შტრიხებს, ვიზუალურ იმიჯს და გარშემო მყოფებთან დამოკიდებულებას განაპირობებს, არამედ იმაზეც აგებს პასუხს ვის, როგორი გემოვნება აქვს ჩაცმა-დახურვის საკითხში. მოდის ასტროლოგები, რომელთა მომსახურებითაც საზღვარგარეთ ბევრი წამყვანი დიზაინერი სარგებლობს მიიჩნევენ, რომ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალს, კონკრეტული ფერის, ფაქტურისა და სილუეტის მქონე ტანსაცმელი უხდება. მმართველი პლანეტის ხასიათიდან გამომდინარე, რომელიც თქვენ ზოდიაქოს ნიშანს მართავს შეგიძლიათ ზუსტად შეარჩიოთ აქსესუარები, კოსმეტიკა და ვარცხნილობის ტენდენციებიც კი. ასე რომ, ამჯერად გთავაზობთ თითოეული ნიშნის შესახებ კონკრეტულ რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ როგორი იმიჯი იქნება თქვენთვის მისაღები ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე.
ქალი კურო და მისი იმიჯი
კურო მიწის სტიქიის წარმომადგენელია, ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს თანდაყოლილი და ბუნებრივი სილამაზე გააჩნიათ, რომელიც ყოველგვარი კოსმეტიკის და მოვლის გარეშეც ხანდაზმულ ასაკამდე უსვამს ხაზს მათ გარეგნობას.
კურო ქალები იშვიათად არიან ზედმეტად პრანჭიები, მიუხედავად იმისა, რომ მათ ზოდიაქოს სილამაზისა და მშვენიერების პლანეტა ვენერა მართავს. მათში ვენერას თვისებები უფრო შინაური კომფორტის მოწყობით, კარგი კულინარიული ნიჭითა და იდეალური ცოლის სტატუსით ვლინდება. ამასთან ერთად, არის ამ ქალებში მაინც რაღაც ისეთი, რაც ნებისმიერ სრულფასოვან მამრს მაგნიტივით იზიდავს. იმ შემთხვევაშიც კი თუ კურო ქალი ზედმეტად არ მისდევს მოდურ ტენდენციებს და სტილს.
ასტროლოგები თვლიან, რომ კუროს ნიშნით დაბადებულ ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ სამოსსა და აქსესუარებში ზომიერება. ბუნებრიობა ან მასთან მაქსიმალურად მიახლოებული მიდგომაა კუროსთვის სამოსისა და მაკიაჟის შერჩევის დროსაც ყველაზე მთავარი პრიორიტეტი. გურმანული თვისებების გამო, ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალებს ხშირად საკმაოდ სავსე სხეულის ფორმები გააჩნიათ
. ასეც რომ არ იყოს, არც ერთი კურო არ იქნება გაძვალტყავებული და გამხდარი. შესაბამისად, მათთვის სასურველია მაქსი ან მიდი სტილის ქვედაბოლოების ტარება. ისეთი სილუეტით, რომელიც ლამაზ თეძოებს კარგად უსვამს ხაზს. ამასთან ერთად, ბევრი კურო მკერდის იდეალური ფორმებითაც დაიკვეხნის - შესაბამისად, დეკოლტე, ან ღრმად ამოჭრილი, გამჭვირვალე ტოპი კურო ქალს გასაოცარ სექსუალურობას შესძენს.
ცნობილი კუროები არიან - ლეტიცია კასტა, კატრინ დენევი, რენე ზელვეგერი... მათ გარეგნობაში არ შეიმჩნევა ზედმეტობა, თუმცა უბრალოება სულაც არ აკნინებს არც ერთ მათგანს.
კუროებს ძალიან უხდებათ ცისფერი, ფირუზისფერი და ლურჯის ნებისმიერი ელფერი. ისინი კარგად იხდენენ მარგალიტის, ფირუზის ან ზურმუხტის სამკაულებს. თუმცა ასტროლოგები ამ მხრივ მათ სიფრთხილეს ურჩევენ, სასურველია, რომ კურომ იშვიათად გამოიყენოს მასიური ზომის აქსესუარები და უპირატესობას სადა, დახვეწილი დიზაინის მქონე, მომცრო ნივთებს მიანიჭოს. რათა სხეულის სავსე ფორმები, დიდი ზომის სამკაულმა კიდევ უფრო არ "დაამძიმოს".
ვარცხნილობის მხრივ კუროს უხდება მსუბუქად ხვეული, საშუალო ან საკმაოდ გრძელი თმა. მათ უმრავლესობას მოსწონს ბუნებრივი ტონალობა, თუმცა ქერა ან ჟღალი კუროც რომ ნახოთ მაინც მოიხიბლებით მისით . ამ ზოდიაქოს ნიშნის ქალებს იშვიათად მოსწონთ რთული, აბსტრაქტული ან ულტრამოდური ვარცხნილობები. ისინი ზოგადადაც, იშვიათად ატარებენ ექსპერიმენტს თმაზე. ბუნებრიობა და სისადავე ურჩევნიათ ყველაფერს.
რაც შეეხება სუნამოს, სურნელის თემა კუროს აქილევსის ქუსლია. ამიტომ სუნამოს შერჩევაში ბევრი კურო დიდ დროს, ენერგიას და კოლოსალურ ფინანსებს ხარჯავს . ამ ქალებს მოსწონთ რბილი, ოდნავ გრილი და ქალური სუნი. თუმცა, არცთუ იშვიათად, მამაკაცური სუნამოებითაც იხიბლებიან.