5-11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

5-11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

კურო

სიყვარული - საყვარელ ადამიანზე მზურნველობისა და სექსუალური კონტაქტების კვირაა. გახსოვდეთ, რომ პარტნიორთან თანაბარი უფლებები გაქვთ.

ფინანსები და კარიერა - ნუ ხართ ზედმეტად თავდაჯერებული, ყველაფერი შეამომწეთ და გადაამოწმეთ. თუ არ გსურთ, შეცდომები დაუშვათ. კვირის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი საქმეებს მოგვარებთ.

ჯანმრთელობა - ჩაიტარეთ გეგმიური გამოკვლევა. მეტი ყურადღება მიაქციეთ კიდურებს.

ტყუპი

სიყვარული - პარტნიორში შეიძლება ახალი თვისებები აღმოაჩინოთ და ის თავიდან შეგიყვარდეთ. იქ სადაც სიყვარულია, შიშისა და უნდობლობის ადგილი არ უნდა იყოს.

ფინანსები და კარიერა - შეთანხმებების, ხელშეკრულებების გაფორმების, წარმატებების კვირა გელით. თუმცა, ისე ნუ აგივარდებათ თავში შეცდომები რომ დაუშვათ.

ჯანმრთელობა - ზომიერი ფიზიკური დატვირთვა სასარგებლოა. გაუფრთხილდით გულს, შარდსასქესო სისტემას.

კირჩხიბი

სიყვარული - ზოგიერთი იმიჯის შეცვლას გადაწყვეტს. პარტნიორად კი საუკეთესო უნდა აირჩიოთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ მეუღლის ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებს.

ფინანსები და კარიერა - კარგი კვირაა დოკუმენტებთან და ქაღალდებთან სამუშაოდ. დანიშნეთ საქმიანი შეხვედრები. მოაგვარეთ ინვესტიციებისა და კრედიტების საკითხები.

ჯანმრთელობა - უმნიშვნელო უსიამოვნო შეგრძნების გამოც კი უნდა მიაკითხოთ ექიმს. ჩაიტარეთ გამოკვლევა და იცხოვრეთ მშვიდად.

ლომი

სიყვარული - საყვარელ ადამიანთან ურთიერთობამ სიამოვნება უნდა მოგნიჭოთ და არა ნერვების მოშლა. მეტად გაეცით მზრუნველობა.

ფინანსები და კარიერა - მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. კვირის მეორე ნახევარში საქმიანი შეხვედრები დანიშნრთ. კარგი კვირაა სარეკლამო აქციების მოსაწყობად.

ჯანმრთელობა - რაც არ უნდა ხდებოდეს თქვენ გარშემო ეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე. გაუფრთხილდით ხმის იოგებს.

ქალწული

სიყვარული - გსურთ, რომ თქვენი მეწყვილე გარეგნობითაც იდეალური იყოს და გონებრივი მონაცემებითაც. თუ ასეთი კანდიდატი თქვენ გვერდით არაა, მარტო რომ არ დარჩეთ, პირველშემხვედრთან ააწყვეთ ურთიერთობა და ყურადღებას ნუ მიაქცევთ მის ნაკლოვანებას.

ფინანსები და კარიერა - თვითრეალიზაციის საშუალება მოგეცემათ. ბიზნესმენ ნიშნებს გაგიუმჯობესდებათ რეპუტაცია. კვირის მეორე ნახევარში - მატერიალური მდგომარეობა.

ჯანმრთელობა - მკურნალობის ტრადიციულ მეთოდებს შეგიძლიათ არატრადიციულიც შეუთავსოთ. გაუფრთხილდით თირკმელებს.

სასწორი

სიყვარული - პარტნიორთან ერთად მოაგვარეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები. ესაუბრეთ მას თქვენს შეგრძნებებსა და ინტიმურ სურვილებზე. ამ კვირაში მოულოდნელი შეხვედრა გულისცემას აგიჩქარებთ.

ფინანსები და კარიერა - მხოლოდ მშვიდ და ჰარმონიულ კოლექტივში შეძლებთ მუშაობას. ახალი იდეები უფროსს გააცანით. მეტად გამოავლინეთ ინიციატივა. არ გადაიღალოთ: არც ფიზიკურად და არც გონებრივად.

