17-23 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

17-23 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

კურო

სიყვარული - ნუ ეცდებით, პარტნიორისგან იდეალის გამოძერწვას, ორივე იმედგაცრუებული დარჩებით.

ფინანსები - უძრავი ქონებისა და ტექნიკის ყიდვის კვირაა. საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობაში ჰარმონია დაისადგურებს.

ჯანმრთელობა - დაიწყეთ მკურნალობა, ექიმის რეკომენდაციის შესრულება. აგარაკზე საქმიანობა და სუფთა ჰაერზე ყოფნა კარგია.

ტყუპი

სიყვარული - საყვარელი ადამიანი სიურპრიზებით გაგანებივრებთ. თავად კი ხშირად გაიღიმეთ, მოესიყვარულეთ, გაეხუმრეთ პარტნიორს.

ფინანსები - წარმატება გელით მოდის ინდუსტრიაში. გაამდიდრებთ კლიენტთა ბაზას. მოერიდეთ საკადრო ცვლილებებს.

ჯანმრთელობა - უსაქმურობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გაიუმჯობესეთ ფიზიკური და ემოციური ჯანმრთელობა.

კირჩხიბი

სიყვარული - საყვარელი ადამიანის ნებართვის გარეშე სარისკო ქმედებებს ნუ ჩაიდენთ. ქორწინება და ნიშნობა არ დაგეგმოთ.

ფინანსები - მივლინების, საქმიანი შეხვედრების კვირაა. ფინანსური საკითხები მაქსიმალური სიფრთხილით მოაგვარეთ.

ჯანმრთელობა - ყური დაუგდეთ ორგანიზმის მინიშნებებს. ეცადეთ, არაფერმა დაგირღვიოთ წონასწორობა.

ლომი

სიყვარული - მეტი პატივისცემა გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ. ზოგიერთი ბედს დაუკავშირებს ასაკით მკვეთრად განსხვავებულ (დიდს ან პატარას) პარტნიორს.

ფინანსები - გამონახეთ დრო საოჯახო ბიზნესის მოსაგვარებლად. ზოგიერთი ცოდნის გაღრმავებას გადაწყვეტს. წარმატებული კვირა გელით; თქვენთვის ყველა კარი მარტივად გაიღება.

ჯანმრთელობა - ზოგჯერ, ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად მკაცრ დიეტაზეც უნდა დაჯდეთ. მოუფრთხილდით თვალებს.

ქალწული

სიყვარული - რომანტიკული გატაცების გამო ყველა საქმეს გვერდზე თუ გადადებთ უსიამოვნებებს ვერ აიცილებთ. გატაცება შეიძლება მალევე დასრულდეს.

ფინანსები - მოაგვარეთ რემონტთან, მსხვილ საყიდლებთან დაკავშირებული საქმეები. შუა კვირაში გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.

ჯანმრთელობა - გაიმდიდრეთ ორგანიზმი ვიტამინებითა და სასარგებლო მინერალებით.

სასწორი

სიყვარული - საყვარელი ადამიანისთვის ნუ დაიშურებთ კომპლიმენტებსა და ტკბილ სიტყვებს. მეტი დრო გამონახეთ რომანტიკისთვის.

ფინანსები - რაც უფრო კეთილგანწყობილი იქნებით კლიენტების მიმართ მით უკეთესია. მივლინებები გელით. ზოგიერთს შემოსავლის დამატებითი წყარო გამოუჩნდება.

ჯანმრთელობა - გასამხნევებლად კარგია ვარჯიში. მეტად გაუფრთხილდით ფეხებს.

მორიელი

სიყვარული - ეცადეთ, ბრაზი საყვარელ ადამიანზე არ გადმოანთხიოთ. აგრეთვე, ნუ გაიხდით მას დაცინვის ობიექტად.

ფინანსები - საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ და დაკვირვება გმართებთ. მეტი დრო დაუთმეთ პროფესიონალურ ზრდას.

ჯანმრთელობა - მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, სექსისგან თავი შეიკავეთ. იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე.

მშვილდოსანი

სიყვარული - დაფიქრდით, გსურთ, ამ ადამიანის გვერდით ცხოვრება? თუ კი გამოასწორეთ შეცდომები. თუ - არა, იპოვეთ გამოსავალი.

ფინანსები - ზოგიერთს კონფიდენციალური ინფორმაცია ჩაუვარდება ხელში. კოლეგებს გაუზიარეთ ცოდნა.

ჯანმრთელობა - გაიუმჯობესეთ ძილისა და კვების რეჟიმი. აგრეთვე, ხშირად დაისვენეთ.

თხის რქა

სიყვარული - საყვარელ ადამიანთან ერთად დაესწარით კულტურულ ღონისძიებას, წვეულებას. მან თქვენ გვერდით თავი კომფორტულად უნდა იგრძნოს. თუმცა, დაქორწინებას ნუ იჩქარებთ.

ფინანსები - ჭკვიან კოლეგებთან იმეგობრეთ. კარგი კვირა ელით სარესტრონო და სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლებს.

ჯანმრთელობა - დღეში 15-20 წუთი მაინც ივარჯიშეთ. მოუფრთხილდით ხერხემალს; კარგია მასაჟი.

მერწყული

სიყვარული - იყავით საინტერესო და მიმზიდველი პარტნიორისთვის. თუ საყვარელ ადამიანთან გულწრფელი იქნებით, ის დაგეხმარებათ და გვერდში დაგიდგებათ.

ფინანსები - ინფორმაციის მიღების, პროფესიონალურად განვითარების კვირაა. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. კარგ შედეგს მოგიტანთ ჯგუფში მუშაობა.

ჯანმრთელობა - ენერგიის ნაკლებობას განიცდით. ძილისა და დასვენებისთვის გამონახეთ დრო.

თევზები

სიყვარული - იყავით ბავშვივით ბედნიერი და დატკბით საყვარელ ადამიანთან ურთიერთობით.

ფინანსები - შუა კვირაში დაიწყეთ სარეკლამი აქციები. კარგი კვირაა მივლინებისთვის. მოერიდეთ საკადრო ცვლილებებს.

ჯანმრთელობა - ეცადეთ, მელანქოლიამ სურვილების განხორციელებაში არ შეგიშალოთ ხელი. გაზარდეთ ფიზიკური აქტიურობა. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?