ჩემმა მეგობარმა აღშფოთებული პოსტი გამოაცხო ფეისბუქზე, როცა რაიმე ძალიან მინდა, სამყარო მაინცდამაინც ამ სურვილის ასრულებას რატომ მირთულებს ყველა შესაძლო და არაშესაძლო მეთოდებითო. ჰოდა, მაშინ დავფიქრდი იმაზე, მაინც რატომ არ სრულდება ჩვენი სურვილები ზუსტად მაშინ, როცა ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან გვინდა.
ეზოთერიკოსები ამტკიცებენ, რომ თუკი რაიმე გვსურს, საკუთარ სურვილს რეალურად უნდა მოვერგოთ და გავითავისოთ იგი. თუმცა სურვილზე მორგება, არ ნიშნავს იმას, რომ ამ სურვილს შეპყრობილივით უნდა მივეჯაჭვოთ. უფრო პირიქით, საჭიროა, შევწყვიტოთ ჩანაფიქრზე ისტერიული ფიქრი და დარდი. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოგვცემს კოსმოსი იმას, რასაც გულით ვისურვებთ. ეს არის ე.წ. "არმიჩვევის" კანონი. სამყარო ჩვენ მიერ ინტენსიურად გაგზავნილ სიგნალს კოსმოსში რაიმეს სურვილის შემთხვევაში აღიქვამს როგორც ძალზე რთულს და შესაბამისად გვირთულებს საქმეს.
არმიჩვევის კანონი გვასწავლის - საიმისოდ, რომ მივაღწიოთ დასახულ მიზანს ფიზიკურ სამყაროში, უარი ვთქვათ დამოკიდებულებაზე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოცნება ოცნებად უნდა დარჩეს; ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ უარს ამბობთ სასურველი რეზულტატისადმი მიჯაჭვულობაზე და გამუდმებით აღარ ფიქრობთ მასზე. არმიჩვევის კანონი კი ეფუძნება საკუთარი შესაძლებლობების, საკუთარი "მეს" მიმართ აბსოლუტურ თვითრწმენას. ამიტომაც არის გამუდმებით მიზანზე ფიქრი შინაგანი დაურწმუნებლობის და კომპლექსების ბრალი. რის შედეგადაც კოსმოსი გვირთულებს ამოცანებს. მეორე მხრივ კი მიჯაჭვულობა საკუთარ მიზნებსა და სურვილებზე, შიში მათი არასრულების გამო შინაგან კომპლექსებს, თვითრწმენის ნაკლებობას ეფუძნება, რომელიც თავის მხრივ გამომდინარეობს ჭეშმარიტი "მეს" არასრულფასოვნად გააზრების შემთხვევაში. ადამიანს არ სწამს საკუთარი თავის, შესაბამისად, მას შიში იპყრობს, მიაღწევს კი იგი დასახულ მიზანს? პრობლემა ისევ და ისევ დაბალ თვითშეფასებაში იმალება და არა რამე სხვაში.
უნდა გახსოვდეთ, რომ სიმდიდრის წყარო და ზოგადად, ყველა სიკეთის დასაბამი მატერიალურ სამყაროში თქვენივე საკუთარი თავია. სხვა დანარჩენი - ფული, მანქანები, უძრავი ქონება და ზოგადად სიმდიდრე მარტოოდენ სიმბოლოებია ამ მხრივ. ამიტომ სიმბოლოების დევნა წააგავს რუკაზე გააშენოთ ქალაქი, ნაცვლად რეალური დასახლებისა. ადამიანები იღლებიან და იფიტებიან სიმბოლოების დევნაში. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ცვლით თქვენს ჭეშმარიტ "მეს" ტრაფარეტულ სიმბოლოებში.
მიჯაჭვულობა კი ცნობიერების სივიწროვეს იწვევს. მხოლოდ ცნობიერების გაფართოებას მოაქვს ჭეშმარიტი და მუდმივი სიმდიდრე ადამიანში. თორემ სხვა შემთხვევაში სიმდიდრე, რომელსაც დააგროვებთ, ყოველთვის დაკარგვადი და წარმავალი იქნება. იმიტომ რომ, არმიჩვევის კანონი გვაძლევს საშუალებას მარტივად გავუშვათ ნებისმიერი რამ ცხოვრებაში და მზად ვიყოთ მივიღოთ ახალი, უფრო მეტი და უფრო დიდი. სამყარო კი არასოდეს ტოვებს ცარიელ ადგილებს შეუვსებლად. შესაბამისად, როცა მზად ხართ გაუშვათ ძველი, მის ადგილზე მოდის რაღაც უფრო დიდი და ახალი. შესაბამისად, თუკი თქვენ ისწავლით გაშვებას, თქვენს ცხოვრებაში მეტი და მეტი სიმდიდრე მოვა. მეტი და მეტი კეთილდღეობა. ეს არის სამყაროს კანონი, რომელიც თავის მხრივ უნიკალურ ფორმულას არმიჩვევის პრინციპს ექვემდებარება.