ავტორი:

"2020 წლის 21 დეკემბერს ხდება უმნიშვნელოვანესი მოვლენა" - ასტროლოგი გვიამობს, როგორი იქნება უახლოესი 20 წლის ტენდენციები სამყაროში

"2020 წლის 21 დეკემბერს ხდება უმნიშვნელოვანესი მოვლენა" - ასტროლოგი გვიამობს, როგორი იქნება უახლოესი 20 წლის ტენდენციები სამყაროში

ასტროლოგი ქეთი ვაწაძე გვესაუბრება მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენის შესახებ, რომელიც ადამიანების ცხოვრებაში უახლოესი 20 წლის ტენდენციებს განსაზღვრავს:

  • იუპიტერი-სატურნის შეერთება

დედამიწის მე-5 განზომილებაში გადასვლა

2020 წლის 21 დეკემბერს ხდება უმნიშვნელოვანესი მოვლენა არამარტო ამ წლის მანძილზე, არამედ მას შეიძლება ითქვას, ეპოქალური მნიშვნელობა ენიჭება სამყაროში, რატომ? - ამას ქვემოთ მოგახსენებთ. შევეცდები ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა ასტრო-ეზოთერულ ჭრილში განვიხილო და მოკლე მიმოხილვა შემოგთავაზოთ ზედმეტად რთული ტერმინებისა და ამ ეტაპზე ძნელად აღსაქმელი ინფორმაციის გარეშე.

ის, რომ 21 დეკემბერი ისედაც მნიშვნელოვანი დღეა, რადგან გვაქვს ე.წ. ზამთრის ბუნიაობა - მზე თავისი უკიდურესად დაბალი წერტილიდან აღმავალ ფაზაში გადადის, ანუ ასრულებს თავის ერთწლიან ასტროლოგიურ ციკლს და "კვდება", რათა შემდეგ კვლავ დაიბადოს და მომდევნო წრეზე წავიდეს, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ წელს, ამას ემატება ისიც, რომ 21.12.2020 ცაზე, მერწყულის ნიშანში ერთმანეთს უერთდდება ორი გიგანტი პლანეტა, სატურნი და იუპიტერი , რომელიც განსაზღვრავს უახლოესი 20 წლის ტენდენციებს.

ეს მოვლენა ასტროლოგიაში აგრეთვე, დიდი მუტაციის სახელწოდებითაა ცნობილი. შეერთება ხდება 22:21 წუთზე თბილისის დროით, მერწყულის ნულ გრადუსზე.

რატომ არის ახლა ეს შეერთება ასეთი მნიშვნელოვანი:

ასტროლოგიაში სატურნს და იუპიტერს "დროის გამგებლის", "დიდი ქრონოკრატორების" სახელწოდება აქვთ მინიჭებული და სწორედ იუპიტერისა და სატურნის ციკლების საფუძველზე აკეთებდნენ ძველი ასტროლოგები ახალი იმპერიებისა და მეფეების დაბადების, ან გარდაცვალების, იმპერიის დაცემის წინასწარმეტყველებებს. ასე მაგალითად, ქრისტეს დაბადებამდე ბევრად ადრე, მოგვებს უკვე ჰქონდათ ცოდნა კაცობრიობის სულიერების განვითარებაში ახალი, უმნიშვნელოვანესი ეპოქის დაწყებაზე, რომ ე.წ. ბეთლემის ვარსკვლავი, რომელსაც სამყაროსთვის უნდა ემცნო კაცობრიობის მხსნელის, უდიდესი მისიის ღმერთ-კაცის დაბადება, სავარაუდოდ, მარტო იუპიტერისა და სატურნის შეერთებისას მოხდებოდა და ეს შეერთება, მართლაც, ჩვ.წ.აღ.-მდე 7 წელს მოხდა თევზების ნიშანში, თევზები, კი სწორედ სულიერ სფეროს, უპირობო, სამყაროსეულ სიყვარულს განაგებს. სხვა დროს, ასეთი სამყაროსეულად მნიშვნელოვანი მოვლენა კოსმოსთან შესაბამისობის გარეშე უბრალოდ ვერ მოხდებოდა.

ამჟამად, როგორც ზემოთ აღვნიშნე, სატურნი და იუპიტერი, რომლებიც აქამდე, ანუ მე-19 საუკუნის დასაწყისიდან მიწის სტიქიაში ხვდებოდნენ ერთმანეთს (1802 წლიდან), მომდევნო შეერთებებს მხოლოდ ჰაერის სტიქიის ნიშნებში განახორციელებენ. ზოგადად, სატურნისა და იუპიტერის ურთიერთქმედების ყველა ციკლი იყოფა 3 ტიპად : მცირე, საშუალო და დიდი.

