კურო
სიყვარული - ისწავლეთ სილამაზის დანახვა ყველაფერში და კომპლიმენტები უთხარით ყველას. ეცადეთ, შინაგანადაც და გარეგნულადაც (თუ კულინარიულ ნიჭს გამოიყენებთ, მით უკეთესი) მომხიბვლელი იყოთ საყვარელი ადამიანისთვის.
ფინანსები და კარიერა - ამ კვირაში იურიდიული მხარდაჭერით შეძლებთ ძველი კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას. შუა კვირაში კლიენტები გააქტიურდებიან.
ჯანმრთელობა - სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას. ნუ გადაიტვირთავთ თავს, ტკივილები რომ არ დაგეწყოთ.
ტყუპი
სიყვარული - თუ ხვდებით, რომ ურთიერთობა მოსაწყენი გახდა და სექსიც კი არ განიჭებთ სიხარულს. გაიხალისეთ ყოველდღიურობა, თქვენი ყოველი დღე კინოპრემიერას უნდა ჰგავდეს.
ფინანსები და კარიერა - თუ უძრავი ქონების ან მიწის ნაკვეთის შეძენას აპირებთ, წარმატება გელით. გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან: ზოგი დააწინაურეთ, ზოგსაც ახალი დავალებები მიეცით.
ჯანმრთელობა - თუ მავნე ნივთიერებებთან გიწევთ მუშაობა გაუფრთხილდით ცხვირს. ზომიერი ვარჯიში გმართებთ ყოველდღე.
კირჩხიბი
სიყვარული - დღეს იგრძნობთ, რომ კონკურენციამ მოიმატა და საყვარელი ადამიანის გულის დასაპყრობად მეტად უნდა გააქტიურდეთ. აგრეთვე მიხვდებით, რომ სექსი და სიყვარული სხვადასხვა ცნებაა.
ფინანსები და კარიერა - ყოველდღიური საქმეები მოსაწყენი და მომაბეზრებელია. გადახედეთ დოკუმენტებს. მოსალოდნელია საკადრო ცვლილება. ზოგიერთი ახალ თანამშრომელებს მიიღებს.
ჯანმრთელობა - დადებით შედეგს მოგიტანთ ბალახების აბაზანები. მეტად გაფრთხილდით, ტრავმული კვირაა.
ლომი
სიყვარული - მიმოწერასა და სატელეფონო საუბრებს რეალური ურთიერთობა ამჯობინეთ. ცოცხალ ემოციებს და რეაქციებს უნდა დააკვირდეთ. გემრიელი კერძები დააგემოვნეთ და შოპინგზეც ერთად წადით.
ფინანსები და კარიერა - შეადინეთ ხელშეკრულებებისა და გასავლის დოკუმენტები. რჩევა კომპეტენტურ ნაცნობებს ჰკითხეთ. ყველა საქმე პარასკევს უნდა დაასრულოთ, რათა უქმეები აგარაკზე გაატაროთ.
ჯანმრთელობა - გადაღლილობისა და გამოუძინელობის გამო უგუნებოდ ხშირად იგრძნობთ თავს.
ქალწული
სიყვარული - ურთიერთობის გასაუმჯობესებლად მეტად უნდა გამოვლინოთ ინიციატივა. რომანტიკულობა და მზრუნველობა საუკეთესო ხერხია საყვარელი ადამიანის გულის დასაპყრობად.
ფინანსები და კარიერა - კვირის დასაწყისში მარტივად გაუმკლავდებით რთულ დავალებებსაც კი. შუა კვირაში კლიენტებისგან შეკვეთები მოიმატებს. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების შესრულებას. შეაკეთეთ გაფუჭებული ნივთები.
ჯანმრთელობა - ივარჯიშეთ ხერხემლის გასაკაჟებლად. თუ ექიმის მითითებებს არ შეასრულებთ კარგად ვერ გახდებით.
სასწორი
სიყვარული - თუ მარტოობა არ გსურთ, ზოგიერთ დეტალს ყურადღება არ უნდა მიაქციოთ. შეიყვარეთ თქვენი თავი ისეთი, როგორიც ხართ და ასეთად მოაწონეთ თავი ახალგაცნობილს.
