4 სუპერწარმატებული ცოლქმრული წყვილი

4 სუპერწარმატებული ცოლქმრული წყვილი

მერწყული და სასწორი ამ ნიშნის წარმომადგენლები ერთმანეთის მიმართ ინტერესს პირველი შეხვედრიდანვე იჩენენ, მათ შეუძლიათ საათობით ელაპარაკონ ერთმანეთს, მათ შორის დამყარებული კავშირი ხშირად სხვებისათვის გაუგებარია, თუმცა ეს მათ სრულებითაც არ უშლის ხელს დატკბნენ ურთიერთსიყვარულით. ამ ორი ნიშნის წარმომადგენლები მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობენ არ დაემსგავსონ სხვებს და არ იყვნენ სხვებზე დამოკიდებულნი. თუმცა თანაცხოვრების დაწყებისთანავე თითოეულ მათგანს შეუძლია წავიდეს კომპრომისზე და დაუთმოს პარტნიორს, რათა შეინარჩუნონ ურთიერთჰარმონია.

Astrologia

თევზები და მორიელი ამ ნიშნის წარმომადგენლები სწორედაც რომ ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი. ისინი ინტუიციურად ისწრაფიან ერთმანეთისაკენ, ამის გაგება მხოლოდ იმათ შეუძლიათ, ვისაც ერთხელ მაინც აქვს გამოცდილი მსგავსი რამ. ამ წყვილს შეიძლება გააჩნდეს განსხვავებული შეხედულებები და ინტერესები, მაგრამ აბსოლუტურად მსგავსია მათი წარმოდგენა ოჯახურ ურთიერთობაზე, რაც ასე მყარს ხდის მათ კავშირს. ხშირ შემთხვევაში ისინი თითქმის იდენტურად ფიქრობენ.

Astrologia

კურო და კირჩხიბი კუროსა და კირჩხიბს შორის შეიძლება დამყარდეს ძლიერი ფიზიკურ-ემოციური კავშირი. იმისათვის, რომ მიაღწიონ აბსოლუტურ ურთიერთგაგებას, ეხმარებათ ის, რომ ერთმანეთს იღებენ ისეთს, როგორებიც არიან გარეგნულად და შინაგანად. ამ თვისების წყალობით შეუძლიათ კონფლიქტი ჩვეულებრივ საუბარში გადაიტანონ. ურთიერთლტოლვას კი ინარჩუნებენ წლობით. მათი მყარი ქორწინების ძირითადი მიზეზი, როგორც წესი, არის უსიტყვო თანადგომა და გულწრფელი მადლიერება.

Astrologia

ვერძი და მერწყული

ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ გახდნენ არა მარტო კარგი წყვილი, არამედ კაგი გუნდიც ამოუწურავი ენთუზიაზმი და ლტოლვა თავგადასავლებისკენ, მათ ურთიერთობას განუმეორებელს ხდის. 24 საათიც რომ ერთად გაატარონ, ერთად ყოფნა არ მოსწყინდებათ, ამ გუნდის სიმყარე ვრცელდება არა მარტო ოჯახურ ურთიერთობებზე, არამედ სამსახურეობრივზეც. მათ შეუძლიათ წამოიწყონ და განავითარონ ოჯახური ბიზნესი ისე, რომ არ დააზიანონ პირადი ურთიერთობები...

Astrologia