანტი საცხოვრებლად ან საკუთარი ოთახი მაინც მოაწყეთ ისე რომ მარტოდ დარჩენისას თავი ჰარმონიაში იგრძნოთ.
12. დაიმახსოვრეთ შეგრძნებების 5 მთავარი წყარო, თვალები (მხედველობა), ყურები (სმენა), ენა (გემოვნება), ცხვირი (სუნთქვა) და კანი. ეს არის ის, რითაც ბალანსდება ჩვენი ენერგეტიკა ამიტომ შეეცადეთ ამ ორგანოებს მიაქციოთ დიდი ყურადღება. ნებისმიერი ამ ჩამოთვლილი არხის დაკეტვა ან ცუდად მუშაობა, აუცილებლად გამოიწვევს თქვენი ენერგიის დაქვეითებას ან დაავადებების წარმოშობას.
13. თქვენი ცხოვრება დამყარებულია თქვენივე პიროვნული განვითარების ციკლზე და არა ვინმეს (ან რამეს) მსახურების აუცილებლობაზე. ამიტომ ენერგეტიკა იზრდება იმის პროპორციულად რამდენად ვითარდებით თქვენ პიროვნულად.
15. საიმისოდ, რომ სასიცოცხლო პოტენციალი აიმაღლოთ, აუცილებელია კონცენტრირდეთ მის წყაროზე - ანუ შინაგან ეგრეგორზე. გახსოვდეთ, გარემო ფაქტორები და გაუთავებელი პრობლემები ცხოვრებაში, შინაგანი ქაოსისა და დისბალანსის გამოძახილია.