2015 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

2015 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

არაერთი ვნებათაღელვა, კონფლიქტი თუ ქაოსური სიტუაცია მოიტანა როგორც ლოკალური, ისე გლობალური მასშტაბით შედარებით უფრო მშვიდი, პოზიტიური და დადებითი ძვრებით ხასიათდება.

როგორც ასტროლოგები ვარაუდობენ, 2015 წლის მანძილზე ძირითადი პლანეტარული განლაგება ისეთია, რომ ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება დადგეს წინსვლის, შენების, ურთიერთობების დათბობა-გამოსწორების პერიოდი. ცხვრის წელი, პოლიტიკურ-ეკონომიკური კუთხითაც ერთობ დადებით ძვრებს მოიტანს.

ინფორმაციას კი, როგორი იქნება დამდეგი წელიწადი კონკრეტულად ცალკეული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის სტატიაში გაეცნობით:

ვერძი

2015 წელს ვერძის მმართველი პლანეტა მარსის დადებითი კომბინაციები ფიქსირდება. აქედან გამომდინარე, ბევრი ვერძის ცხოვრებაში წარსულის პრობლემები სამუდამოდ მოგვარდება. მთავარი ამ კუთხით ისაა, რომ ვერძმა ის შეცდომები არ გაიმეოროს, რომელმაც წინა წელს ფინანსური და პროფესიული პრობლემების წინაშე დააყენა. სასურველია მაქსიმალური ობიექტურობით შეაფასოთ საკუთარი ძალები და მხოლოდ ისეთ საქმეებს შეეჭიდოთ, რომლის განხორციელებაზეც დარწმუნებული ხართ რომ ძალა გეყოფათ.

კურო

ცხვრის წელს კუროების ცხოვრებაში, გარკვეული რისკის და პრინციპული ქმედებების აუცილებლობა მოაქვს. თუმცა, სასურველია გაზაფხულის პერიოდში თავი შეიკაოთ კარდინალური ცვლილებებისგნა, მით უმეტეს თუ ეს ეხება საცხოვრებლის ან სამსახურის ცვლილებას. ზაფხულიდან გაცილებით უკეთესი პერიოდი დგება ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად, შემოდგომაზე კი შანსები გაჩნდება მნიშვნელოვანი პროფესიული წინსვლისთვის.

ტყუპი

დამდეგი ცხვრის წელი, ტყუპის უმეტესობას მოუტანს აუცილებლობას ბევრი რამის მიმართ შეცვალონ დამოკიდებულება. იქნება ეს პროფესიული სფერო, თუ პირადი ცხოვრება. ახლებურ მიდგომას მათთვის მნიშვნელოვანი ძვრების მოტანა შეუძლია. წლის მეორე ნახევარში შესაძლოა გაურკვეველმა სიტუაციებმა და რთულად გადასაწყვეტმა პრობლემებმა დაგახვიონ თავბრუ. ასეთ დროს აუცილებელია რჩევა თქვენზე ასაკით უფროს მეგობარს ან გამოცდილების მქონე კოლეგებს ჰკითხოთ. ასე გაცილებით გაგიმარტივდებათ სწორი გადაწყვეტილების მიღება.

კირჩხიბი

ცხვრის წელიწადი კირჩხიბთა უმრავლესობას საკმაოდ მშვიდ და სტაბილურ პერიოდს ჰპირდება. მთვარე, რომელიც კირჩხიბის ზოდიაქოს მართავს ემთხვევა ე.წ. "ინურ (ქალურ) ენერგეტიკას", რომელიც ცხვრის წელს შეესაბამება. ამ წელს, თქვენი ინტუიცია არაჩვეულებრივად მუშაობს ძვირფასო კირჩხიბებო. რის ხარჯზეც არაერთ რთულ სიტუაციას აირიდებთ თავიდან. მოიმატებს გამბედაობაც, შესაბამისად, წლის მეორე ნახევარში (კერძოდ ივნის-ივლისის პერიოდში) კარიერულ წინსვლასაც უნდა ელოდოთ.

ლომი

ლომების უმრავლესობისთვის 2015 წელს სიმსუბუქე, ფლირტისა და გართობის მოთხოვნილება მოაქვს. დიახაც, გასულ წელთან შედარებით რომელიც ერთობ რთული იყო ლომისთვის მან ეს "ზურგის ქარი" ნამდვილად დაიმსახურა. ბევრი ლომის ცხოვრებაში 2015 წელი ახალი რომანტიკულ თავგადასავლებს მოიტანს. წლის მეორე ნახევრიდან კი სამსახურეობრივ სფეროში გაცილებით მარტივი გზებით და უმტკივნეულოდ მოხერხდება ფინანსურ/ბიუროკრატიული საკითხების მოგვარება. გარშემო მყოფები მზად იქნებიან თქვენი გასაკეთებელი საქმეები აიღონ თავზე.

ქალწული

მიუხედავად იმისა, რომ წლის პირველი ნახევარი ქალწულთა უმრავლესობისთვის გარკვეული ხლაფორთებითა და ბიუროკრატიული სირთულეებით დაიწყება, უკვე ზაფხულიდან სიტუაცია ნელ-ნელა დაიწყებს დასტაბილურებას. უფრო მეტიც, ზაფხულიდან შესაძლებელი გახდება რაიმე სახის, საკმაოდ სოლიდური შენაძენის გაკეთება (ბინა, მანქანა, აგარაკი) ან სერიოზული ფინანსური გარიგებების წარმოება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მარტომ უნდა აწარმოოთ, ყოველგვარი შუამავლების გარეშე.

