ამ თვეში არ გაგიჭირდებათ ფინანსურად. ასევე, მოახერხებთ დასახული მიზნების მიღწევას და კიდევ უფრო მაცდური გამოწვევების წინაშე აღმოჩნდებით!
ოქტომბერში იზრდება თქვენი დაორსულების ალბათობა, ამიტომ, თუ დიდი ხანია შვილზე ოცნებობთ, მოსალოცად გაქვთ საქმე. ხოლო, თუ დედობა თქვენს გეგმებში არ შედის, სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ.
ამ თვეში ძლიერდებით სულიერად და ინტელექტუალურად; იხვეწებით პიროვნულად; მოსალოდნელია მინიმალური ცვლილება გემოვნებაში; მოიმატებს თქვენი თავდაჯერებულობა და ჯანსაღი ამბიცია.
არსებობს ტრავმებისა და ჭრილობების მიღების საფრთხე, ამიტომ ნუ დაჯდებით ატრაქციონებზე; მოერიდეთ მანქანის სწრაფად ტარებას და შეიკარით ღვედი; ლიფტის გამოყენებას კიბით სარგებლობა ამჯობინეთ; ფრთხილად გადადით გზაზე; მოერიდეთ მშენებარე სახლებს; ნუ ახვალთ სიმაღლეზე.
ოქტომბერში თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომლის მიმართ ოდესღაც გულგრილი არ იყავით. მიუხედავად მოულოდნელი შეხვედრისა, თქვენ შორის ურთიერთობა არ აღდგება, რადგან ინტერესმა დიდი ხანია წყალივით ჩაიარა. ამ პიროვნებამ შეიძლება აღგიძრათ სინდისის ქენჯნა, სინანული ან არც თუ ისე ძლიერი გაოცება.