1. ყოველდღიურად ჩამოწერეთ თქვენი სურვილები და გეგმები. გამოყავით დრო და დეტალურად აღწერეთ თითოეული სურვილი სხვადასხვა ვარიაციით. დაიწყეთ პატარა ნაბიჯების გადადგმა, რათა დიდი სურვილი აისრულოთ.
2. სიფრთხილე გმართებთ ტკბილეულობასთან და ცომეულთან, რადგან სწორედ ამ პერიოდში, მთვარის შევსებასთან ერთად, იმატებს ადამიანი ზედმეტ კილოგრამებს.
3. თუ თმის გაზრდა გაქვთ გადაწყვეტილი, ბოლოები შეიჭერით და თმა უფრო სწრაფად გაიზრდება.
4. თუ სახლის დალაგების დროს უსარგებლო ნივთები აღმოაჩინეთ, მათ გადაყრას ნუ იჩქარებთ, მთვარის კლებას დაელოდეთ. ის, რასაც ახლა გადააგდებთ, მომავალში აუცილებლად დაგჭირდებათ.
5. თუ რომანტიკულ ურთიერთობას მზარდი მთვარის პერიოდში დაიწყებთ, შანსი გაქვთ, იგი დიდხნიან და მყარ ურთიერთობაში გადაიზარდოს.