კვირის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

კურო

სიყვარული - ფლირტი და რომანტიკა კარგია, მაგრამ მომავალში მყარი კავშირი გჭირდებათ. თუ ადამიანს უყვარხართ, სერიოზული ნაბიჯის გადაგმა არ უნდა გაუჭირდეს.

ფინანსები და კარიერა - კოლექტივში უსიამოვნო გარემოს გამო გირჩევნიათ, დამოუკიდებლად იმუშაოთ. მეტი ყურადღება გმართებთ, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია ტურიზმისა და რეკლამის სფეროს, ტვირთვის გადაზიდვის სერვისებთან.

ჯანმრთელობა - მეტად მოუფრთხილდით შარდის ბუშტს და არ გაცივდეთ.

ტყუპი

სიყვარული - სანამ ადამიანს უყვარხართ, ახალგაზრდაც ხართ და ხალისიანიც. ეცადეთ, ისე მოიქცეთ, რომ დიდხანს უყვარდეთ. თუ პარტნიორი გენდობათ, მანკიერ თვისებებს ნუ გამოავლენთ.

ფინანსები და კარიერა - გაფრთხილდით, უსიამოვნო სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ. ნურც აიღებთ და ნურც გასცემთ ვალს. კონკურენტების გაატიურებას მშვიდად შეხვდით, ნუ იკამათებთ მათთან.

ჯანმრთელობა - დაავადება შეიძლება ორიდან ერთი მიმართულებით განვითარდეს. ან გამოჯანმრთელდებით, ან ქრონიკულში გადაგეზრდებათ. მიაკითხეთ ექიმს და იმკურნალეთ. დაზოგეთ ხერხემალი.

კირჩხიბი

სიყვარული - გაანალიზეთ პარტნიორის თვისებები და ქცევები. მაგრამ მას პრეტენციებს ნუ წაუყენებთ. ამ კვირაში მიხვდებით, რომ სიკეთის გარეშე სიყვარული არ არსებობს.

ფინანსები და კარიერა - კლიენტების მოთხოვნები დაკვირვებით და ვადაში მოაგვარეთ. ზოგიერთს სამსახურის საქმეების შინ შესრულება ან სამსახურში გვიანობამდე გაჩერება ელის. და მეტი დრო დაუთმეთ სამსახურში დისციპლინის დაცვას.

ჯანმრთელობა - განწყობას რომ გაიუმჯობესებთ ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაგიუმჯობესდებათ. ხშირად ისეირნეთ მწვანე ზონაში.

ლომი

სიყვარული - მეუღლესთან დროებითმა განშორებამ შეიძლება იმ ნიავივით იმოქმედოს, რომელიც ცეცხლს კიდევ უფრო გააღვივებს. საყვარელი ადამიანისგან რამდენიმე საჭირო გაკვეთილს მიიღებთ.

ფინანსები და კარიერა - კოლექტივში საქმე ისე გაქვთ აწყობილი, რომ თქვენი ხელმძღვანელობის გარეშეც იციან რა და როგორ გააკეთონ. მაქსიმალურად თავი შეიკავეთ საქმიან პარტნიორებთან კონფლიქტისგან.

ჯანმრთელობა - ცოტა უხასიათოდ ხართ და გადაღლილი, მაგრამ ვერაფერი შეგიშლით ხელს საქმეების მოგვარებაში, ცხოვრებით ტკბობაში.

ქალწული

სიყვარული - მიხვდებით, რომ სიყვარული ის განძია, რომელსაც მაქსიმალურად უნდა გაუფრთხილდეთ. მეტად გაამახვილეთ ყურადღება პოზიტივზე, ხშირად გაიღიმეთ.

ფინანსები და კარიერა - საქმეები ისე გადაანაწილეთ, რომ დასვენებაც მოახერხოთ. მეტი დრო დაუთმეთ საცხოვრებლის კეთილმოწყობას. სიფრთხილე გმართებთ სამედიცნო სფეროსა და საინჟინრო საქმიანობაში მოღვაწე ნიშნებს.

ჯანმრთელობა - არ გადატვირთოთ ღვიძლი.

სასწორი

სიყვარული - მარტოხლები მეტად უნდა გააქტიურდეთ პარტნიორის ძებნაში. თუმცა, მომავალი მეუღლე საუკეთესოთ შორის უნდა აარჩიოთ.

ფინანსები და კარიერა - ფორტუნა გაუღიმებს მათ, ვინც პირნათლად შეასრულებს თავის სამუშაოს. გართულდება მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძება. მეტად გაუფრთხილდით ენერგიას. ტყუილ საქმეებზე ნუ მოცდებით.

