2018 წლის დეტალური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2018 წლის დეტალური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

სხვადასხვა ტიპის მოვლენებს ჰპირდება. თუ როგორი იქნება დამდეგი წელიწადი კონკრეტულად თქვენთვის გაეცანით სტატიაში:

ვერძი

ძაღლის წელი თქვენთვის კარდინალური ცვლილებების წელი იქნება. ეს იქნება თავისებური ზღვარი წარსულსა და მომავლს შორის. ცვლილებები კი აუცილებლად უკეთესობისკენ იქნება.

ბიზნესი და კარიერა

მთელი წლის მანძილზე აუცილებლად გაანალიზებთ, რომ წინსვლა გარდაუვალია. ბევრი ვერძი ამ წელს სამსახურს შეიცვლის ან სულაც საკუთარ ბიზნესს გააფართოებს. თუმცა, საამისოდ აუცილებლად დაგჭირდებთ კარგი ბაზა და მოგიწევთ ბევრი ისწავლოთ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად.

ფინანსები

ფული შესაძლოა სპონსორების მეშვეობით მოიზიდოთ. არ არის გამორიცხული იპოვოთ მეწილეები ბიზნესში. ზოგიერთ ვერძს ოჯახის წევრები და ნათესავებიც დაეხმარებიან ფინანსურად.

სიყვარული

სასიყვარულო ფრონტზე ივლისის თვემდე სიმშვიდეს უნდა ველოდოთ. შესაძლოა ახალი რომანების წამოწყებაც მარტოხელებისთვის. ივლისიდან სექტემბრამდე კი თქვენი ურთიერთობები, როგოც პარტნიორული ისე სასიყვარულო აუცილებლად გაივლის გამოცდას.

კურო

როგორც იქნა დადგა დრო, რომ შეიძინოთ მეგობრები და თქვენი ცხოვრება გაცილებით უფრო სოციალური გახადოთ. 2018 წელი თქვენთვის აქტიური კომუნიკაციის და მეგობრების წელი იქნება.

ბიზნესი და კარიერა

მიმდინარე წელს შესაძლებელია მაღალჩინოსნებისა და თანამდებობით თქვენზე მაღლა მდგომების იმედი იქონიეთ კარიერაში. გამორიცხული არ არის, ძველბიზნეს პარტნიორებთანაც განაახლოთ ურთიერთობა ან ახალი საქმე წამოიწყოთ ისევ და ისევ მეგობრებთან ერთად.

ფინანსები

ასტროლოგები გირჩევენ ამ წელს იურიდიულად გააფორმოთ ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ფულს და გადასახადებს ეხება. წლის მანძილზე დიდ შემოსავლებს არ უნდა ელოდოთ. თუმცა, ყველაზე მეტი სიფრთხილე ფულთან მიმართებაში წლის ბოლოს იქნება გამოსაჩენი თქვენი მხრიდან.

სიყვარული

წელიწადი იდეალური აღმოჩნდება პარტნიორული კუთხით. შესაძლებელია ახალ სიყვარულს შეხვდეთ ან ძველ პარტნიორთან განაახლოთ ურთიერთობა. სასიყვარულო კავშირები შესაძლოა მეგობრულ საფუძველზე დაიწყოს. დაოჯახებულ კუროებს კი არაერთი, მშვიდი და ჰარმონიული წუთის გატარება ელით თავიანთ მეორე ნახევრებთან.

ტყუპი

ერთ-ერთი აქტიური წელიწადი მოდის თქვენთვის კარიერული და ფინანსური კუთხით. თუმცა, შესაძლოა პირად ცხოვრებაში წარმოიქმნას გარკვეული სირთულეები ან მოგიწიოთ ამ საკითხების სამომავლოდ გადადება.

ბიზნესი და კარიერა

წლის პირველი ნახევარი უზომოდ პროდუქტიული, აქტიური და წარმატებული იქნება. ტყუპის დიდი ნაწილი მოახერხებს ამ პერიოდში დამსახურებული წინსვლის მოპოვებას კარიერულ სარბიელზე. შესაძლებელია დაწინაურებასაც გამოჰკრათ ხელი. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიური თებერვალ-მარტის პერიოდი იქნება.

ფინანსები

შეიძლება ითქვას, რომ ფინანსური კუთხით მთელი წლის მანძილზე გიმართლებთ. ფული თუმც კი სტაბილურად, მაგრამ საშუალო შემოსავლებით გამომუშავდება. კოლოსალურ მოგებას ამ წელს არ უნდა ველოდოთ. სირთულეებს უნდა უფრთხილდეთ ნოემბერსა და აგვისტოში. რომელიც ძირითადად საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭების ალბათობას მოიტანს.

