კვირის ასტროლოგიური პროგნოზი: 27 მაისი - 2 ივნისი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი: 27 მაისი - 2 ივნისი

კურო

სიყვარული - საქმეების გამო შეიძლება სათანადო დრო ვერ დაუთმოთ საყვარელ ადამიანს. რაც მის გულისწყრომას გამოიწვევს.

ფინანსები - ახალ საქმეებში აზარტით ჩაერთვებით. კვირის ბოლოს ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. თქვენთვის უსაფრთხოდ მოაგვარეთ ფინანსური საკითხები.

ჯანმრთელობა - დაიწყეთ ვარჯიში. ჩაიტარეთ მკურნალობა, რომელიც გაგიუმჯობესებთ ნივთერებათა ცვლას.

ტყუპი

სიყვარული - იდეალურ მამაკაცს ნუ ეძებთ. ასეთები აღარ არსებობენ. დაქორწინებულს სიახლეები ელით. ზოგიერთმა შეიძლება გაიგოს, რომ მშობელი გახდება.

ფინანსები - აქტიურობის გამო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. კვირის მეორე ნახევრიდან მოერიდეთ ფორმალური და იურიდიული საკითხების მოგვარებას.

ჯანმრთელობა - გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა, აიმაღლეთ იმუნიტეტი. ყურადღება მიაქციეთ ალერგიას.

კირჩხიბი

სიყვარული - თუ ცუდ განწყობაზე ხართ, ჯავრს საყვარელ ადამიანზე ნუ იყრით. ნეგატიურმა ემოციებმა კავშირი არ დაგირღვიოთ.

ფინანსები - კვირის პირევლ ნახევარში დაწყებული საქმეები დაასრულეთ. კვირის ბოლოს მატერიალური საკითხები დაკვირვებით მოაგვარეთ.

ჯანმრთელობა - განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს კანი, თმა, ფრჩხილები. ივარჯიშეთ, რათა მეტად მოქნილი გქონდეთ სხეული.

ლომი

სიყვარული - საყვარელი ადამიანის მიმართ რაც უფრო აგრესიული და გაღიზიანებული იქნებით, მით ცუდი თქვენი კავშირისთვის. უქმეებზე ერთად გაფლანგეთ ფული.

ფინანსები - ყურადღება მიაქციეთ პერსონალს, კლიენტებთან ურთიერთობას.

ჯანმრთელობა - გაუფრთხილდით საჭმლის მომნელებელ სისტემას. განივითარეთ კუნთები. მეტი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

ქალწული

სიყვარული - ეცადეთ, მეტად მომხიბვლელი იყოთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისთვის. და მაქსიმალურად ბოლომდე დარჩით ამოუცნობი.

ფინანსები - ვინ თქვა, რომ საქმეებს ვერ გაუმკლავდებით? იდეალურად დაასრულებთ რთულ პროექტებსაც კი. მოაწესრიგეთ პირადი ნივთები ავტოფარეხში, ბინაში.

ჯანმრთელობა - მავნე ჩვევებით ძალით ნუ დაიავადებთ ორგანიზმს. ივარჯიშეთ და მასაჟიც კარგია.

სასწორი

სიყვარული - ბევრი არ იფიქროთ, თუ ადამიანი მოგწონთ, უთხარით. რაც უფრო მეტად გამოავლენთ ინიციატივას, მით მალე შედგება თქვენი კავშირი.

ფინანსები - პროფესიულად განვითარების, სწავლის სურვილი გაგიჩნდებათ. კვირის ბოლოს კარგია ყიდვა-გაყიდვა.

ჯანმრთელობა - დაამარცხეთ სიზარმაცე და ივარჯიშეთ. ზოგიერთს ალერგია ან ენდოკრინული სისტემა შეაწუხებს.

მორიელი

სიყვარული - რომანტიკული შეხვედრისთვის მაქსიმალურად უნდა მოემზადოთ. გაიუმჯობესეთ იმიჯი, მანერები. გაგიმართლებთ, თუ პარტნიორს თქვენი მსგავსი ინტერესები ექნება.

ფინანსები - ზოგიერთს საკუთარი ბიზნესის დაწყება მოუნდება. საკამათო და ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დროისთვის გადადეთ.

ჯანმრთელობა - ნუ გადატვირთავთ ძვლოვან სისტემას. დაიცავით თავი სეზონური დაავადებებისგან.

მშვილდოსანი

სიყვარული - არ მოატყუოთ ადამიანი. ნუ ეცდებით დასცინოთ მას. რაც უფრო ბუნებრივი იქნებით, მით მეტად გენდობათ პარტნიორი. ნურც იმის მოგერიდებათ, რომ ზოგ შემთხვევაში სისუსტე გამოავლინოთ.

ფინანსები - შეადგინეთ გრაფიკი და ეცადეთ, არ დაარღვიოთ. ყურადღება გმართებთ ინფორმაციასა და ფინანსებთან მუშაობისას.

ჯანმრთელობა - ნატურალური საშუალებებით იმკურნალეთ და მაქსიმალურად მოიძიეთ ინფორმაცია ხალხურ მედიცინაზე. განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს ლიმფური სისიტემა.

თხის რქა

სიყვარული - გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. მათთვის მეტად მიმზიდველი ხართ.

ფინანსები - საქმიან პარტნიორებთნ და კოლეგებთნ მაქსიმალურად დიპლომატიური უნდა იყოთ. რთულ საქმეებსაც კი დროულად დაასრულებთ.

ჯანმრთელობა - ყურადღება მიაქციეთ ძვლოვან სისტემას. ჩაიტარეთ გამაჯანსაღებელი პროცედურები.

მერწყული

სიყვარული - თუ პარტნიორში რამე არ მოგწონთ, გულახდილად დაელაპარაკეთ, რათა მომავალში გააუმჯობესოთ ურთიერთობა. მარტოხელებმა მეტი ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფებს.

ფინანსები - მოიზიდეთ ახალი პარტნიორები და კლიენტები, იზრუნეთ საქმეების, ბიზნესის გაუმჯობესებაზე.

ჯანმრთელობა - აკონტროელეთ კვება, გაუფრთხილდით კუჭს. გაიუმჯობესეთ განწყობა.

თევზები

სიყვარული - თუ სერიოზულად ფიქრობთ დაქორწინებას, საყვარელი ადამიანი მშობლებს გააცანით. ნუ გაიბუტებით, ფრთხილად გაერკვიეთ სიტუაციაში.

ფინანსები - მოაწესრიგეთ დოკუმენტები. კარგი პერიოდია მოდერნიზაციისა და ტექნიკური უზრუნველყოფისთვის.

ჯანმრთელობა - მეტად დაისვენეთ, გაიუმჯობესეთ განწყობა. მოერიდეთ ყურების ანთებას.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?