ჯანმრთელობა - გაუფრთხილდით თვალებს. განწყობისა და ფიზიკური ფორმის შენარჩუნებაში სპორტი, ფიტნესი და ცეკვები დაგეხმარებათ.

მორიელი

სიყვარული - საერთო საქმეები კიდევ უფრო შეგაკავშირებთ მეუღლესთან. ერთ გუნდად შეკრულები ყველა საქმეს მარტივად გაართმევთ თავს. საყვარელ ადამიანს მეტად დაანახვეთ, რომ მის გვერდით თავს ბედნიერად გრძნობთ.

ფინანსები და კარიერა - საქმეები დაგემატებათ, თუმცა, მომატებული ენერგიის გამო მათი შესრულება არ გაგიჭირდებათ. დაიცავით ბალანსი შემოსავალ-გასავალში, რათა ვალებში არ გადავარდეთ. არ დააბანდოთ ფინანსები.

ჯანმრთელობა - თუ ექიმთან ვიზიტი გაქვთ დაგეგმილი, გაითვალისწინეთ მისი რჩევები და ეცადეთ, ყველაფერი დეტალურად და თქვენთვის გასაგებად გამოჰკითხოთ.

მშვილდოსანი

სიყვარული - სულ საყვარელ ადამიანზე დამოკიდებული ვერ იქნებით. საკუთარი ცხოვრებაც უნდა გქონდეთ. თუმცა, მასზე მზრუნველობა და მისი თბილი სიტყვებით განებივრება არ გეკრძალებათ.

ფინანსები და კარიერა - დროებით შეაჩერეთ ყველა ფინანსური საქმიანობა. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას. გამოსწორება დიდ დროს წაგართმევთ. დაასრულეთ დაწყებული საქმეები.

ჯანმრთელობა - ფიზიკურად არ გადაიღალოთ. განსაკუთრებით ხერხემალი არ გადატვირთოთ. მასაჟი და აუზი არის სწორედ ის, რაც ყველაზე მეტად გჭირდებათ.

თხის რქა

სიყვარული - გრძნობებზე კი არ უნდა ისაუბროთ, საქმით უნდა დაამტკიცოთ. მარტოხელებს მეტი დაკვირვება გამრთებთ, ახალგაცნობილებში შეიძლება თქვენი მომავალი მეუღლეც იყოს.

ფინანსები და კარიერა - ნუ მიატოვებთ დაწყებულ პროექტებს, სანამ ახლებს დაიწყებდეთ, ძველები დაასრულეთ. იყავით მოვლენების საქმის კურსში და ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ.

ჯანმრთელობა - გაფრთხილდით, არ გაცივდეთ. ყურადღებას საჭირებს ყელი, ფილტვები.

მერწყული

სიყვარული - საყიდლებზე საყვარელ ადამიანთან ერთად წასვლა ბევრ სასიხარულო მომენტს გპირდებათ. საკუთარ ცხოვრებას ნუ ააგებთ პრინციპზე: "რას იტყვის ხალხი". ყველა ისე ცხოვრობს, როგორც მას სურს.

ფინანსები და კარიერა - ამ კვირაში მიხვდებით, რომ "დუმილი ოქროა". ნუ გახდებით აფერისტების მსხვერპლი. წარმატებული კვირა ელის მარკეტინგის წარმომადგენლებსა და გაყიდვების ტექნოლოგებს.

ჯანმრთელობა - ძირითადად ამინდზე იქნებით დამოკიდებული. განწყობის მიხედვით ივარჯიშეთ.

თევზები

სიყვარული - საყვარელ ადამიანს თქვენი დაუფიქრებელი საქციელის გამო უხერხეულ სიტუაციაში ნუ ჩააგდებთ. ნუ გაბრაზდებით, თუ ადამიანი თქვენი მოთხოვნების მიხედვით არ იქცევა. აკონტროლეთ ქცევა ახალგაცნობილებთან.

ფინანსები და კარიერა - ის პროექტები დაასრულეთ, რაც მომავალში წარმატებას და მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. მოერიდეთ ფულის დაბანდებას საეჭვო ადამიანებთან ერთად. მეტად დააკვირდით თქვენი კოლეგების ქმედებებს.

ჯანმრთელობა - თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ წამოწექით, დაისვენთ. საჭირო არაა, ავად ყოფნის დროს მნიშვნელოვანი საქმეები შეასრულოთ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?