„აკრძალული საჩუქრების“ შავი სია დამდეგი 2015 წლისთვის

„აკრძალული საჩუქრების“  შავი სია დამდეგი 2015 წლისთვის

საახალწლო საჩუქრებით ახლობელი ადამიანების გახარებას შეეხება ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ ერთი სატატია. ამჯერად კი იმ ნივთების სიას გთავაზობთ, რომელთა ჩუქებისგანაც სასურველია თავი შეიკაოთ დამდეგი წლის სიმბოლიკისა და სტიქიის გათვალისწინებით.

მაშ ასე, აკრძალული საჩუქრების შავი სია ასე გამოიყურება:

თავი შეიკავეთ ფეთქებადსაშიში, აალებადი ნივთების ჩუქებისგან (იარაღი, სანთებელა, დეკორატიული სანთლები და ა.შ.) . ყველაფერი რაც ცეცხლთან კავშირშია ცხვრის წელს არ უხდება. გამომდინარე იქიდან, რომ დამდეგი წელიწადი ხის ცხვრის/თხის წელია, ყველაფერი რაც ცეცხლთან კავშირშია შეუსაბამობაში მოდის ხის მასალასთან. შესაბამისად, თუკი მსგავსი ტიპის "აკრძალულ ნივთებს" უსახსოვრებთ ვინმეს საჩუქრად, ასტროლოგების აზრით, ამ ადამიანთან ჩხუბი და კამათი მთელი წლის მანძილზე გარდაუვალი იქნება.

ასევე თავი უნდა შეიკაოთ ტექნიკის ჩუქებისგან. განსაკუთრებით კი ისეთი ტექნიკაა "შავ სიაში", რომელიც უსიამოვნო ან მძაფრ ხმას გამოსცემს (მუსიკალური ცენტრი, დინამიკები, ფლეერი და ა.შ.) . ცხვარი სიმშვიდის მოყვარული ცხოველია, ქაოსს და ხმაურს ვერ ეგუება.

ნაკლებად გააკეთეთ არჩევანი საჩუქრებზე, რომელიც ხელოვნური ან სინთეტიკური მასალისგანაა დამზადებული. მაქსიმალური უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივ ელემენტებს. ამიტომ თუკი ვინმეს სამოსს, აქსესუარებს ან ფეხსაცმელს ჩუქნით, იგი ნამდვილი ტყავის, შალის, მატყლის მასალაზე უნდა იყოს დამზადებული. ცხვრის წელში ყველაფერი აქტუალურია, რაც ბუნებასთან ახლოს იქნება.

საჩუქრის არჩევისას, ადრესატის გემოვნება და მოთხოვნებიც გაითვალისწინეთ. უპირატესობა პრაქტიკულ ნივთებს მიანიჭეთ. ცხვარი/თხა საკმაოდ მერკანტილური არსებაა, ამიტომ მისთვის საჩუქრის ფასთან ერთად, მის ხარისხს და პრაქტიკაში გამოყენების საშუალებასც ექნება დიდი მნიშვნელობა.

წყარო .esotericblog.ru

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?