საქმე ისაა, რომ თქვენი "სიყვარულისა და ვნების ღილაკი", როგორც იქნა, ჩაირთვება და ფერდაკარგულ ყოველდღიურობას გრძნობათა ქარიშხალი გამოაცოცხლებს. განცდების გამოხატვისას მოერიდეთ ორაზროვან ფრაზებს, ნათლად ახსენით რას გულისხმობთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაურკვევლობა გარდაუვალი იქნება, თქვენ კი ნამდვილად არ გინდათ, სადღესასწაულო ტორტის კუთვნილი ნაჭერი დაკარგოთ!
ურთიერთობაში მყოფი სასწორებისთვის ოქტომბერი რომატიკულ ფილმად იქცევა: მოწითალო-ნარინჯისფერი ფოთლების შრაშუნით სეირნობა, საყვარელ ადამიანთან ერთად, და კაბაშემოძარცვული ხეების თვალიერება; წვიმიან ამინდში თბილ სახლში შეყუჟვა და ფანჯრის რაფასთან არომატული ჩაით ტკბობა; ამოჩემებულ სიმღერებზე აბდაუბდა ცეკვა და ალერსი ჩაძინებამდე. გაგიმართლათ, რადგან თქვენი პარტნიორი ყველაფერს გააკეთებს თქვენთვის კომფორტის შესაქმნელად.
ცოტა ხნით რომანტიკას შეველიოთ და ყოფით საკითხებს დავუბრუნდეთ. გასათვალისწინებელია, რომ თუ სასწორს წარმატების მიღწევა სურს, მოთმინება მართებს. რა თქმა უნდა, მას აქვს სათანადო განათლება, ინტელექტი და თვითრწმენა, მაგრამ აღნიშნული 3 კომპონენტი საკმარისი არ არის ყველა მიზნის განსახორციელებლად.
ფინანსური კუთხით ოქტომბერი ნამდვილად მრავლისმომცემი აღმოჩნდება. დროა, დაიბრუნოთ გასესხებული თანხა და დააბანდოთ ის ფული, "შავი დღისთვის" რომ გადადეთ. ნუ ორჭოფობთ!
ოქტომბერში დაწინაურდებით კარიერულ კიბეზე: ავტორიოტეტული ადამიანისგან მიიღებთ საინტერესო შეთავაზებას - თქვენგან შეუმჩნევლად, იგი დიდი ხნის განმავლობაში გაკვირდებოდათ.
გიფიქრიათ, რომ სტაჟიორებს არასათანადოდ ექცევით? მეტი პატივისცემა გმართებთ. გაიხსენეთ, ოდესღაც თქვენც ნოლიდან დაიწყეთ. სხვათა შორის, თქვენი ამპარტავნება ინტერნებთან მიმართებაში, შესაძლოა, ცუდად აისახოს თქვენივე იმიჯზე, ადამიანები ზურგს უკან გაგაქილიკებენ.
ბიზნესმენ სასწორებს ეგოცენტრული გამოხდომებისგან თავშეკავება მართებთ. მართალია, პროფესიონალები ბიზნესსა და პირად ურთიერთობებს ერთმანეთში არ უნდა ურევდნენ, მაგრამ თქვენი პარტნიორი სწორედ ის ადამიანია, ვისთვისაც დამოკიდებულება სამუშაო მაგიდის მიღმა, მნიშვნელოვანია.
ბოლოს კი, უნდა გითხრათ ის, რაც თქვენც არაჩვეულებრივად იცით... თქვენი ორგანიზმი, ცოტა არ იყოს, არასახარბიელო მდგომარეობაშია - თითქმის არ გძინავთ, არასწორად იკვებებით, არ იღებთ საჭირო რაოდენობის წყალს. თუ ასეთი სტილით ცხოვრებას განაგრძობთ, მალე ჯანმრთელობა გიმტყუნებთ!