2018 წლის ოქტომბრის ჰოროსკოპი კუროსთვის

2018 წლის ოქტომბრის ჰოროსკოპი კუროსთვის

თუ დიდი ხანია ურთიერთობაში ხართ, დაოჯახება მოგინდებათ და სერიოზულად განიხილავთ შეუღლების პერსპექტივას პარტნიორთან ერთად. საქმე ისაა, რომ თუ საყვარელ ადამიანზე უფრო მეტად არ იზრუნებთ, შესაძლოა თქვენს ინიციატივას გულგრილობით შეხვდნენ. შეყვარებული დაარწმუნეთ რომ გიყვართ, არა სიტყვებით, არამედ საქმით და მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრეთ საქორწინო ცერემონიაზე.

კონფლიქტების თავიდან  აცილების მიზნით, 12 ოქტომბრამდე დააცხრეთ თქვენში მოზღვავებული აგრესია. ემოციების მართვაში დაგეხმარებათ ვარჯიში და სპორტი. დაოჯახებულო კუროები, ნუ მიეძალებით მეუღლეს, მისადმი წაყენებული არაადეკვატური მოთხოვნები, თქვენ შორის ურთიერთობას დაძაბავს.

17 ოქტომბრამდე თავი შეიკავეთ ნაადრევი დასკვნების გამოტანისგან. თუ კონტრაქტის გაფორმებას შემოგთავაზებენ, კონსულტაცია გაიარეთ პროფესიონალთან. უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში, კარგად  შეამოწმეთ დოკუმენტაცია, არსებობს თაღლითობის საშიშროება. არ მოტყუვდეთ!

21-იდან  27 ოქტომბრამდე წინა პლანზე წამოიწევს სენტიმენტები -  მოგინდებათ იგრძნოთ, რომ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და პარტნიორს უყვარხართ.

22 ოქტომბრიდან ელოდეთ მოვლენებს, რომელიც თავდაყირა დააყენებს თქვენს დალაგებულ ცხოვრებას. იაზროვნეთ ცივი გონებით და, შესაძლოა, ცვლილებები თქვენდა სასიკეთოდ განვითარდეს.

27 ოქტომბრიდან თვის ბოლომდე გაგიძლიერდებათ პარტნიორისადმი  ვნება და ექსპერიმენტებს მიმართავთ, რაც საგრძნობლად გაგიმრავალფეროვნებთ  სქესობრივ ცხოვრებას.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?