კურო
სიყვარული - მეტად მიმზიდველი უნდა გახდეთ საწინააღმდეგო სქესისთვის. იმიჯიც სექსუალური მოირგეთ.
ფინანსები და კარიერა - ლიცენზიის, სერთიფიკატის მიღების კვირაა. უქმეებზე ახალი იდეები ჩამოწერეთ.
ჯანმრთელობა - მოთოკეთ ემოციები და გაუფრთხილდით ყელს.
ტყუპი
სიყვარული - ზედმეტად მგრძნობიარე და სექსუალური ხართ და ეცადეთ, არ გაიფუჭოთ რეპუტაცია საყვარელ ადამიანთან.
ფინანსები და კარიერა - კვირის პირველი ნახევარი საქმეების დასრულებას დაუთმეთ. ხუთშაბათს არაფერი მნიშვნელოვანი არ დაგეგმოთ.
ჯანმრთელობა - შიში მოიშორეთ, არაფერი სერიოზული დაავადება თქვენ არ გჭირთ. ყველაფერი სტრესისა და გადაღლილობის ბრალია.
კირჩხიბი
სიყვარული - გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან და კიდევ უფრო ნუ ჩახლართავთ ისედაც გაურკვეველ სიტუაციას.
ფინანსები და კარიერა - მეტი დრო დაუთმეთ კლიენტების საქმეების მოგვარებას. ხუთშაბათამდე არაფერი ახალი არ დაიწყოთ.
ჯანმრთელობა - ორშაბათიდანვე დაიწყეთ ვარჯიში. გაიუმჯობესეთ განწყობა.
ლომი
სიყვარული - ვნებისა და ეჭვიანობის კვირა გელით. თქვენი ცელქობა შეუმჩნეველი არ დარჩება.
ფინანსები და კარიერა - ავტორიტეტებთან შეხვედრა გელით. კვირის მეორე ნახევარში განაახლეთ ავეჯი ოფისში.
ჯანმრთელობა - მეტად გაუფრთხილდით კისერს. მოერიდეთ მკვეთრ მოქმედებებს და ორპირს.
ქალწული
სიყვარული - იყავით მეტად მიმზიდველი საწინააღმდეგო სქესისთვის. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ ლაფსუსებს.
ფინანსები და კარიერა - კონკურენტებთან ბრძოლისთვის სხვა მეთოდები უნდა გამოიყენოთ. საკადრო და იურიდიული საკითხების მოგვარება კვირის ბოლოსთვის გადადეთ.
ჯანმრთელობა - დილა ვარჯიშით დაიწყეთ. გაუფრთხილდით შარდის ბუშტს.
სასწორი
სიყვარული - მარტოხელებს ფლირტისა და რომანტიკის კვირა ელით. ყველგან და ყველას გამოელაპარაკეთ, გაიუღიმეთ, კომპლიმენტებით აავსეთ.
ფინანსები და კარიერა - ცოდნის გაღრმავებას, კვალიფიკაციის ამაღლებას მეტი დრო დაუთმეთ. ზოგიერთმა შეიძლება ბიზნესის დაწყება გადაწყვიტოს.
ჯანმრთელობა - გაუფრთხილდით კუჭს, ნაწლავური ინფექცია რომ არ დაგემართო.
მორიელი
სიყვარული - საყვარელი ადამიანი ყველა სიგიჟეში, რომანტიკულ თავგადასავალაში აგყვებათ.
ფინანსები და კარიერა - საქმიანი შეხვედრები კვირის ბოლოსთვის გადაიტანეთ. მეტი დრო დაუთმეთ საკადრო და სახელფასო საკითხების მოგვარებას.
ჯანმრთელობა - ზომიერება გმართებთ ყველაფერში. განსაკუთრებით, თუ ვარჯიშობთ.
მშვილდოსანი
სიყვარული - გვერდიდან შეხედეთ საკუთარ თავს და ეცადეთ, მეტად სასურველი იყოთ საყვარელი ადამიანისთვის.
ფინანსები და კარიერა - ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას საქმიან პარტნიორებთან. მეტი დრო დაუთმეთ უძრავი ქონების, ინტერიერის საკითხის მოგვარებას.
ჯანმრთელობა - გამონახეთ დრო ვარჯიშისთვის, საღამოობით სუფთა ჰაერზე ისეირნეთ. ზომიერება გმართებთ გაკაჟებისას.
თხის რქა
სიყვარული - თუ არ შეიცვლებით და არც დამოკიდებულებას შეცვლით, საყვარელ ადამიანთან დაშორება გარდაუვალია.
ფინანსები და კარიერა - ყველა მნიშვნელოვანი წამოწყება მომავალი კვირისთვის გადადეთ. კვირის პირველ ნახევარში დაასრულეთ დაწყებული საქმეები.
ჯანმრთელობა - მეტი ყურადღება მიაქციეთ წნევის დარეგულრებას. თავის ტკივილის მკურნალობას.
მერწყული
სიყვარული - მეტად რომანტიკული და კონტაქტური უნდა იყოთ. ნუ იფიქრებთ მომავალზე დატკბით დღევანდელით.
ფინანსები და კარიერა - მოერიდეთ კლიენტებთან დაპირისპირებას. მოაწესრიგეთ დოკუმენტაცია. კვირის ბოლოს ახალი პროექტები ჩამოწერეთ.
ჯანმრთელობა - გაუფრთხილდით ხერხემალს, ნუ გადატვირთავთ მას.
თევზები
სიყვარული - ძლიერი რომანტიკული განცდები გელით. შეიძლება ბოლომდე ვერც კი მიხვდეთ, რა სურს თქვენგან თქვენს პარტნიორს.
ფინანსები და კარიერა - კოლეგებთან ერთად დაასრულეთ დაწყებული საქმეები. კვირის ბოლოს შეიძლება საინტერესო შემოთავაზებები მიიღოთ.
ჯანმრთელობა - ეცადეთ, სასარგებლო სასიამოვნოც იყოს. არ გაიცივოთ ფეხები.