სასწორი

2015 წელს ძალიან ბევრ სასწორს მიეცემა შესაძლებლობა, მათთვის ესოდენ საჭირო და რთულად მოსაპოვებელ ფსიქოლოგიური წონასწორობის მდგომარეობას მიაღწიოს. თუმცა სანამ უშუალოდ დადგება ეს მომენტი, წლის პირველ ნახევარში სასწორს არაერთი მოულოდნელობის გადალახვა მოუწევს. სიტუაცია შესაძლოა ტალღის ქიმზე ყოფნას შევადაროთ, სადაც არავინ იცის როდის დავეშვებით ფსკერზე ან ავიტყორცნებით ზენიტისკენ. სწორედ ამ პერიოდის გავლის შემდგომ მოხდება სასწორის ცხოვრებაში ნანატრი სიმშვიდის დადგომა. თუმცა რთული გამოცდილება ბევრ მათგანს აიძულებს გაცილებით უფრო ამტანი და ძლიერი გახდეს.

მორიელი

მორიელების დიდი ნაწილი, განვლილ წელთან შედარებით ბევრი კუთხით იგრძნობს შვებას და გაუმჯობესებას. თუმცა თხა, რომელიც ინური ენეგრიით ხასიათდება, წინააღმდეგობაში მოდის მორიელის აგრესიულ ხასიათთან. შესაბამისად, ნებისმიერ მორიელს უნდა ახსოვდეს რომ 2015 წლის მანძილზე, აგრესია და შურისძიების იოტისოდენი სურვილიც კი მისსავე წინააღმდეგ იქნება მომართული, თანაც უმოკლეს დროში. იყავით ლოიალური, მშვიდი და დამთმობი თუკი გსურთ, რომ დამდეგმა თხის წელმა მაქსიმალური წინსვლის პერსპექტივა მოგიტანოთ.

მშვილდოსანი

თხის წელიწადი ბევრი მშვილდოსნის ცხოვრებაში დააყენებს დღის წესრიგში არაერთ პრობლემატურ საკითხს. ამასთან ერთად, უკვე ზაფხულის პერიოდიდან მშვილდოსნებს მოუხდებათ საკუთარ ხასიათში ისეთი თვისებების გაკონტროლება როგორიცაა: ზედაპირულობა, იმპულსურობა, სხვისი რჩევების მიუღებლობა და გადამეტებული ოპტიმიზმი. თხა მშვილდოსნისგან სტაბილურობას და მეტ მდგრადობას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში მშვილდოსანი არაერთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება, რომელიც მოიცავს როგორც პირად ურთიერთობებს ისე პროფესიულ სფეროს.

თხის რქა

2015 წელი თხის რქათა უმეტესობას, აიძულებს ოდნავ მაინც შეარბილოს მათთვის დამახასიათებელი "რკინის ლოგიკა" და პრინციპული დამოკიდებულება ცხოვრებისადმი. თუმცა ეს პირიქით წაადგება თხის რქას ყოველდღიურობაში. ასტროლოგები ურჩევენ თხის რქებს, დამდეგი წელი საყვარელ ადამიანებთან მეტი კონტაქტისთვის გამოიყენონ. ეს ის წელია, როცა რეალურად შეძლებთ დაალაგოთ აქამდე დაძაბული ურთიერთობები ოჯახის წევრებთან ან იპოვნოთ თქვენი ნამდვილი მეორე ნახევარი. ნაკლებად მიაქციეთ ყურადღება წვრილმანებს და თქვენთვის დამახასიათებელ სკეპტიციზმზეც უარი თქვით ამ წელს. ეს ის პერიოდია, როცა საშუალება გაქვთ ცხოვრებას ვარდისფერი სათვალეებით შეხედოთ.

მერწყული

2015 წელი მერწყულთა უმეტესობისთვის შესაძლოა გარკვეული ბარიერების გადალახვის წელი იყოს. თხა, რომელიც ბუნებით სტაბილურობის მოყვარულია არ სცემს პატივს მერწყულისთვის დამახასიათებელ სპონტანურობას და გადამეტებულ ცვალებადობას. ამიტომ მერწყულს მოუხდება საკუთარ თავს მუყაითი შრომა და საზოგადოებაში მიღებულ წესებთან შეგუება აიძულოს. სამაგიეროდ, წლის მეორე ნახევარში, იგი პირად ცხოვრებაში მომხდარი სასიამოვნო ძვრებით დაჯილდოვდება.

თევზები

2015 წლის ენერგოვიბრაცია, რომელიც ქალურ ანუ "ინურ" ენერგეტიკას შეესაბამება, საკმაოდ ჰარმონიულ და წარმატებულ წელიწადს ჰპირდება თევზების ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს. ძალიან ბევრი თევზის ცხოვრებაში გაჩნდება რეალური შანსები საიმისოდ, რომ კარიერაში მნიშვნელოვანი ნახტომი გაკეთდეს. გარდა ამისა, მათ შეიძლება იპოვონ გავლენიანი მფარველები, როგორც პროფესიული ისე სასიყვარულო/პარტნიორული კუთხით. რომელიც მომდევნო წლების მანძილზე გაცილებით უფრო ახლო და თბილ ურთიერთობებში გადაიზრდება.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?