ჯანმრთელობა - გადაღლილობა ცუდად იმოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე. ექიმთან მისვლამდე ჩამოაყალიბეთ თქვენი ჩივილები.

მორიელი

სიყვარული - საყვარელი ადამიანის სურვილების გათვალისწინებით იმოქმედეთ. ეცადეთ, ასიამოვნოთ და ის თვისებები გამოავლინოთ მეტად, რის გამოც პირველად მოეწონეთ.

ფინანსები და კარიერა - თქვენს აზრს გაითვალისწინებენ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გავლენიან ადამიანებთან. დაიცავით ინფორმაცია (არავის გაუმხილოთ შემოსავლის წყარო, ხელფასის რაოდენობა) და არ გათქვათ ახალი იდეები.

ჯანმრთელობა - მოერიდეთ სარისკო ქმედებებს. ვარჯიშისას ზომიერება დაიცავით. კარგი კვირაა დასვეებისა და გარემოს შესაცვლელად.

მშვილდოსანი

სიყვარული - ნუ იტირებთ, როცა დაკარგავთ, რადგან არ დააფასეთ, როცა გქონდათ. მეტად სასურველი და მიმზიდველი უნდა იყოთ როგორც ახალგაცნობილ პარტნიორთან ისე იმასთან, ვისთანაც დიდხნიანი ურთიერთობა გაკავშირებთ.

ფინანსები და კარიერა - საქმიან წრეებში რეპუტაციას აიმაღლებთ. ახალი თანამშრომლები აიყვანეთ გუნდში. მოაგვარეთ ფინანსური და იურიდიული საკითხები.

ჯანმრთელობა - მოიწყვეთ განტვირთვის დღეები, თუ გახდომა გსურთ. გაუფრთხილდით ღრძილებსა და კბილებს.

თხის რქა

სიყვარული - თუ პიროვნება სერიოზულად მოგწონთ, ფლირტი ადამიანური ურთიერთობით ჩაანაცვლეთ. მეუღლისთვის მეგობარიც და თანამოაზრეც უნდა იყოთ. ხშირად გაანებივრეთ ის სიურპრიზებით.

ფინანსები და კარიერა - კარგი პერიოდია პიარ კამპანიის მოსაწყობად, ახალი კლიენტების მოსაზიდად. არავის გაუმხილოთ თქვენი ამბიციური ჩანაფიქრები.

ჯანმრთელობა - თქვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესება დამოკიდებულია იმ ექიმზე, რომელსაც აირჩევთ. ხალხურ მედიცინასაც მიაქციეთ ყურადღება.

მერწყული

სიყვარული - ოჯახი მხოლოდ სიამოვნება კი არა, ყოველდღიური შრომაა მის შესანარჩუნებლად. არაფერი მოიმოქმედოთ ისეთი, რითაც თქვენს პარტნიორს გაანაწყენებთ.

ფინანსები და კარიერა - რუტინული ვალდებულებების პარალელურად ახალი იდეების განხორციელებაზეც იზრუნეთ. ჩამოწერეთ გრაფიკი, კოლეგებსაც შეუთანხმეთ ვალდებულებების შესრულება.

ჯანმრთელობა - მოუფრთხილდით გულს. გაინებივრეთ თავი პოზიტიური ემოციებით. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, სიმშვიდეში.

თევზები

სიყვარული - რაც უფრო გულწრფელი იქნებით პარტნიორთან მით უკეთესია. მარტოხელებს გართობა, ფლირტი და რომანტიკა ელით. თუმცა, თუ ხვდებით, რომ ერთმანეთის მიმართ გულწრფელი გრძნობები გაკავშირებთ, გაასერიოზულეთ ურთიერთობა.

ფინანსები და კარიერა - ბიზნესში შეიძლება ახალი მიმართულება აირჩიოთ. კვირის მეორე ნახევარში მცირე რისკი დასაშვებია. მოერიდეთ სხვისი ფულის თქვენი სურვილისამებრ ფლანგავას.

ჯანმრთელობა - არ გაირთულოთ ჯანმრთელობა. დროულად მიხედეთ იმ სიმპტომებს, რომლებსაც აქამდე ყურადღებას არ აქცევდით. მოერიდეთ მზის სხივებს, ცეცხლს. აგრეთვე, არ გადატვირთოთ სისხლძარღვები. განსაკუთრებით, თუ მიდრეკილი ხართ სპაზმებისადმი.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?