საქმე ისაა, რომ თუ არ გინდათ, თავს ბედნიერად ვერც იგრძნობთ. თქვენ ალბათ ახლა ფიქრობთ - არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ბედნიერება არ სურსო - და ძალიანაც ცდებით. რა გააკეთეთ ბოლოს იმისთვის, რომ თავი ბედნიერად გეგრძნოთ? ვერ იხსენებთ, არა? მაშინ, იქნებ მოქმედების დროა? ხშირად გაიხსენეთ რუსი მწერლის, ლევ ტოლსტოის სიტყვები ,,გინდა იყო ბედნიერი ? მაშ იყავი!“
წინა თვეში გამოავლინეთ შესაშური დამოუკიდებლობა - თქვენი ძლიერი მხარეების ჩამონათვალი კიდევ უფრო გამდიდრდა - მაგრამ ოქტომბერში მასაც გადააჭარბებთ. ერთ ღამეს, როცა საწოლში დაღლილი ჩაესვენებით და თვალებს დახუჭავთ, საკუთარ თავს ჰკითხავთ: ,,საიდან მაქვს ამდენი ძალა?!“
მართალია, ოქტომბერი ის თვეა, როცა ბუნება მიძინებას იწყებს, მაგრამ საყოველთაო ძილბურანში ჩათრევა თქვენს კარიერას ნამდვილად არ ემუქრება! ვარსკვლავები დაგიგეგმავენს სიტუაციებს, რომელიც თქვენს წისქვილზე დაასხამს წყალს.
ამ თვეში მიუბრუნდებით წარსულში დაწყებულ პროექტებს, რომელსაც ხორცი ვერ შეასხით. სიფრთხილე გმართებთ, რადგან შესაძლოა, იგივე შეცდომები დაუშვათ და პროექტი კვლავ წარუმატებელი აღმოჩნდეს.
ბიზნესმენი მორიელები ამ თვეში კამყოფილი იქნებიან თავიანთი მოგებით , მაგრამ თქვენ ნოემრბის მოგება უნდა ნახოთ! პლანეტები გამდიდრებაში დაგეხმარებიან! ერთადერთი, რასაც ვარსკვლავები ამ თვეში კატეგორიულად გიკრძალავენ - რისკია. დიახ-დიახ! ის რისკი, თქვენ რომ ასეოდენ გიზიდავთ. გაფრთხილებთ, ამჯერად ვა-ბანკი არ გაამართლებს!
მარტოხელა მორიელებს შეუძლიათ დატკბნენ თავიანთი თავისუფლებით: იარონ ღამის ნკლუბებში, შეზარხოშდნენ და გათენებამდე იცეკვონ. არავინ დაურეკავთ და შეაწუხებთ შეკითხვებით, თუ სად არიან და ვისთან ერთად. მსგავსი თავდავიწყება განტვირთვაში დაგეხმარებათ. გაიცნობთ ქალს ან მამაკაცს, მაგრამ - მაშინაც თუ ძალიან მოგეწონებათ - იცოდეთ, ეს ურთიერთობა მოკლევადიანი და უპერსპექტივო იქნება, ამიტომ დროს ნუ დაკარგავთ.
ის, რაც ამ თვეში ნამდვილად არ შეგაწუხებთ - ჯანმრთელობაა. მართალია სტრესი აბეზარი თაყვანისცმემელივით გამოგეკიდებათ და თავს არ დაგანებებთ, მაგრამ სიტუაციის დარეგულირებას შეძლებთ. თუ აღმოაჩენთ, რომ სტრესს სათანადოდ ვერ უმკლავდებით, ცუდი არ იქნება ფსიქოლოგთან ვიზიტი და ძილის წინ - ექიმის მიერ გამოწერილი - დამამშვიდებლის მიღება.
საუკეთესო დღეები: 2, 3, 10, 11, 20, 21, 29, 30.
სტრესული დღეები: 4, 5, 17, 18, 19, 25, 26, 31.