სიყვარული

სასიყვარულო ფრონტზე ტყუპის დიდ ნაწილს 2018 წელს ნაკლებად ელის თავბრუდამხვევი რომანები ან ვნებათაღელვა. ოჯახური ცხოვრება უკვე დაქორწინებულების შემთხვევაში მშვიდად მიედინება. ერთადერთი გამონაკლისი ის ტყუპი იქნებიან, ვინც წინააღმდეგი არ არის თავს უფლება მისცეს და გაბედოს სამსახურეობრივი რომანის წამოწყება.

კირჩხიბი

2018 წლის მთავარი მონაპოვარი - თავისუფლების შეგრძნება იქნება. თქვენთვის მრავალმხრივი შესაძლებლობები ჩნდება როგორც პირად, ისე სასიყვარულო სპექტრში, რაც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.

ბიზნესი და კარიერა

კირჩხიბების დიდ ნაწილს საკუთარი საქმიანობის გაფართოების ან უკეთეს სამსახურში გადასვლის რეალური შესაძლებლობა მიეცემა ძაღლის წელიწადში. განსაკუთრებით მომგებიანია უცხოელებთან თანამშრომლობა, მოსალოდნელია არაერთი ვიზიტი უცხოეთში და ზოგადად ხშირი გადაადგილებები საქმიანი კუთხით.

ფინანსები

ფინანსური კუთხით 2018 წელი საკმაოდ წარმატებული იქნება. წლის დასაწყისსა და მიწურულში მოსალოდნელია მსხვილი კაპიტალდაბანდებები და შემოსავლის ზრდა. თუმცა ზაფხულის პერიოდში არსებობს იმის ალბათობა, რომ გაუთვალისწინებელი ხარჯების წინაშე აღმოჩნდეთ ბიზნესის ან ოჯახთან დაკავშირებული საქმეების გამო.

სიყვარული

სასიყვარულო ფრონტზე ამ წელს განსაკუთრებით უმართლებთ მარტოხელა კირჩხიბებს. მათ ცხოვრებაში რეალურად გამოჩნდება ადამიანი, ვისთანაც შესაძლებელია მსუბუქი ურთიერთობების წამოწყება, ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე. შესაძლოა რომანი უცხოელთან ან სხვა ქალაქში მცხოვრებ ადამიანთან. უკვე დაოჯახებულებს კი ურთიერთობების გამყარებაში ერთობლივი მოგზაურობა დაეხმარება.

ლომი

ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები 2018 წელს აქტიურები და ენერგიულები იქნებიან. უნდა გახსოვდეთ, რომ ძაღლის წელს თქვენთვის წინსვლის და კარდინალური ცვლილებების აუცილებლობა მოაქვს. თუმცა, რისკებიც დიდი იქნება.

ბიზნესი და კარიერა

წლის დასაწყისში წარმატება გელით პროფესიულ სარბიელზე, შესაძლოა მოიპოვოთ საყოველთაო აღიარება და პოპულარობა. თუმცა აუცილებელია სიფრთხილით მოეკიდოთ საეჭვო გარიგებებს და ცდუნებას მარტივი გზებით გახდეთ სიტუაციის ბატონ-პატრონი. არსებობს იმის ალბათობაც, რომ რისკმა არ გაამართლოს და ერთი შეხედვით პერსპექტიული საქმე წამგებიანი აღმოჩნდეს.

ფინანსები

ასტროლოგები გირჩევენ ამ წელს დიდი სიფრთხილითა და წინდახედულებით ხარჯოთ ფული. აუცილებელია ნაკლებად აჰყვეთ დიდი ფულის, იოლი გზებით შოვნის მაცდუნებელ წინადადებას, რომელიც წლის პირველ ნახევარში აუცილებლად იქნება.

სიყვარული

ლომების დიდ ნაწილს სასიყვარულო ფრონტზე 2018 წელს დიდი ვნებათაღელვა და დრამატული ისტორიები ელოდება. შესაძლოა უკვე არსებულ პარტნიორთან მოგიწიოთ ურთიერთობის გარკვევა ან წარსულში თითქოსდა დასრულებულმა ურთიერთობებმა შეგახსენოთ ერთობ დრამატულად თავი.