ფინანსები და კარიერა - ორშაბათს ჩამოწერეთ კვირის პრიორიტეტული საქმეები. კარგი პერიოდია ხელშეკრულებების გასაფორმებლად და ახალი კლიენტების მისაღებად. მოგებას მოგიტანთ ოჯახური ბიზნესი. კარგი კვირა ელით ფერმერ, მშენებელ და ხელოსან ნიშნებს.
ჯანმრთელობა - ექიმმა კვალიფიციური დახმარებაც უნდა გაგიწიოთ და მზრუნველიც უნდა იყოს.
მორიელი
სიყვარული - თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა სიამოვნებას აღარ განიჭებთ, რაღაც უნდა მოიმოქმედოთ. მეტად გამოავლინეთ თქვენი სექსუალურობა და კულინარიული ტალანტი.
ფინანსები და კარიერა - გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ზოგიერთი სარფიან ხელშეკრულებას გააფორმებს. მივლინება თქვენთვის სასიკეთოდ დასრულდება.
ჯანმრთელობა - სტრესისა და გადაღლილობის გამო სისუსტეს იგრძნობთ. შეიძლება სიცხემაც აგიწიოთ. გაუფრთხილდით ყურებს.
მშვილდოსანი
სიყვარული - საქმიანი შეხვედრების მსგავსად დაგეგმეთ პაემანი, საჩუქრები, კომპლიმენტები. ამ კვირაში საყვარელ ადამიანთან ერთად გელით სეირნობა და ეგზოტიკური კერძების დაგემოვნება.
ფინანსები და კარიერა - ყველა ინფორმაციასა და დოკუმენტზე მიგიწვდებათ ხელი. კარგად შეისწავლეთ დოკუმენტაცია. დააკვირდით დეტალებს. კვირის მეორე ნახევარში გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.
ჯანმრთელობა - ზომიერება გმართებთ, როცა საქმე ალკოჰოლსა და სხვა მავნე ნივთიერებებს შეეხება. მოერიდეთ არაკვალიფიკაციურ მედიკოსთან მკურნალობას.
თხის რქა
სიყვარული - მარტოობა ისე მოგაბეზრებთ თავს, რომ რომანტიკული ნაცნობობისთვისაც მოიცლით. დროა, მიხვდეთ, რომ ამ ცხოვრებაში მხოლოდ მუშაობა არაა მთავარი. დაქორწინებულებმა მეტი რომანტიკული თავგადასავალი უნდა დაგეგმოთ ერთად.
ფინანსები და კარიერა - შუა კვირიდან აქტიურობა მომატებს და დაგროვილ საქმებს მარტივად გაუმკლავდებით. შეიძლება გამოგიჩნდეთ სანდო ინფორმატორი ან შემოსავლის დამატებითი წყარო.
ჯანმრთელობა - აკონტროლეთ სითხის მიღების რაოდენობა. დილაობით ივარჯიშეთ, ხშირად იფიქრეთ პოზიტიურზე და ჯანმრთელობის მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ.
მერწყული
სიყვარული - მეტად რომანტიკული უნდა იყოთ, ეცადეთ, საღამოები მაინც გაატაროთ ერთად. ორნი უნდა იყოთ და არა მეგობრების გარემოცვაში.
ფინანსები და კარიერა - ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია - ამ გამონათქვამის სისწორეში ამ კვირაში დარწმუნდებით. შეიძლება გამოჩნდნენ ძველი კლიენტები, აღადგინოთ ძველი ხელშეკრულებები ან მიუბრუნდეთ დაუსრულებელ საქმეებს.
ჯანმრთელობა - აკონტროლეთ ძილისა და კვების რეჟიმი. შეეხმიანეთ სტომატოლოგს და მოიწესრიგეთ პირის ღრუ.
თევზები
სიყვარული - ყველას აქვს ბედნიერების უფლება, მაგრამ ეცადეთ, რომ საკუთარი ბედნიერება სხვის უბედურებაზე არ ააგოთ. იყავით მზრუნველი, მაგრამ ნუ იქნებით მომაბეზრებელი.
ფინანსები და კარიერა - საქმეების უკეთ საწარმოებლად თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისება მოგიწევთ. ეცადეთ, გვერდით გამოცდილი და სანდო პარტნიორ გაყავდეთ, მარტოს მოქმედება გაგიჭირდებათ.
ჯანმრთელობა - მიუხედავად იმისა, რომ წყალი თქვენი სტიქია, მაინც ზომიერება უნდა დაიცვათ მასთან კონტაქტისას.