3 საინტერესო და მისტიკური ისტორია სიზმრისმჭერზე, რომლებიც არ იცით

3 საინტერესო და მისტიკური ისტორია სიზმრისმჭერზე, რომლებიც არ იცით

ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, აჯიბვეს  ტომი ცხოვრობდა კუს კუნძულზე, ანუ დღევანდელი ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე. ტომის ხელმძღვანელი, ბებია ”ობობა" ძალიან ზრუნავდა  თითოეულ წევრზე. დროთა განმავლობაში აჯიბვე გაფართოვდა და კუნძულის ყველა მიმართულებით გაიფანტა, ამიტომ ბებიას ძალიან უჭირდა მათი მოვლა-პატრონობა. ბევრი ფიქრის შემდეგ, ქალმა გადაწყვიტა მათთვის  სიზმრებისმჭერის  ქსოვა ესწავლებინა. აჯიბვეს ტომის რწმენით, ამ ნივთის მრგვალი ფორმა მზის ყოველდღიურ მოგზაურობას აღწერს, ბუმბული კი სუნთქვისა და ჰაერის მეტაფორაა.

Astrologia

მეორე ლეგენდა გვიამბობს, რომ აჯიბეს ბელადს შვილი ავად გაუხდა. ციებ-ცხელებასა და მწვავე სიმპტომებს ღამით ნანახი კოშმარებიც დაემატა, ამიტომ შეშინებული ბავშვი აღარ იძინებდა. უძილობა კიდევ უფრო ამძიმებდა მის მდგომარეობას, იმის ფონზე, რომ სახალხო მედიცინა სრულიად უძლური აღმოჩნდა დაავდების წინაშე. მაშინ ტომის გრძნეულმა სპეციალურად ბავშვისთვის  სიზმრების მჭერი დაამზადა, სავსემთვარეობისას შეგროვებული  ტირიფის ტოტებით, და თავთან დაუკიდა. მეორე დღეს ბელადის ვაჟს სიცხემ დაუწია და გამოჯანმრთელებისკენ იბუნა პირი. მას მერე სიზმრისმჭერმა მკურნალის ფუნქციაც შეითავსა.

Astrologia

ლაკოტას ტომის ბელადი ერთ ღამეს ქარაფზე ავიდა და ცას დაუწყო ყურება. ვარსკვლავების თვალიერებასა და ფიქრში მას ჩაეძინა და უცნაური სიზმარი იხილა. თითქოს ობობაში ჩასახლებული გრძნეული მიუახლოვდა,  ტირიფის ტოტი მოწყვიტა  და  დაამრგვალა,  მერე  კი ზედ ფრინველის ბუმბული ჩამოჰკიდა. ობობამ ბელადს განუმარტა, რომ ტირიფის რკალი სიმბოლურად ადამიანის ცხოვრებას ასახავს,  ქსელი კი გზის მეტაფორაა. არსებობს ცხოვრების უამრავი მიმართულება, რომელიც შეიძლება ადამიანმა აირჩიოს, მაგრამ ყველა როდია ჭეშმარიტებისკენ მიმავალი. ბრძენმა დასძინა, რომ ამ აბლაბუდაში იხლართება უარყოფითი ენერგია, მაშინ როცა კეთილი - უპრობლემოდ მიემართება ადამიანისკენ. გაღვიძების შემდეგ ბელადს მართლაც დახვდა ხეზე ჩამოკიდებული  მისტიკური  სიზმრისმჭერი. თავის ხალხთან დაბრუნებულმა წინამძღოლმა, ბრძანება გასცა, რომ ყველას ლაკოტელს შინ ეს მაგიური ნივთი ჰქონოდა.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?