2018 წლის ოქტომბრის ჰოროსკოპი ლომისთვის

2018 წლის ოქტომბრის ჰოროსკოპი ლომისთვის

ოქტომბრის შუა პერიოდში თქვენი ენერგია კლებას დაიწყებს და მცირე დეპრესია დაგემართებათ. არ შეშინდეთ, მას სწრაფადვე გადალახავთ, მაგრამ სამაგიეროდ, ეგოიზმის მარწუხებში აღმოჩნდებით. საკუთარ თავზე ხანგრძლივი მუშაობა მოგიწევთ, რომ ამ თვისებამ არ დაგაზარალოთ.

ლომებო, მოემზადეთ მეზობლური ურთიერთობების დათბობისთვის! თქვენი დაახლოების და შეხმატკბილების საფუძველ წვეულება ან საერთო აქტივობა გახდება, რომელში ჩართვაზეც უარს, უბრალოდ ვერ იტყვით.

რაც შეეხება სხვა კარგ სიახლეებს: ოქტომბერი აღმოჩნდება თქვენი ალაპარაკების თვე! რაც  უნდა თქვათ, ყველა ყურადღებით მოგისმენთ. თქვენ კი, მოგეხსენებათ, ყველაზე მეტად ყურადღების ცენტრში ყოფნა გაბედნიერებთ.

მართალია, ძალიან დაკავებული იქნებით, მაგრამ ნათესავების მონახულების სურვილი გაგიჩნდებათ, ამიტომ ბავშვებისთვის ტკბილეულს ან სათამაშოს შეიძენთ და სტუმრად გაეშურებით.

11 ოქტომბრამდე ნერვული შეტევა დაგემართებათ, მაგრამ დამამაშვიდებლების დახმარებით ყველაფერი მსუბუქად გადაივლის. საქმე ისაა, რომ ცხოვრება სიურპრიზს გიმზადებთ, რომლისთვისაც, თქვენ შესაძლოა, მზად არ იყოთ.

17 ოქტომბრამდე დაძაბული სამუშაო გრაფიკი პიკს მიაღწევს და თავს ისე იგრძნობთ, თითქოს გადაიწვით. ამ პერიოდში არსებობს შეცდომების დაშვების საფრთხე. ნუ გაეხუმრებით ადამიანებს, რადგან უწყინარი ხუმრობა კონფლიქტის მიზეზი გახდება.

23 ოქტომბრიდან სიტუაცია საპირისპიროდ შეიცვლება, ისე რომ თავადაც გაოცებული დარჩებით, უეცრად მთელი სამყარო გაგრიყავთ. ამ დროს, ცხვირის ჩამოშვების ნაცვლად, აავსეთ აბაზანა, ჩაწექით და ინავარდეთ. თუ ამ ნეტარებაში წითელ ღვინოსაც მოწრუპავთ, აღარაფერს მიიტანთ გულთან ახლოს. სამზარეულოში ფუსფუსიც სცადეთ, კულინარიული ექსპერიმენტები სწორედ ის არის, რაც თავს ბედნიერად გაგრძნობინებთ!

27 ოქტომბრამდე იგრძნობთ პირადი ურთიერთობის გადახალისების გარდაუვალ აუცილებლობას, კარგი პერიოდია სექსში სიახლის შესატანად. ნურავის გაეფლირტავებით, რადგან ეს ფაქტი შეუმჩნეველი არ დარჩება თქვენს პარტნიოს და დაშორებას შემოგთავაზებთ.

თუ მარტოხელა ხართ, ამაღელვებელი რომანის დაწყების შანსი მოგეცემათ. დიდი ალბათობით, თქვენი მომავალი რჩეული უცხოელი იქნება და თავის კულტურას გაზიარებთ. დარეგისტრირდით საერთაშორისო საიტებზე, სადაც ადამიანები სიყვარულს ან მეგობრებს ეძებენ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?