ქალწული

2018 წელი საბოლოოდ დაასრულებს თქვენს ცხოვრებაში ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე არსებულ რთულ პერიოდს და რეალურად დაინახავთ, რომ საკუთარი შრომის შედეგით კმაყოფილი იქნებით.

ბიზნესი და კარიერა

ძაღლის წელს ქალწულისთვის ფინანსური სტაბილურობა და სიმშვიდე მოაქვს. ყველა ის საქმე, რომელზეც წინა წელბში მუხლჩაუხრელად შრომობდით, ზუსტად რომ ამ წელს გამოიღებს ნაყოფს და რეალურად დაინახავთ უძილო ღამეების შედეგებს.

ფინანსები

წლის პირველი ნახევარი საკმაოდ მომგებიანია ფინანსური ოპერაციების კუთხით. ამ მხრივ მსუბუქი რისკიც არ გაგიფუჭებთ საქმეს. თუმცა, უკვე შემოდგომისკენ და წლის მიწურულს სასურველია ფინანსური მადა აკონტროლოთ და ნაკლებად შეეჭიდოთ ძვირიან პროექტებს.

სიყვარული

2018 წელს მთელი თქვენი ყურადღება პროფესიულ და ფინანსურ ზრდაზე იქნება მიპყრობილი. რამაც შესაძლოა მცირედი გაუგებრობა და წყენები გამოიწვიოს პირადი ცხოვრების კუთხით. ასტროლოგები გირჩევენ, რომ პერიოდულად მაინც გამონახოთ დრო საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი მხრიდან პრეტენზიები ძალიან გაგაღზიანებთ.

სასწორი

მუდმივად მერყევ სასწორებს 2018 წელს საკმაოდ გაუჭირდებათ. ეს ის წელია, როცა ერთპიროვნულად მოგიხდებათ ბევრ სფეროში გადაწყვეტილების მიღება. რაც თქვენნაირი ადამიანისთვის ერთობ რთული განსახორციელებელი იქნება.

ბიზნესი და კარიერა

სამსახურებრივი კუთხით 2018 წელს ყველაზე დიდი პროტეჟეობის გაწევა თქვენთვის მეგობრებს და გავლენიან სანაცნობოს შეუძლია. ამ წელს შესაძლოა ახალი და მნიშვნელოვანი მფარველიც გამოგიჩნდეთ კარიერულ კიბეზე. გამორიცხული არ არის სამსახურის ცვლილებაც, თუმცა ბევრს თუ იფიქრებთ და იყოყმანებთ სარფიანი შემოთავაზება ხელიდან გაგიფრინდებათ.

სიყვარული

მერყევი ხასიათი და მუდმივად აწონ-დაწონვის რეჟიმში ყოფნა სასიყვარულო ურთიერთობებსაც დაასვამს წლევანდელ წელს საკმაოდ სერიოზულ დაღს. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ თქვენი ყოყმანით თავმობეზრებული პარტნიორი, ერთ მშვენიერ დღესაც უბრალოდ აორთქლდეს. ხოლო მათ, ვინც უკვე იმყოფება ქორწინებაში, მოეთხოვება გაგებით მოეკიდოს მეორე ნახევრის პრეტენზიებს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მთლიანობაში ოჯახის სიმყარეს შეეხება.

მორიელი

მორიელის ნიშნით დაბადებულები წლევანდელი წლის სრულუფლებიან ფავორიტებად იგრძნობენ თავს. პლანეტების კეთილგანწყობა ამ წელს ყველა სფეროს შეეხება. მთავარია შანსები დროულად გამოიყენოთ.

ბიზნესი და კარიერა

საქმიანი კუთხით მორიელისთვის 2018 წელი ახალი მწვერვალების დაპყრობის პერიოდი იქნება. ეს ის წელიწადია, როცა რეალურად არის შესაძლებელი შეცვალოთ საკუთარ კარიერაში რამე უკეთესობისკენ. ასტროლოგები გირჩევენ, გამოიჩინოთ მიზანსწრაფულობა და მაქსიმალური პრინციპულობა დასახული მიზნების განხორციელებაში.

ფინანსები

წლის პირველ ნახევარში ფინანსური კუთხით მორიელების დიდ ნაწილს ფორტუნა უღიმის. აქედან გამომდინარე, გაუმჯობესდება შემოსავლები და გაადვილდება ნებისმიერი ტიპის, ფინანსური საქმიანობა - იქნება ეს ხელფასის მატების ტენდენცია თუ საკუთარი საქმე. კარგი პერიოდია უძრავი ქონების შესაძენად ან ფულის დასაბანდებლად.

