4 ნიშანი, რომელმაც 12 ოქტომბერს თამამად უნდა იმოქმედოს: გარისკეთ და მიიღეთ რადიკალური გადაწყვეტილებები

4 ნიშანი, რომელმაც 12 ოქტომბერს თამამად უნდა იმოქმედოს: გარისკეთ და  მიიღეთ რადიკალური გადაწყვეტილებები

ვერძი

რისკი თქვენი საუკეთესო მეგობარია, რის გამოც არაერთხელ წაგიმტვრევიათ ცხვირი, თუმცა ბევრჯერ გაგმართლებიათ კიდეც. შეუპოვარო, დაუდგრომელო და მამაცო ვერძებო, შეგიძლიათ ყველაზე აუხსნელი, გიჟური საქციელებიც კი ჩაიდინოთ, რადგან არცერთი ნაბიჯი სავალალო შედეგს არ მოიტანს, პირიქით, თქვენთვის სასიკეთოც კი აღმოჩნდება. დღეს ყურადღების ცენტრში მოექცევით თქვენი იუმორის გამო. ხორცს შეასხამთ შემოქმედებით იდეებს. ზოგიერთი ვერძს წვეულებაზე მიიპატიჟებენ, სხვები კი თავად შემოიკრებენ სამეგობრო წრეს და კარგადაც მოილხენენ.

Astrologia

ლომი

შუადღეს იგრძნობთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი რიგზეა ან უკეთესობისკენ შეიცვალა რიგი საკითხები.

აგავსებთ არსაიდან მოსული ენერგია და პოზიტივი. სიცილით სავსე, დადებითი ემოციების დღეა. იმოქომედეთ დაძაბულობის გარეშე. არ არის მოსალოდნელი გაურკვევლობები ან კონფლიქტები. შეგიძლიათ გარისკოთ და ჩაერთოთ საქმეში, რომელშიც ცოტა არ იყოს არაკომპეტენტური ხართ, ასევე გაესაუბროთ ლექტორს ქულის მომატებაზე, უფროსს დაწინაურებაზე, მეგობარს მნიშვნელოვან საკითხზე, რომელსაც აქამდე ერიდებოდით.

დღეს ყველა თქვენი ქმედება კარგი შედეგით დასრულდება.

Astrologia

სასწორი

დღეს შესაძლოა რადიკალური გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ, მაგრამ ნუ დაიწყებთ ორჭოფობას. სწორ გზას ადგახართ, თქვენი მსჯელობაც მართებულია კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. სასწორები, რომლებსაც შეხება აქვთ კლიენტთა ბაზასთან, წარმატებით გაართმევენ თავს მიღებულ დავალებებს.

საყვარელ ადამიანს თამამად გაუზიარეთ თქვენი სურვილები ან პრეტენზიები, რადგან 12 ოქტომბერს ვარსკვლავები კომუნიკაციას გიმარტივებენ, რაც გარანტაის იძლევა, რომ პარტნიორი მოგისმენთ, გაგიგებთ.

Astrologia

მშვილდოსანი

ის ადამიანი ნამდვილად არ ხართ, ვინც არსჯერ ზომავს და ერთხელ ჭრის... დღეს შეგიძლიათ

სპონტანურად იმოქმედოთ და იმის შიში არ გქონდეთ, წამგებიან გარიგებას დავდებ ან დავზარალდებიო.

თქვენს ცხოვრებაში დღეს გამოჩნდება ადამიანი, რომელიც სასიამოვნო ფლირტში შეგიტყუებთ.

ნუ შეგეშინდებათ აყოლის, ეს პიროვნება არც ვალდებულებებს დაგაკისრებთ და არც პასუხისმგებლობას აგკიდებთ, რომელიც ასეოდენ გეზიზღებათ (ან გაშინებთ).

Astrologia

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?