*ახალი საქმეების დაწყება სასურველი არაა. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს. თავი შეკავეთ კონფლიქტისგან, მსხვილი საყიდლებისგან.
*აკონტროლეთ ემოციები. მოერიდეთ საქმეების გარჩევას ოჯახის წევრებთან და კოლეგებთან. არ გადაუშალოთ გული გარშემო მყოფებს და არ გაამხილოთ საიდუმლოებები.
*არასასურველია სამსახურის შეცვლა, ახალი საქმეების დაწყება.
*მგზავრობა და მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ.
*კარგია დასვენება, საოჯახო საქმეების შესრულება, მაგრამ აქტიური ვარჯიშისგან თავი შეიკავეთ.
*ამ დღეს დაბადებული ადამიანი ჯანმრთელი და დღეგრძელია. თუმცა, ნიჭიერების მიუხედავად საკმაოდ ზარმაცია.
*ნუ გადატვირთავთ კუჭს. მოერიდეთ ხორცისა და რძის პროდუქტების მიღებას.
*ვარცხნილობის შეცვლას არ გირჩევთ.
*ამ დღის ქვებია: აქატი და მორიონი.
P.S.
მაქსიმალურად ფრთხილად გავლეთ სავსემთვარება. ამ დღეს მოსალოდნელია ტრავმები, კონფლიქტები. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას. ქირურგიული ოპერაციები სხვა დღისთვის გადადეთ. ამ დღეს არ შეიძლება ქორწინება და ნიშნობა. სავსემთვარეობისას, ენერგიის მოზღვავებისგან, ბევრ ადამიანს უძილობა ეწყება.