ავტორი:

5 რამ, რასაც ბედნიერი ადამიანები დილით საწოლიდან ადგომამდე აკეთებენ

5 რამ, რასაც ბედნიერი ადამიანები დილით საწოლიდან ადგომამდე აკეთებენ

ახელ თვალებს და დროა ადგე... უამრავი რამ გაქვს გასაკეთებელი, თუმცა ჯერ მოიცა… კარგი დასაწყისი, ნახევრად გაკეთებული საქმეაო, ამბობენ. ყოველი დილა დასაწყისია. ყოველ დილით თავიდან იბადები… გეძლევა შესაძლებლობა უკეთესად აკეთო შენი საქმე. ბედნიერება შინაგანი მდგომარეობაა და შენ ვერ იცხოვრებ პოზიტიური ცხოვრებით, თუკი ნეგატიური აზრებით იქნები სავსე.

ეს 5 მარტივი რამ, რაც ყოველ დილით საწოლიდან ადგომამდე უნდა გააკეთო, დაგეხმარება შენში არსებული ენერგია მთლიანად დადებითისკენ მიმართო და როცა უკვე ჩვევად გექცევა, გაიგებ, რას ნიშნავს, იყო ბედნიერი და წარმატებული:

1. გამოხატე მადლიერება

ყოველი ახალი დღე სიცოცხლისთვის მადლობის გადახდის მიზეზია. წარმოიდგინეთ, რომ რაღაც არაფერზე მეტი არსებობს და ვარსებობთ ჩვენ, საოცარი არსებები, საოცარი რეალობით. ჩვენ ვეჩვევით და გვავიწყდება, რამდენი რამ გვაქვს სამადლობელი. ნუ დაემსგავსებით იმ ხალხს, რომლებიც მხოლოდ მაშინ ხვდებიან რა სიმდიდრის პატრონები არიან, როცა მას კარგავენ. იყავით მადლიერი საკუთარი თვალებისთვის, იყავით მადლიერი ხელებისთვის, ფეხებისთვის, ჯოხისთვის, რომელსაც ეყრდნობით და სახეებისთვის, რომლებიც გიყვართ.

ყოველთვის იარსებებს რაღაც, რაც გინდათ და არ გაქვთ, ამაზე ფოკუსირება არ ღირს. ეს მხოლოდ ტანჯვას მოგგვრით. ჩვენ ხშირად იმაზე ფიქრში, რაც არ გვაქვს, გვავიწყდება იმით სიხარული, რაც გვაქვს. ეს არასწორია. როგორც კი თვალებს გაახელ, აუცილებლად უნდა გაიხსენო ყველაფერი, რისთვისაც მადლობელი ხარ. გადაიხადე მადლობა, რომ სუნთქავ, რომ მადლობის გადახდა შეგიძლია. წაიკითხეთ სრულად

ზოდიაქის ნიშნები, რომლებმაც წლის ბოლომდე კარმა უნდა გაისუფთაონ

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

ნუმეროლოგიური გამოთვლები: რას მოიტანს 2020 წელი თქვენს ცხოვრებაში და რა ცვლილებებია გარდაუვალი?