"მტკივანზე ფეხის დაბიჯება" – ანუ ტაბუდადებული თემები, რომლის შესახებაც ამა თუ იმ ინდივიდს საუბარი არასოდეს ეხალისება. უფრო მეტიც, ეს მას პირად შეურაცხყოფად მიაჩნია. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს გააჩნია მსგავსი "აქილევსის ქუსლი" და იგი 3 უმთავრესი, აკრძალული შეკითხვით კომპლექტდება:
ვერძს არასოდეს უნდა ჰკითხოთ – შენ ამას შეძლებ? შეძლებ ჩემზე უკეთ? უი, ეს შენ გააკეთე?
კუროს არასოდეს უნდა ჰკითხოთ – მასესხებ თანხას 3 კვირით? ასე უცებ მოგშივდა? შენი კაბა (შარვალი) მათხოვე.
ტყუპს არსოდეს უნდა ჰკითხო – ხომ არ დაიღალე ლაპარაკით? რა თემაზე საუბრობდი? არ გინდა ცოტა ხანს სიჩუმით დავტკბეთ?
კირჩხიბს არასოდეს უნდა ჰკითხო – ხელფასი რამდენი გაქვს? ბანკში დანაზოგს აკეთებ? ბავშვობაში მკაცრად ხომ არ გსჯიდნენ?
ლომს არასოდეს უნდა ჰკითხო – ეს კაცი ხომ შენი უფროსია? როდის დაგაწინაურებენ? გინდა დაგეხმარო?
ქალწულს არასოდეს უნდა ჰკითხო – გაურეცხავი ხილის ჭამის ხომ არ გეშინია, ხიდან დაკრეფილია, ჯანმრთელობის პრობლემები ხომ არ გაწუხებს? წინააღმდეგი ხომ არ ხარ შენი სამზარეულო ავრიე?
სასწორს არასოდეს უნდა ჰკითხო – რომელი ფერი გიყვარს? რას ფიქრობ გლობალური დათბობის საკითხზე? მიგაჩნია რომ ეს კაცი დამნაშავეა?
მორიელს არასოდეს უნდა ჰკითხო – ამ ბიჭმა ბავშვობაში გცემა? ეს ის გოგო არ არის ცალმხრივად რომ გიყვარდა? დარწმუნებული ხარ რომ გაიმარჯვებ?
მშვილდოსანს არასოდეს უნდა ჰკითხო – შენ მიერ მოყოლილ ანეკდოტზე უნდა სად უნდა გავიცინოთ? ვერ შეგამჩნიე, გვერდით ჩამიარე? ჩემი ვალის დაბრუნებას როდის აპირებ?
თხის რქას არასოდეს უნდა ჰკითხოთ – შეგიძლია დიპლომი მანახო, რომელ უნივერსიტეტში სწავლობდი? დედის ხაზით დიდგვაროვანი ხომ არ ხარ? დაოჯახებას როდის აპირებ?
მერწყულს არასოდეს უნდა ჰკითხო – დანაპირებს როდის შეასრულებ? რომ დამჭირდე ყოველთვის ჩემ გვერდით იქნები? არასოდეს შეიცვლი აზრს?
თევზებს არასოდეს უნდა ჰკითხო – დეპრესია ხომ არ გიტევს? გინდა დავლიოთ? არაფერი გაწუხებს – მომიყევი.