მოდით განვიხილოთ კონკრეტულად ამჟამინდელი სიტუაცია: მცირე ციკლი გრძელდება 20 წელი . ეს დრო იქნება საჭირო, რათა ეს ორი გიგანტი კვლავ ჰაერის ნიშანში შეხვდეს ერთმანეთს. ეს, ასე ვთქვათ, რეპეტიციაა, საწყისი ეტაპი მერწყულის ეპოქაში შესასვლელად. მცირე ციკლის დროს შესაძლებელია პოლიტიკური რეჟიმების, ეკონომიკური მდგომარეობის, მსოფლმხედველობის თანდათანობითი ცვლა. სამყაროში მზადდება ნიადაგი, იქმნება წინაპირობა საშუალო ციკლის წარმატებული განხორციელებისთვის.

საშუალო ციკლის ხანგრძლივობა დაახლოებით 240 წელია , რომლის დროსაც ყოველი იუპიტერისა და სატურნის შეერთება მოხდება იმავე სტიქიაში, რაც მანამდე იყო, ანუ ჰაერში. აქ მოსალოდნელია მერწყულისეული თემების უფრო მეტად გაძლიერება - წინა პლანზე წამოვა როგორც ტექნოლოგიები და ინოვაციები, ასევე შესაძლოა მოხდეს ბევრი მოულოდნელობა, არსებული სისტემის შეცვლა, რეფორმები, კულტურული და ეკონომიკური რევოლუცია, რელიგიური პარადიგმის ცვლა და სხვ.

ხოლო, რაც ეხება იუპიტერისა და სატურნის დიდ ციკლს - ის დაახლოებით 960 წელში ერთხელ ხდება. ამ პერიოდის მანძილზე ეს პლანეტები ოთხივე სტიქიას გაივლიან. ზოგადად, გლობალური ცვლილებები უეცრად, ერთ დღეში, ან ერთ წელიწადში არ ხდება. და ეს ცვლილებები უკვე დაწყებულია და მომავალში კვლავაც გაგრძელდება ერთი სტიქიიდან მეორე სტიქიაში მონაცვლეობა, როგორც წესი, გლობალურ კრიზისს იწვევს, რომელიც ყოველთვის უმნიშვნელოვანეს პერიოდად აღიქმება, რადგან მას მოსდევს ცვლილებები ფასეულობების, პრიორიტეტების, საზოგადოების ორიენტაციის, ასევე, ცივილიზაციისა და მთლიანად, სამყაროს სამომავლო განვითარების კუთხით.

მიწის სტიქია - ესაა მატერიალური ღირებულებები, სტაბილურობა, მძიმე შრომა, პრაქტიკულობა, პრაგმატიზმი. ასე ცხოვრობდა სამყარო ბოლო 200 წელი. მაგრამ, ამიერიდან, თანდათანობით ყველაფერი შეიცვლება და იქნება სხვაგვარად. აღარ იქნება სამყარო ისეთი, როგორიც აქამდე იყო! რადგან მერწყული, სადაც ხდება ეს შეერთება, ჰაერის სტიქიას წარმოადგენს, წინა პლანზე გამოვა ახალი ტექნოლოგიები, ინტელექტი, ურთიერთობები, თავისუფლების მოთხოვნილება, რეფორმატორულობა, შემოქმედებითი და კოლექტიური საქმიანობა.

ჰაერის სტიქია - ესაა ძალიან რაციონალური, მენტალური, ცივი სტიქია, ხოლო თვითონ მერწყული - ყველაზე არაემოციური ჰაერის ნიშნად მოიაზრება მთელს ზოდიაქოში, მისი მმართველი ურანი კი - ყველაფერი ახლის, თანამედროვეს, რადიკალურის, რევოლუციურის მმართველია. ის ასახიერებს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, სიახლეს, ინდივიდუალობას, მმართველობაში დიდი და ნიჭიერი ადამიანების მოსვლას. ამ ყველაფერზე დაყრდნობით, მოსალოდნელია საზოგადოებაში თანდათან მოხდეს მასშტაბური ტრანსფორმაცია, მაგ.: მომავალში ჩვენთვის უფრო ფასეული გახდება ინფორმაციული და ინტელექტუალური შრომა და მისი პრაქტიკული გამოყენება, ვიდრე მატერიალური საგნები, წარსულს ჩაბარდება დიქტატურა და ტოტალიტარული რეჟიმები, ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი გახდება მომავალი და მასზე ზრუნვა, წინა პლანზე წამოიწევს ეკოლოგიის საკითხები, მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის განათლების სისტემა, თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა განვითარდეს როგორც ინტელექტუალურად, ასევე შემოქმედებითი თვალსაზრისით. ახლა, ცხოვრების ყველა სფეროში, თანდათან ხდება ახალ ვიბრაციებზე გადასვლა. გაჩნდება თანასწორობის და სამართლიანობის, ერთიანობის, თანამოაზრეობის, გუნდურობის მოთხოვნილება, სამყარო რაღაც წილ გადადის უფრო ვირტუალურ სფეროში, იხვეწება ტექნოლოგიები, შემოტანილი იქნება უამრავი ინოვაციური მიდგომა, ახალი ხედვა და ეს შეეხება განურჩევლად ყველა სფეროს - მედიცინიდან, განათლების სისტემიდან დაწყებული ყოფით სფეროებამდე, მოკლედ, წინ - საინტერესო ეტაპი გველის.

