გამოავლენთ თავდაჯერებულობასა და შრომისმოყვარეობას. თქვენი სამოტივაციო ფრაზები, რომლებიც მეგობრებისა და კოლეგებისთვის არ დაგენანებათ, პოზიტივს შეიტანს ყველას ცხოვრებაში.
ამ თვეს თქვენში დაითრგუნება ყოველგვარი ეგოიზმი და მხოლოდ კოლექტიური კეთილდღეობისთვის იმოქმედებთ. თქვენი მიზანი იქნება ჰარმონია და ურთიერთგაგება დაამყაროთ ირგვლივ.
როგორც იქნა, იპოვით იმასაც, რასაც დიდხანს ეძებდით - შინაგან ბალანსს. მოახერხებთ ოსტატურდ შერწყათ გარე და შიდა სამყაროები. აღმოაჩენთ, რომ ისწავლეთ თავის გამოვლენაცა და დაცვაც, შეგიძლიათ, ადამიანებს დაანახოთ ვინ ხართ და რა მიზანი გამოძრავებთ.
ფინანსური კუთხით სასიამოვნო სიურპრიზი გელოდებათ!
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, პრობლემები არც პირად ფრონტზე შეგაწუხებთ. თითქმის მთელი ოქტომბერი ინავარდებთ ვნებასა და სიყვარულში. მაშინაც კი, როცა წლები გაატარეთ თქვენი პარტნიორის გვერდით, დაუოკებელ მიზიდულობას იგრძნობთ - თითქოს, პირველად ეხვევით და კოცნით... მისი სხეული ამოსახსნელი საიდუმლოა და უარს ვერ იტყვით ამ ეროტიკულ თავგადასავალზე.
თვის ბოლოს მიდრეკილი გახდებით ფილსოფიისა და ფსიქოლოგიისკენ.
საჭირო გახდება, როგორც ხავსი ლამაზი ბაღიდან, ისე მოიშოროთ შურიანი და ბოღმიანი ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია გწამლავენ, თქვენ კი თავაზიანობის ან საერთო მოგონებების გამო, მათთან ურთიერთობას არ წყვეტთ.
მართალია, ოქტომბერი ძალიან დაკავებული და დინამიკური თვე იქნება, მაგრამ ყველა დავალებას წარმატებით გაართმევთ თავს, ასევე დაასრულებთ ძველ პროექტებს. კარგი პერიოდია შემოქმედებითი წერისთვის, საჯარო გამოსვლისთვის, გამოცდების ჩასაბარებლად და ბიზნეს იდეების წარსადგენად.