სიყვარული

ძაღლის წელი მორიელს თავბრუდამხვევი სასიყვარულო ურთიერთობების მთელ კალეიდოსკოპს ჰპირდება. არ არის გამორიცხული, ბევრი მარტოხელა მორიელი ამ წელს საკუთარ პოტენციურ ქორწინების პარტნიორს შეხვდეს. ხოლო უკვე დაოჯახებულებს, ურთიერთობის გამყარების რეალური შანსი მიეცემათ მეორე ნახევართან.

მშვილდოსანი

გასული წელი ბევრი მშვილოდსნის ცხოვრებაში, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო და სირთულეებით სავსე იყო. ძაღლის წელს კი ამ ადამიანებისთვის სიტუაციის გამოსწორების რეალური პერსპექტივა მოაქვს, თუმცა ერთი პირობით - არ უნდა გადაუხვიონ საკუთარ პრინციპებს.

ბიზნესი და კარიერა

2018 წელი მშვილდოსნების დიდ ნაწილს, წარსულის პოპულარობის და ძალაუფლების დაბრუნებას პირდება. ეს ის პერიოდია, როცა შესაძლებელია დიდი ხნის წინ გაფუჭებული ან გაწყვეტილი საქმიანი კავშირების რეანიმირებსაც მიჰყოთ ხელი და ახალი საქმეები წამოიწყოთ ჩვეული ენთუზიაზმით. სამსახურში კოლეგებთან ურთიერთობების დალაგების შანსებს, წლის მეორე ნახევრიდან უნდა ველოდოთ.

ფინანსები

ფინანსური კუთხით ის შეზღუდვები და სირთულეები, რომელთაც 2017 წლის მანძილზე ჰქონდა ადგილი, ძაღლის წელში ნელ-ნელა იწყებს კლებას. თუმცა, ეს იმის მიზეზს არ გაძლევთ, რომ ფულს უყაირათოდ დაუწყოთ ხარჯვა. შემოდგომამდე სასურველია ეკონომიის გამოჩენა ნებისმიერი კუთხით. წლის მიწურულს კი აუცილებლად უნდა ელოდოთ მნიშვნელოვან ფინანსურ გაუმჯობესებას.

სიყვარული

თქვენი მუდმივად მაძიებელი ბუნება, ძაღლის წელშიც არ შეწყვეტს საკუთარი იდეალის საძებელად მუდმივ მოგზაურობას. ამიტომ ბევრი მშვილდოსნის ცხოვრებაში შესაძლოა ახალი რომანების ეპიცენტრად უცხოეთი ან მგზავრობის პერიოდი იქცეს. უკვე დაოჯახებულ წყვილებს კი არაჩვეულებრივი თავგადასავლები ელით, ისევ და ისევ მოგზაურობაში.

თხის რქა

თხის რქებისთვის ძაღლის წელიწადი საკმაოდ რთული და გამოწვევებით სავსე იქნება. თუმცა ბუნებით მებრძოლ და პრინციპულ თხის რქებს ეს ყველაფერი კიდევ უფრო გააძლიერებს.

ბიზნესი და კარიერა

პროფესიული კუთხით ყვითელი ძაღლის წელიწადი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გარდამტეხი იქნება თხის რქისთვის. ამ წელს შესაძლოა ბევრმა თქვენგანმა შეიცვალოს სამსახური, წამოიწყოს ახალი საქმე ან პროფესიულ სფეროში დაწინაურების რეალურ შანსებს გამოჰკრას ხელი. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ყველაფერი დიდი შრომისა და ემოციების ფასად დაგიჯდებათ.

ფინანსები

ფინანსური კუთხით 2018 წელი თქვენგან მეტ წინდახედულებასა და ეკონომიურობას ითხოვს. ეს კარგი პერიოდია არა ხარჯვის, არამედ ინვესტირების კუთხით. შესაბამისად, აჯობებს არსებული თანხების დარეზერვება რაიმე ტიპის მომგებიან საქმეში, სწავლასა და სტაჟირებაში.

სიყვარული

წლის მნიშვნელოვანი მოვლენები სასიყვარულო კუთხით, ძირითადად 2018 წლის პირველ ნახევარში განვითარდება. ბევრ თქვენგანს მოუწევს სერიოზულად მოეკიდოს აქამდე არსებულ ურთიერთობებს და ბოლოს და ბოლოს თვალი გაუსწოროს ვალდებულებებს, რომელსაც ეს კავშირი აკისრებს. უკვე დაოჯახებული თხის რქებისთვის კი პარტნიორთან დაკავშირებული სირთულეები, ერთგვარ გამოცდად იქცევა ცხოვრებაში.

