აქსესუარები, სამოსი და ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ვერძი

აქსესუარები, სამოსი და ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ვერძი

იმიჯს და გარშემო მყოფებთან დამოკიდებულებას განაპირობებს, არამედ იმაზეც აგებს პასუხს ვის როგორი გემოვნება აქვს ჩაცმა-დახურვის საკითხში. მოდის ასტროლოგები, რომელთა მომსახურებითაც საზღვარგარეთ ბევრი წამყვანი დიზაინერი სარგებლობს მიიჩნევენ, რომ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალს, კონკრეტული ფერის, ფაქტურის და სილუეტის მქონე ტანსაცმელი უხდება. მმართველი პლანეტის ხასიათიდან გამომდინარე, რომელიც თქვენ ზოდიაქოს ნიშანს მართავს შეგიძლიათ ზუსტად შეარჩიოთ აქსესუარები, კოსმეტიკა და ვარცხნილობის ტენდენციებიც კი. ასე რომ, ამჯერად, თითოეული ნიშნის შესახებ კონკრეტულ რეკომენდაციებს გთავაზობთ იმის შესახებ, თუ როგორი იმიჯი იქნება თქვენთვის მისაღები ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე.

სტატიების ციკლს, რა თქმა უნდა, ვერძით ვიწყებთ

თუკი თქვენი ზოდიაქოს ნიშანი ვერძის პერიოდს შეესაბამება, უნდა იცოდეთ, რომ მმართველი პლანეტა ცეცხლოვანი მარსი განიჭებთ გამოკვეთილ შარმს და სექსუალურობას. შესაბამისად, გადამეტებულად ვულგარული მაკიაჟით, სამოსის უხეში ფორმებით, უსისტემოდ წამოსხმული აქსესუარებით და მძაფრი სუნამოს გამოყენებით აუცილებლად დაიმსახურებთ საზოგადოებაში უგემოვნო ადამიანის სტატუსს.

ვერძის ნიშნით დაბადებულ ქალებში მსოფლიო დონის სტილისა და მოდის კანონმდებლები შედიან - ანა დელორუსო, სარა ჯესიკა პარკერი, ვიქტორია ბეკჰემი ... მოკლედ, რომელი ერთი ჩამოვთვალო მეტი ინსპირაციისთვის?.. ამიტომ კარგად დააკვირდით ამ ქალების იმიჯს და ჩაცმულობას. მათ ზუსტად მიაგნეს საკუთარი ზოდიაქოს ნიშნისთვის შესაბამის ჰარმონიულ ზღვარს - სითამამესა და ვულგარულობას შორის. ვერძს კი მოგეხსენებათ ყველაფერში პიროველობა უყვარს, ეს ცუდი არ არის. თუმცა, სამოსით საზოგადოების ყურადღების მისაქცევად საკმარისია თამამი ფერთა გამა ან ორიგინალური აქსესუარები გამოიყენოთ მხოლოდ და არა თქვენი აგრესიული ხასიათი.

ვერძები ცეცხლის სტიქიას განეკუთვნებიან ამიტომ მათ ძალიან უხდებათ ჟოლოსფერი, მკვეთრი წითელი, აგურისფერი, მუქი ატმისფერი. გარდა ამისა, ისინი შესანიშნავად იხდენენ მდიდრულ შავ ფერს.

Astrologia

ვარცხნილობის მხრივ, ხშირად ანიჭებენ უპირატესობას უახლეს ტენდენციებს და საკამოდ ეფექტურად ატარებენ ულტრა-მოდური სტილის, ფერისა და ტონალობის ვარცხნილობებს. ნუ დაგავიწყდებათ, ვერძის შესაბამისი ორგანო ასტროლოგიურად თავი გახლავთ, ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები, თმის მოვლა-პატრონობას და ვარცხნილობის შერჩევას უდიდეს დროს უთმობენ . ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბდებულებს ძალიან უხდებათ წითური, მუქი აგურისფერი, მკვეთრი ქერა ან სულაც შავი თმა, ბიჭური ვარცხნილობით. ვერძების უმეტესობას ღია ფერის თვალები აქვს (მწვანე, ლურჯი, ჭრელი) ამიტომ მაკიაჟის მხრივ სავსებით შეუძლიათ გამოიყენონ მუქი ფერის თვალის ჩრდილი, უპირატესობა მიანიჭონ ე.წ. smoky eyes-ს და მკვეთრი ფერის პომადებს.

აქსესუარებიდან სათვალე, სამაჯურები და ბეჭდები უყვართ. იშვიათად ატარებენ ყელსაბამებს.

სამოსის მხრივ, უპირატესობას ანიჭებენ კომფორტულ, მაგრამ გამოკვეთილად მოდურ იმიჯს. ხშირად შეხვდებით ჯინსებით ოფიციალურ საღამოებზე. მათთვის ჯინსის სამოსი ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული ტანსაცმელია.

სუნამოს გამოყენებისას ასტროლოგების აზრით, ვერძმა დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინოს. სასურველია, არ შეარჩიოს მკვეთრი, ზედმეტად მძაფრი არომატები, რაც მის ისედაც გამორჩეულ და სექსუალურ იმიჯს ზედმეტად გამოკვეთს . სასურველია, უპირატესობა მიანიჭოთ გრილი ან ნახევრად გრილი ტონალობის სუნამოებს. ეს თქვენში დაფარული ქალურობის წარმოჩენას შეუწყობს ხელს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?