ის, რომ ასტროლოგია კარმულობის (ჯაჭვურობის) ციკლს ეფუძნება. შესაბამისად, სამყაროში აბსოლუტურად ყველაფერი კანონზომიერია. მათ შორის არც ნებისმიერი ჩვენგანის ამქვეყნად მოვლინება გახლავთ უაზრო და ფუჭი. თითოეული ჩვენგანი გარკვეული მისიით იბადება ქვეყანაზე. სხვა საქმეა ის, თუ რამდენად ვაცნობიერებთ ჩვენ ამას. ამიტომ თუკი თქვენ იმ ადამიანების კატეგორიას განეკუთვნებით ვინც ძალზე ხშირად უსვამს საკუთარ თავს კითხვას "რისთვის ვარ მე ამ დედამიწაზე?" ქვემოთ მოყვანილ 15 რჩევას გაეცანით. ვფიქრობთ, ამის შემდეგ მაინც მოეღება ბოლო თქვენს ცნობისმოყვარეობას.
1. შენ მიიღებ 7 სხვადასხვა სხეულს და ლეთარგიულ მდგომარეობას. მოგიწევს ყოველ ჯერზე გამოფხიზლება, განვითარება და სრულყოფა.
2 . მოგიწევს ისწავლო სკოლაში სახელად "ცხოვრება", ხოლო გაკვეთილებს ყოველი შემხვედრი ჩაგიტარებს. ისინი შენი უნივერსალური მასწავლებლები არიან.
3. გახსოვდეს, არ არსებობს შეცდომები. არსებობს მხოლოდ ცხოვრებისეული გაკვეთილი. წარუმატებლობა კი ტრიუმფის განუყოფელი ნაწილია.
4. სხვადასხვა ცხოვრებისეული გაკვეთილი სხვადასხვა სახეცვლილებით და არაერთგზის განმეორდება. მანამ სანამ ადამიანი არ გაითავისებს მას. თუკი ვერ აითვისებ მარტივ გაკვეთილებს, ისინი აუცილებლად გართულდება.
5. გარემო და მასში არსებული პრობლემები, ზუსტი ანარეკლია იმისა თუ რა ხდება შენს ქვეცნობიერსა და ფსიქოლოგიაში. თუკი შენ შეცვლი შენს შინაგან დამოკიდებულებას, სამყარო თავად დაიწყებს გარშემო ცვლილებას.
6 . ტკივილი ეს მეთოდია, რომლითაც სამყარო ცდილობს შენი ყურადღების კონცენტრირებას. თუკი გტკივა, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გამოგეპარა ან მალე გამოგეპარება.
7. სამყარო მრავალფეროვანია. საკუთარი თავის და გარშემო მყოფების მიუღებლობა ანგრევს ორგანიზმს, რომელიც შენი საფარია ამქვეყნად.
8 . სიბრძნე პრაქტიკას მოაქვს. გახსოვდეს ცოტაოდენი რაღაც ჯობს, ბევრ არაფერს.
9. გარშემო მყოფი ადამიანები შენი ანარეკლია, ამიტომ არ შეიძლება გძულდეს ან გიყვარდეს რომელიმე თვისება სხვაში, თუკი ეს თვისება შენ თავად არ გაქვს.
10 . ცხოვრება მხოლოდ ჩარჩოს ხატავს, ნახატის დახატვა კი შენი საქმეა. თუკი იმდენი სითამამე არ გაქვს, რომ ხატვას შეუდგე, სხვები დაჯღაბნიან შენს ტილოს გაუაზრებლად.
11 . ყველა პასუხი შენშია. შენ იცი იმაზე ბევრად მეტი ვიდრე წიგნებშია. მთავარია ჩაიხედო სულში, გონების სიღრმეებში. ენდო და უსმინო საკუთარ თავს.
13. ეძებე საკუთარი მოწოდება. მაქსიმალურად დაიხარჯე მასში. ჩადე სული და გული საქმეში, რომელიც გიყვარს. ნუ შეგეშინდება სიახლის და იმის, რომ ზოგჯერ მოგიწევს ყველაფრის ნულიდან დაწყება.
14. შენ მალე დაივიწყებ იმას, რაც აქ წაიკითხე .
15. მაგრამ ყოველთვის შეძლებ გაიხსენო ეს ინსტრუქცია, თუკი მოინდომებ ამას.