მაიმუნის წელი თებერვალში დადგება, მანამდე გაქვთ დრო, მოკლე ასტროლოგიურ პროგნოზს გაეცნოთ და სასურველი თილისმაც შეირჩიოთ.
მაიმუნი
განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მოგეთხოვებათ. ფორტუნა თქვენ მიმართ ხშირად ჭირვეული იქნება, მაგრამ არაერთხელ გაგიმართლებთ. დაიცავით საკუთარი ინტერესები. ოჯახში მატება გელით. თილისმად გამოიყენეთ სპილენძის სამაჯური.
მამალი
დინამიკური წელი გელით. გაგიუმჯობესდებათ პირადი ურთიერთობები და სასამხურებრივი საქმეები. განსაკუთრებული შრომა მოგიწევთ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. წლის მფარველად მოგევლინებათ ოქროსა და სპილენძის სამკაული.
ძაღლი
მეტად ჩაერთვებით საზოგადოებრივ ცხოვრებაში. არ გაწყვიტოთ კავშირი მეგობრებთან. კარგი წელია მოგზაურობისთვის, სწავლისთვის. თილისმად შეარჩიეთ ბრინჯაოს და თითბერის ნაკეთობა.
ტახი
სასურველის მისაღწევად შრომა მოგიწევთ. თუ მოინდომებთ, მატერიალური მდგომარეობაც გაგიუმჯობესდებათ. თუმცა, მხოლოდ ფულზე ნუ იფიქრებთ, სულიერ განვითარებაზეც იფიქრეთ. თქვენთვის წლის საუკეთესო თილისმაა ბრინჯაოს ან თითბერის ზანზალაკი.