და როგორც ბოლო თვეებმა დაგვანახა, ცვლილებები უკვე დაწყებულია. ახლა ჯერ გაუგებრობაში, კრიზისში ვართ, მაგრამ ნებისმიერი კრიზისი - ეს რაღაც ახლის დასაწყისია. არ არსებობს სრულიად ნეგატიური, ან სრულიად პოზიტიური მოვლენა. ყველგან უნდა შევძლოთ რესურსის მოძიება, იქაც, სადაც გვგონია, რომ არ შეიძლება იყოს.

ახლა, რაც ეხება დედამიწის მე-5 განზომილებაში გადასვლას და ამასთან დაკავშირებულ საკითხებს. ძალიან ბევრი ადამიანი მწერს და ღელავს 21 დეკემბერთან დაკავშირებით. ვრცელდება უამრავი ცრუ, შემაშფოთებელი, დამამძიმებელი, თუმცა ბევრიც - ძალიან სასიკეთო და სასარგებლო ინფორმაცია და მადლობა იმ ადამიანებს, ავტორებს, ვინც ასე ზრუნავენ ადამიანების გამოღვიძებაზე, ცდილობენ გაანათლონ და დაეხმარონ მათ ამ უმნიშვნელოვანეს გარდამავალ პერიოდში. ესენი არიან სამყაროს მისიონერები, გამოღვიძებული ნათელი სულები, რომლებიც ერთგვარად სამყაროსეულ დავალებას ასრულებენ და თუ დააკვირდებით, ძალიან იმატა მათმა რაოდენობამ, რაც ძალიან, ძალიან კარგის მანიშნებელია, ბევრი გამოღვიძებული და ნათელი სულის ადამიანია ჩვენს გარშემო, ყველანაირად ცდილობენ ხალხის დახმარებას, თუმცა, ამის მიუხედავად, ადამიანებში, მაინც გარკვეული უიმედობა, მომავლის შიშია. მინდა დაგამშვიდოთ, - არაფერი ცუდი არ ხდება!

საერთოდ, ადამიანებს გვჩვევია გვეშინოდეს იმის, რაც არ ვიცით და ჯეროვნად ვერ ვერკვევით. ალბათ ყველას გვახსოვს ის ვნებათაღელვა, რაც 2012 წლის 21 დეკემბერს ხდებოდა საზოგადოებაში, - იყო ბევრი შიში, გაურკვევლობა, პანიკაც კი! ბევრის მტკიცებით (მათ შორის ეზოთერიკოსების, მაიას ტომის კალენდრის მკვლევარების, მედიუმების და სხვ.) აპოკალიფსი, მეორედ მოსვლა და მსგავს ნეგატიურ მოვლენებს ექნებოდა ადგილი 2012 წლის 21 დეკემბერს, თუმცა, მსგავსი არაფერი მომხდარა! გახსოვთ, ხომ?! აბსოლუტურად ჩვეულებრივი დღე გათენდა მოხდა შემდეგი - საუკუნეების მანძილზე დედამიწის ვიბრაციის სიხშირე შუმანის შკალის მიხედვით იყო 7,6 - 7,8 ჰერცი. 80-იანი წლებიდან დედამიწის მაგნიტური ბადე შეიცვალა და დაიწყო თანდათანობით ზრდა და 2012 წლის 21 დეკემბერს კვანტური ნახტომით დაგვირგვინდა.

21 დეკემბრის შემდეგ დედამიწის მაგნიტურმა სიხშირემ კიდევ უფრო დაჩქარებული ტემპით დაიწყო მატება. წაიკითხეთ სრულად

2021 წლის ფენ-შუის პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - ვის რა დაეხმარება წარმატებისა და ბედნიერების მოზიდვაში

2021 წლის ნუმეროლოგიური კოდი და პროგნოზი - რა გელით დაბადების თარიღის მიხედვით

დეკემბრის 10 მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ზოდიაქოს ნიშნებს არ უნდა გამორჩეთ - "მოიმატებს ოპტიმიზმი, გაგიუმჯობესდებათ ფინანსები"