23-29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

23-29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

სადაც ერთ თვეს გაატარებს. ამ პერიოდში ადამიანებს მოიმატებს აქტიურობა, გონებამახვილობა, ინიციატივა, ორგანიზებულობა. ყველა ადამიანი იგრძნობს ლტოლვას შემოქმედებისადმი, სიყვარულისადმი. მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად. თუმცა, ისიც ვთქვათ, რომ ლომის "მმართველობისას" ადამიანებში მოიმატებს სიზარმაცე, ფულის ფლანგვისადმი მიდრეკილება. შეიძლება ადამიანებმა გამოავლინონ დიქტატორობა, ეგოიზმი. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ლომი გულით იმართება და როგორც წესი, ამ პერიოდში იმატებს გულ-სისხლძარღვოვანი პრობლემები. ამიტომ, ეცადეთ, არ გადატვირთოთ გული.

26 ივლისს პლანეტა მერკური ხდება რეტროგრადული (უკანმავალი). ამ პერიოდში შეფერხდება კომუნიკაციები, შეიძლება გაგიჭირდეთ ახალი ინფორმაციის გაანალიზება, მიღება. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას, საჭესთან. მოიმატებს საცობების ალბათობა, შესაძლებელია კომპიუტერული ტექნიკის მუშაობის შეფერხება.

27 ივლისი მნიშვნელოვანი დღეა. ორი მოვლენას - სავსემთვარეობისას ველოდებით მთვარის დაბნელებას. დაბნელება მოხდება ღამით, ამიტომ მნიშვნელოვანია აგრეთვე, 28 ივლისიც. ამ ორ დღეს სავსემთვარეობასა და მთვარის დაბნელებაზე შეიძლება მოიმატოს აგრესიამ, დეპრესიულობამ. აგრეთვე, ტრავმულ-ავარიულმა მოვლენებმა. მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ეს ორი დღე მშვიდად გაატაროთ.

მაგრამ დაბნელებები ამით არ დასრულდება. მოვლენებს წინ გავუსწრებთ და გეტყვით, რომ წინ კიდევ ერთი, მზის დაბნელება გველის 11 აგვისტოს. ამიტომ, იყავით დაკვირვებული და ფრთხილი.

ბედნიერ, სასიამოვნო მომვლენებით აღსავსე კვირას გისურვებთ!

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?