ჩვენს მართლაც რომ ძალზე ნიჭიერ კონკურსანტს ევროვიზიაზე - ნინა სუბლატს. რა თქმა უნდა, კითხვაც - გავა თუ არა ნინა, საბოლოო ჯამში ფინალში ერთობ აქტუალურად დგას დღის წესრიგში. იმ შემთხვევაში თუ ასტროლოგმა ამა თუ იმ ადამიანის ზუსტი დაბადების მონაცემები იცის, სავსებით შესაძლებელია რეალურთან 99% მიახლოებული პროგნოზების გაკეთება. თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ სამწუხაროდ ნინას დაბადების ზუსტი მონაცემები არ გვაქვს ხელთ, მისი კოსმოგრამის მიხედვით გარკვეული ინფორმაციის მოწოდებით შემოვიფარგლებით და ასე თუ ისე შევეცდებით ვივარაუდოთ, აქვს თუ არა ამ გოგონას შანსი საბოლოო წარმატების მისაღწევად.
ნინა ზოდიაქოს ნიშნით მერწყულია - თანაც ამ ნიშნის საკმაოდ ტიპური წარმომადგენელი, გამომდინარე იქედან, რომ მის პირად რუკაზე პლანეტების დიდი წილი მერწყულის ზოდიაქოში ხვდება. იგი სიახლეების მოყვარული, ნოვატორული აზროვნების მქონე, გამოკვეთილი ინდივიდუალიზმის მატარებელი ადამიანია და ეს უდავოდ ჩანს.
თუმცა, მის პირად კოსმოგრამაზე ასევე შეინიშნება მორიელისა და მშვილდოსნის ნიშნების გავლენა. მათ შორის გამორჩეულად დომინირებს მორიელი. ამიტომაც ტოვებს პერიოდულად ეს ადამიანი მორიელური შარმისა და ქარიზმატულობის ასოციაციას მნახველში. პლუს ამას მისი იმიჯი: მუქი ფერები, გოთური ელემენტები სამოსში - სავსებით შეესიტყვება მორიელის სახასიათო შტრიხებს.
ნინა საკმაოდ რთული კარმული პროგრამით დაიბადა. ამიტომ მის ცხოვრებაში ბევრი აღმასვლა და დაცემა იქნება. იქნება დანაკარგებიც, როგორც ფინანსური, ისე ადამიანური კუთხით და იქნება დიდი კონფლიქტებიც, მათ შორის ზემდგომ ან ჩინით აღმატებულ ინდივიდებთან. ეს არის ამაყი და საკმაოდ თავმოყვარე ადამიანი. ფიცხი და პერიოდულად უაპელაციოდ ჯიუტიც შეიძლება იყოს.
ამასთან ერთად, იზიდავს აგრესიას და შესაბამისად, სასურველია, თუკი თავად არასოდეს გაამწვავებს სიტუაციას გარშემო მყოფებთან. იმიტომ რომ, აგრესიული საქციელითა და უაპელაციო პრინციპულობის გამოვლენით, საზოგადოება მას უბრალოდ დაბლოკავს და ხალხი დისკრიმინაციას გაუწევს მის პიროვნებას. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ადამიანს აქვს გასაოცარი სამსახიობო ტალანტი და გარდასახვის უნიკალური ნიჭი. ამიტომ მონდომების და მკაცრი თვითკონტროლის შემთხვევაში, მისთვის ფაქტობრივად არ იარსებებს მიუღწეველი მიზანი და გადაულახავი დაბრკოლება.
ნინას რუკაზე ფიქსირდება იშვიათი კეთილდღეობისა და საყოველთაო პოპულარობის სიმბოლო - ვარსკვლავი ტოლიმანი, რომელიც მფლობელს საყოველთაო ცნობადობას და დიდ წარამატებას ჰპირდება . თუმცაღა, პირადი ცხოვრების შევიწროების ხარჯზე.
წლევანდელი წელი სავსებით შესაძლებელია ნინასთვის მნიშვნელოვანი მიღწევების წლად იქცეს, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ეყოფა მონდომება და ნებისყოფა საიმისოდ, რომ საკუთარი თავი მეთოდურ მუშაობას, დაგეგმილად მოქმედებას და წესრიგს მიაჩვიოს . გარკვეული რეჟიმის და დაუღალავი შრომის გარეშე იგი ნაკლებად შეძლებს წარმატების მიღწევას წლევანდელ წელს.
ამიტომ აუცილებელია საკუთარი მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმი, სოციუმისთვის მისაღები ფორმით გამოხატოს. უფრო გასაგები და მისაღები უნდა გახდეს მასებისთვის მისი მესიჯები, საიმისოდ, რომ გამარჯვება მოიპოვოს. ამასთან ერთად, აუცილებელია აკონტროლოს ხასიათში აგრესიულობის დონე და სიხისტე. ეს უმთავრესი გასაღებია საიმისოდ, რომ არამხოლოდ წელს, სამომავლოდაც მან კარიერულ კიბეზე მნიშვნელოვან აღმასვლას მიაღწიოს.