"გადაღლილებს" არ გვაწყენდა წლის ჯანმრთელობის პროგნოზს გავცნობოდით... სხვა თუ არაფერი, ჯანმრთელობის გარეშე ადამიანს არც არაფერი უხარია, რაც არ უნდა იღბალი დაებედოს დამდეგ 2015 წელს. ასე რომ, წაიკითხეთ, ჩაინიშნეთ, გაითვალისწინეთ:
ვერძი
წლის მანძილზე ენერგეტიკა იკლებს. საქმე ბევრია, თქვენ კი ყველაფრის ერთად კეთება და მოსწრება გინდათ.
რთული პერიოდებია: იანვრის შუა რიცხვებიდან თებერვლის ბოლომდე. ივნისი-ივლისის პერიოდი და სექტემბერ-ნოემბერი.
კურო
კარგი პერიოდი მოდის საკუთარი ჯანმრთელობის გასაკაჟებლად. შესაძლოა, სპორტმაც გაგიტაცოთ და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას მიჰყოთ ხელი.
რთული პერიოდებია: თებერვალი-მარტის ბოლო. ივნისის ბოლოდან აგვისტომდე. და ნოემბრის შუა რიცხვებიდან დეკემბრის ბოლომდე.
ტყუპი
ფაქტობრივად მთელი წლის მანძილზე, "კაჟივით" ჯანმრთელი და ენერგიით სავსე იქნებით. თუმცა, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო ხომ გაგიგონიათ, ამიტომ კვების და ძილის რეჟიმის ზედმეტად არევას არ გირჩევენ ასტროლოგები.
რთული პერიოდებია: აპრილის დასაწყისი მაისის შუა რიცხვებამდე. მთელი აგვისტო სექტემბრის ბოლომდე.
კირჩიხიბი
წლის მანძილზე იმ დაავადებების პროფილაქტიკას მიაქციეთ ყურადღება, რომელთა მკურნალობაც გასული წლების მანძილზე დროის უქონლობის გამო ბოლომდე ვერ მიიყვანეთ ან უბრალოდ დაგეზრათ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია გართულებები!
რთული პერიოდებია: მაისის შუა რიცხვებიდან ივნისის ბოლომდე. სექტემბრის დასაწყისიდან ნოემბრის დასაწყისამდე. დეკემბერი მთლიანად.
ლომი
წლის მანძილზე შესანიშნავია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რისი მიზეზიც შინაგანი განწყობა და ოპტიმისტური ხედვაა ცხოვრების მიმართ. თუმცა, სხვადასხვა ტიპის ვირუსული ინფექციებისგან აჯობებს თავი მაინც დაიცვათ.
რთული პერიოდებია: იანვრის შუა რიცხვებიდან თებერვლის ბოლომდე. ივნისის ბოლოდან აგვისტოს დასაწყისამდე. ნოემბრის შუა რიცხვებიდან დეკემბრის შუა რიცხვებამდე.
ქალწული
ზაფხულის პერიოდამდე თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა ხშირად გახდეს შფოთისა და ნერვიულობის მიზეზი არამხოლოდ თქვენთვის, არამედ გარშემო მყოფებისთვისაც. მიზეზი გაზვიადებული წარმოსახვაა. რეალურად "როგორც ქუხს ისე არ წვიმს".
რთული პერიოდებია: იანვრის პირველი რიცხვებიდან თებერვლის ბოლომდე. მარტის ბოლოდან აპრილის შუამდე. აგვისტოს დასაწყისიდან სექტემბრის ბოლომდე.
სასწორი
მთელი წლის მანძილზე თქვენი ჯანმრთლობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იქება. მეტიც, თუკი აქამდე რაიმე ტიპის ქრონიკული დაავადება გაწუხებდათ შესაძლოა გამოჯანმრთელების გზაზე დაგაყენოთ დამდეგმა წელმა.
რთული პერიოდებია: იანვრის ბოლოდან თებერვლის ბოლომდე. აპრილის დასაწყისიდან მაისის შუა რიცხვებამდე. სექტემბრის ბოლოდან ნოემბრის დასაწყისამდე.
მორიელი
წლის დასაწყისში თავს თუ მძაფრი ემოციებით ზედმეტად არ გადაიტვირთავთ, მთელი წლის განმავლობაში თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე არანაირად არ ემუქრება.
რთული პერიოდებია: თებერვლის ბოლოდან მარტის ბოლომდე. მაისის შუა რიცხვებიდან ივნისის ბოლომდე. ნოემბრის დასაწყისიდან დეკემბრის ბოლომდე.
მშვილდოსანი
არცთუ მარტივი წელი გელოდებათ წინ, როგორც ჯანმრთელობის ისე შინაგანი მდგომარეობის მხრივ. სასურველია, თქვენთვის დამახასიათებელ ზედაპირულობას მოეშვათ და ნებისმიერი პრობლემის (თუნდაც ჯანმრთელობის) სიღრმისეულად მოგვარებას შეუდგეთ.
რთული პერიოდებია: იანვრის დასაწყისიდან თებერვლის პირველ ნახევრამდე. აპრილის შუიდან ივნისის ბოლომდე. ივლისის ბოლოდან აგვისტოს შუამდე.
თხის რქა
წლის მანძილზე უმნიშვნელო გართულებებია მხოლოდ მოსალოდნელი ჯანმრთელობის კუთხით. ყურადღება მიაქციეთ კვებისა და დასვენების საკითხს. ნუ გადაიტვირთებით სამსახურში.
რთული პერიოდებია: იანვრის შუიდან თებერვლის ბოლომდე. მაისის დასაწყისიდან ივნისის ბოლომდე. აგვისტოს შუიდან სექტემბრის ბოლომდე.
მერწყული
ერთიანობაში კარგი წელი გელით და ჯანმრთელობის პრობლემები თუკი მაინც წარმოიქმნება თქვენ ცხოვრებაში, მხოლოდ და მხოლოდ თქვენივე დაუდევრობას უნდა დააბრალოთ. ყურადღებით მოეკიდეთ უმნიშვნელო ვირუსსაც კი.
რთული პერიოდებია: თებერვლის ბოლოდან მარტის ბოლომდე. ივნისის ბოლოდან აგვისტოს დასაწყისამდე. სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის შუამდე.
თევზები
ასტროლოგები გირჩევენ, წლის დასაწყისში პროფილაქტიკური მკურნალობა და გამოკვლევები ჩაიტაროთ სამომავლო პრობლემების თავიდან ასაცილებლად. ემოციური სიმშვიდე უმთავრესი საწინდარია თქვენი ჯანმრთელობის 2015 წელს.
რთული პერიოდებია: აპრილის დასაწყისიდან მაისის შუამდე. აგვისტოს დასაწყისიდან სექტემბრის ბოლომდე. ნოემბერი მთლიანად.