21 სექტემბრის სავსემთვარეობას ველოდებით თევზების ზოდიაქოში, ბოლო გრადუსში. სავსემთვარეობა წინა დღესაც იქონიებს გავლენას, ამიტომ ეს ორი დღე ფრთხილად და დაკვირვებით უნდა გაატაროთ. გაიხსენეთ, რა მოხდა 2021 წლის 13 მარტს, როცა ახალმთვარეობა იყო თევზების ნიშანში. შეიძლება ახლა დასრულდეს ის პროცესები, საქმეები, რაც მაშინ დაიწყეთ, ან მიიღოთ შედეგი, პასუხი.
22 სექტემბრამდე მზე ქალწულის ნიშანშია. ქალწული არის ყოველდღიური ვალდებულებების, საქმეების, მოსავლის დაბინავების, ჯანმრთელობის, საყოფაცხოვრებო წესრიგის ნიშანი.
სავსემთვარეობა ხდება თევზების ნიშანში, წყლის სტიქია, აქვეა თევზების მმართველი პლანტა ნეპტუნიც, ისიც წყლის სტიქია. თევზები ეს არის ღვთაებრივი სიყვარულის, ქველმოქმედების, საიდუმლოებების, იდეალების, მრწამსის, თანაგრძნობის სიმბოლო. ნეპტუნი არის ქიმიის, მუსიკის, პოეზიის, არომატების, სიზმრების, მედიტაციისა და რელიგიის მფარველი. ძლიერი ნეპტუნის გავლენით ადამიანი მკურნალიც შეიძლება იყოს, მედიუმიც, ფსიქოლოგიც, წმინდანიც, მსხვერპლიც, მისტიკოსიც და რომანტიკოსიც.
სავსემთვარეობა არის რაღაცის (საქმეების, სურვილების) დასრულების ეტაპი. გაიხსენეთ, რა დაიწყეთ მარტის დასაწყისში და შეიძლება ახლა მიიღოთ შედეგი. სავსემთვარეობა გვაძლევს შესაძლებლობას გავთავისუფლდეთ უსარგებლოსა და დრომოჭმულისგან, იმისგან, რაც სიამოვნებას აღარ გვანიჭებს. თევზების ნიშანი ყველას გვაქვს ასტროლოგიურ რუკაში და რა სფეროებში გექნებათ ცვლილებები ამას მოგვიანებით, სავსემთვარეობის პროგნოზში წაიკითხავთ. ახლა კი ვნახოთ რა ტენდენციები გველის სექტემბრის სავსემთვარეობაზე.
სავსემთვარეობაზე ემოციები მომატებულია და განსაკუთრებით ქალებში. მომატებულია ენერგიაც და ნუ გაგიკვირდებათ, თუ ვერ შეძლებთ დაძინებას. მიმართეთ ენერგია და დრო კეთილი საქმეების შესასრულებლად, შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად (დახატეთ, დაწერეთ, გამოძერწეთ). გაგიძაფრდებათ ინტუიცია და მიხვდებით, რა შეგიძლიათ მიიღოთ მომავალში, რა გზას უნდა დაადგეთ. დააკვირდით შინაგან შეგრძნებებს, სიზმრებს (შეიძლება ფილმის ყურების დროსაც კი მოკრათ ყური თქვენთვის მნიშვნელოვან ფრაზას, პასუხს, თქვენს კითხვაზე). რადგან, როგორც უკვე გითხარით, სავსემთვარეობა დგება თევზებში, ყველაზე ინტუიციურ ნიშანში. ზოგიერთს მოგინდებათ შემოქმედებითი იდეების განხორციელება. ამ სავსემთვარეობამ შეიძლება მოგიტანოთ ახალი იდეები ხელოვნების სფეროებში ან ახალი სიყვარული. კარგი იქნება ქველმოქმედება, ლოცვა. მეტად გამოავლინეთ სიყვარული საკუთარი თავისა და გარშემო მყოფების მიმართ. ეცადეთ, შინ ჰარმონიული და ლამაზი გარემო შეიქმნათ.
დააკვირდით შეგრძნებებს, სიზმრებს, ინტუიციას, თუ ჯანმრთელობის მხრივ რამე გაწუხებთ, შეიძლება სხეულმა თავად გიკარნახოთ, მკურნალობის რომელ მეთოდს უნდა მიაქციოთ ყურადღება. გამორიცხული არაა, ამ სავსემთვარეობაზე გამჟღავნდეს საიდუმლოებები. გაიგოთ ის, რასაც საგულდაგულოდ გიმალავდნენ. თუმცა, თავადაც გაფრთხილდით, რომ არ გამოვლინდეს თქვენი ბნელი მხარე. შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, ვინც დიდი ხანი არ გინახავთ ან ეძებდით. ზოგიერთი კი მიაგნებს დიდი ხნის წინ დაკარგულ ნივთს. წაიკითხეთ სრულად