ავტორი:

8 ნიშანი იმისა, რომ კაცს ნამდვილად უყვარხართ

8 ნიშანი იმისა, რომ კაცს ნამდვილად უყვარხართ

ნებისმიერ ქალს, როცა მამაკაცის მიმართ სიმპატიები უჩნდება, უჩნდება შეკითხვაც - რას გრძნობს ის? სერიოზულად დაინტერესებულია, თუ უბრალოდ ერთობა?

ქალები, როგორც წესი ინტუიციას ენდობიან, მაგრამ შეუძლია კი ინტუიციას შეუცდომლად შეაფასოს გრძნობები? ინტუიცია ხომ სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი გაუცნობიერებელი, მაგრამ ღრმად შენახული გამოცდილება, გარდა ამისა, ინტუიციის პირველი სიგნალი არც ისე ძლიერია და შეიძლება ყოველდღიურ სიჩქარეში ჩვენ საერთოდაც არ მივაქციოთ მას ყურადღება. მეორეც, ინტუიცია ჩვენ შეიძლება დავუქვემდებაროთ ჩვენს სურვილებსა და მოლოდინებს. ზუსტად ამ შემთხვევაზე ითქმის, რომ ინტუიცია გღალატობს.

თუ თქვენ არ ენდობით საკუთარ ინტუიციას, მაშინ თქვენ გჭირდებათ ურთიერთობის გაცილებით ღრმა ანალიზი.

გაინტერესებთ, მართლა უყვარხართ თუ არა?

პირველ რიგში, სიყვარულისა და შეყვარებულობის მდგომარეობაში ყოფნის ერთმანეთისგან გარჩევა უნდა ისწავლოთ. შეყვარებულობის დროს პარტნიორს აიდეალებთ, მიაწერთ ყველა ღირსებას, თვალები გიბრწყინავთ სიყვარულის ობიექტის ყველა ქმედებაზე და გიჩნდებათ შეხების სურვილიც. საქმე ისაა, რომ შეყვარებულობა საკმაოდ მოკლევადიანია. მაქსიმალური ხანგრძლივობა 3 წელია.

სიყვარული შეყვარებულობისგან განსხვავებით გაცილებით ხანგრძლივი და სტაბილურია, რომელიც ყალიბდება ადამიანის შეცნობის საფუძველზე, პარტნიორებს კარგათ ესმით ერთმანეთის და იციან ერთმანეთის სუსტი და ძლიერი მხარეების შესახებ. ნამდვილის სიყვარული სულაც არ არის ბრმა. ნამდვილი სიყვარული შეუძლებელია, თუ ადამიანს არ იცნობ მთელი თავისი ემოციური სიღრმეებით. წაიკითხეთ სრულად

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც კორონავირუსით დაინფიცირების ნაკლები შანსი აქვთ - ნახეთ, ხართ თუ არა სიაში

ამერიკელი ფსიქოლოგის 25 ფრაზა, რომელიც კორონავირუსს დაგავიწყებთ

რა ზემოქმედებას ვახდენთ ერთმანეთზე ლანძღვით, მოთქმით და ნეგატიური აზრებით - როგორ მუშაობს ფიქრის ენერგია?