მერწყული

ძაღლის წელი, ერთობ არათანმიმდევრული და ცვალებადი იქნება თქვენთვის. წლის პირველი ნახევარი მშვიდად ჩაივლის, მეორე ნახევრიდან კი თავად მოინდომებთ ცხოვრებაში თავგადასავლების მოძებნას.

ბიზნესი და კარიერა

სამსახურებრივი კუთხით წლის პირველ ნახევარში რუტინა და მშვიდი გარემო შენარჩუნდება. თუმცა შესაძლოა იყოს პროფესიულ სარბიელზე წვრილმანი სირთულეები, რაც ძირითადად კოლეგებთან ურთიერთობის დარეგულირების ხარჯზე იქნება მოგვარებადი. წლის მეორე ნახევრიდან კი მოსალოდნელია დამატებითი შემოსავლის წყაროზე დაფიქრდეთ ან სულაც დაწინაურება მოითხოვოთ სამსახურში.

ფინანსები

დაახლოებით ზაფხულის ბოლომდე შესაძლოა ფინანსური კუთხით საკუთარმა შემოსავლებმა სავსებით დაგაკმაყოფილოთ. თუმცა, უკვე შემოდგომიდან, დიდი ალბათობით რაღაც გრანდიოზული მიზანი გაგიჩნდებათ და ამ მიზნის ასასრულებლად მზად იქნებით დამატებითი შემოსავლის გამოსამუშავებლად. ეს ყველაფერი კი მნიშვნელოვნად გააფუჭებს თქვენს ურთიერთობებს გარშემო მყოფებთან.

სიყვარული

წლის ძირითადი ნაწილი მშვიდი და პროგნოზირებადი იქნება. თუმცა, ამ წლის მიწურულს უფრო მეტი შემოსავლის სურვილმა და დასახული მიზნების რადაც არ უნდა დაგიჯდეთ მიღწევის სურვილმა შესაძლოა საგრძნობლად გააფუჭოს თქვენი ურთიერთობები ქორწინების პარტნიორთან. ნუ მოიმიზეზებთ მოუცლელობას. მაქსიმალურად გამონახეთ დრო ოჯახისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგები ერთობ არასახარბიელო იქნება.

თევზები

ძაღლის წელი თევზების დიდ ნაწილს ახალ პერსპექტივებს ჰპირდება. თქვენ შეიძლება სრულიად ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოთ საკუთარ თავში და შესაბამისად, უკეთესობისკენ შეცვალოთ საკუთარი ცხოვრებაც.

ბიზნესი და კარიერა

2018 წელის მანძილზე შესაძლოა რუტინულმა სამსახურმა თავი იმდენად მოგაბეზროთ, რომ თუ მთლად სამსახურის ცვლილება არა მისი საყვარელი ჰობით გამრავალფეროვნებაზე მაინც დაიწყოთ ფიქრი. და ეს შესანიშნავი იდეაა! გამორიცხული არ არის ზემოხსენებული ჰობი სამომავლოდ სტაბილური ფინანსური შემოსავლის წყაროდაც კი იქცეს თქვენთვის.

ფინანსები

ძაღლის წელი უნიკალურ შესაძლებლობებს გაგიშლით თვალწინ, რომელთაგანაც ყველაზე კარგი შემოქმედებითი აქტივობით ფულის გამომუშავების შანსები იქნება. დრო დადგა საკუთარ ჰობის მეტი პატივისცემით მოეკიდოთ და თუნდაც მცირე, კერძო საქმიანობა წამოიწყოთ. გახსოვდეთ - ყველაფერი ის რაც სიყვარულით იქმნება, ასეთივე სიყვარულით იყიდება ხოლმე.

სიყვარული

წლის მანძილზე პარტნიორული ურთიერთობების კუთხით არაერთი სიურპრიზი გელით. შესაძლოა უკვე არსებულ პარტნიორში ისეთი თვისებები აღმოაჩინოთ, რაც რბილად რომ ვთქვათ, "თვალს მოგჭრით". თუმცა, თუკი ისე მოხდა, რომ ურთიერთობა განშორებით დაასრულეთ, ნუ იდარდებთ - ზაფხულის მეორე ნახევარში ვარსკვლავები ახალი სიყვარულის პოვნის შანსებს გიწინასწარმეტყველებენ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?