ასტროლოგისა და ასტროფსიქოლოგის ალექსანდრ ლიტვინის პროგნოზებს ჩვენ არაერთგზის ვთავაზობთ ხოლმე ჩვენს მკითხველს. ლიტვინი "ექსტრასენსთა ბრძოლის" ერთ-ერთი სეზონის გამარჯვებული და ტრიუმფატორიც გახლავთ, რაც მის ნიჭს წინასწარ განჭვრიტოს ზოგადი მოვლენები კიდევ უფრო აძლიერებს. ამჯერად მის მიერ შედგენილ თებერვლის თვის პროგნოზს გთავაზობთ.
ლიტვინის აზრით, თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ინტუიციური და აგრესიული თვეა ერთობლივად. ადამიანები ამ თვის მანძილზე თავისებურ "სიცრუის დეტექტორებს" გვანან და ხშირად იმაზე მარტივად ხვდებიან ტყუილს ვიდრე ეს ერთი შეხედვით წარმოუდგენიათ თავად მათაც და სხვებსაც. ამიტომ ამ თვის საკვანძო სიტყვა ურთიერთობებში გულწრფელობა და სიმართლე უნდა იყოს აუცილებლად.
თებერვალი აგრესიის კოეფიციენტის მხრივ საკმაოდ მაღალ რისკფაქტორებს აერთიანებს საკუთარ თავში. ამ თვის მანძილზე ხშირად ხდება კონფლიქტების წამოწყება. ლიტვინი განსაკუთრებული სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს ადამიანებს, ვისაც მაღალი პოსტი უპყრია ხელთ. ასევე მათ, ვისაც მომსახურების სფეროში უწევს საკუთარი პროფესიული ვალის მოხდა. კონფლიქტების ალბათობა მათ შემთხვევაში ყველაზე დიდი იქნება.
სასიყვარულო სფეროში თებერვალი დელიკატურობას და მეტ დაკვირვებას ითხოვს. ამ თვის მანძილზე აქტიურდება ურთიერთობებში გაურკვევლობის ალბათობა, ამიტომ აუცილებელია ნებისმიერი თქვენი ქმედება კარგად იყოს გაანალიზებული და პარტნიორისთვის გასაგები ნაბიჯები გადადგათ ნებისმიერი კუთხით. გახსოვდეთ, რომ თებერვლის თვეში ნებისმეირი სახის გასაიდუმლოებული ამბავი ან ბოლომდე არცთუ გარკვევით ნათქვამი, ორაზროვანი ფრაზები აღიქმება როგორც ტყუილი და ორპირობა. იყავით მაქსიმალურად გულწრფელი და ღია როცა საქმე სასიყვარულო კავშირებს ეხება. მხოლოდ ასე შეძლებთ თავიდან აიცილოთ მრავალრიცხოვანი კონფლიქტები.
ჯანმრთელობის მხრივ თებერვალში ყველაზე დიდი პრობლემა სრულფასოვანი ძილისა და გამოძინების საკითხი იქნება. ლიტვინი გვირჩევს, მაქსიმალურად ბევრი ვიძინოთ, საიმისოდ, რომ ჩვენმა ფსიქიკამ ჩვეულ რიტმში შესძლოს მუშაობა. ალბათ მიხვდით, რომ ამ თვის ძირითადი პრობლემა ნერვებთან იქნება დაკავშირებული. ამიტომ მათთვის, ვინც ზოგადად არ გამოირჩევა ნერვული სისტემის სიმყარით აუცილებელია თვის დასაწყისში ექიმთან ვიზიტი და გადაკონტროლება. ამ თვის მანძილზე აუცილებელია ასევე ფიზიკური დატვირთვაც. იმიტომ რომ ვარჯიში შესანიშნავად მოგცემთ საშუალებას გათავისუფლდეთ დაგროვილი სტრესისგან, რაც ისევ და ისევ ნერვებთან დაკავშირებული პრობლემების ბრალია.
სამსახურის და ფინანსური სფეროს კუთხით თებერვალს ყველაზე მეტი წინსვლისა და წარმატების მოტანა სამხედრო ან ძალოვან სტრუქტურაში დასაქმებული ადამიანებისთვის შეუძლია. ლიტვინი თვლის, რომ ეს თვე ასევე კარგია სპორტსმენებისთვისაც პროფესიული წინსვლის კუთხით. გარდა ამისა წარმატებული იქნება თვე მკვლევრებისთვის, გეოლოგებისა და ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის. ხოლო მათთვის, ვისაც ოფისის რუტინასთან უწევს გამკლავება, თებერვალი მოიტანს დიდ მოუსვენრობას, რომელიც ენერგიის მოზღვავებას უკავშირდება. ამიტომ ზემოხსენებული ფიზიკური დატვირთვის თემა ერთმნიშვნელოვნად აქტუალურია ამ მხრივ.
ფულთან დაკავშირებით ალექსანდრ ლიტვინი ყველას ეკონომიას ურჩევს. თებერვალი მისი აზრით, ერთ-ერთი "სამართლიანი" თვეა. ბონუსებსა და პრემიებს მხოლოდ თავგადაკლული მუშაობის შედეგად უნდა ველოდოთ და არა მხოლოდ მოვალეობების მოხდის გამო სამსახურში. ერთადერთი სფერო, სადაც ასტროლოგი არ გვირჩევს ეკონომიას, არის მოგზაურობა. ამიტომ თებერვალი თამამად შეგიძლიათ ახალი ეგზოტიკური ქვეყნის მოსანახულებლად გამოიყენოთ.