ამიტვილის საიდუმლოება

ამიტვილის  საიდუმლოება

მათში პანიკას ამიტვილში მდებარე ერთი ვილა თესავს, რომელიც კონკრეტულ მისამართზე: ოუშენ ავენიუს 112 ნომერში მდებარეობს.

ისტორია დიდი ხნის წინათ დაიწყო. სამსართულიანი შენობა, რომელიც ჰოლანდიიდან ჩამოსულმა კოლონისტებმა ააგეს, 1924 წლით თარიღდება. ამ ოჯახმა ვილაში ხანგრძლივად და ბედნიერად იცხოვრა. მფლობელის გარდაცვალების შემდეგ, სახლი 1960 წელს, ახალგაზრდა წყვილმა იყიდა. თუმცა 5 წლის შემდეგ, ახალგაზრდა ოჯახმა ვილის სასწრაფოდ გაყიდვა გადაწყვიტა. 1965 წლის ივნისში, სახლი დე ფაუს ოჯახმა შეიძინა. მათ ამ სახლში, რომელიც საკმაოდ იაფად შეიძინეს, მიუხედავად მისი პრესტიჟული ადგილმდებარეობისა, 7 წელი უპრობლემოდ იცხოვრეს. თუმცა 1974 წლის 18 ნოემბერს, მოულოდნელი მოვლენების მთელი ჯაჭვი დაიწყო. ამ დღეს, ამიტვილის პოლიციის განყოფილებაში ზარი გაისმა. მოქალაქე რომელიც რეკავდა, შეშფოთებული ყვებოდა რომ ოუშენ ავენიუს 112-დან გასროლის ხმა გაიგონა. ადგილზე მისულ ოპერატიულ მუშაკებს, ოჯახის ექვსივე წევრი მსხვილი კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღით დახვდა დახოცილი. თითოეული მათგანი, საკუთარ საწოლში იყო ჩაცხრილული. ოჯახის ცოცხლად გადარჩენილი ერთადერთი წევრი, უმცროსი შვილი როლანდი თავდაპირველად კატეგორიულ უარს აცხადებდა მიეცა ჩვენება. თუმცა მოგვიანებით, ნებაყოფლობით აღიარა საკუთარი ოჯახის წევრების მკვლელობა. თუმცა სასამართლო პროცესზე, იგი თავგამოდებით ამტკიცებდა, რომ ამის ჩადენა მას სახლში ჩასახლებულმა ბოროტმა ძალებმა აიძულეს. როლანდ დე ფაუს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

ფოტოზე როლანდ დე ფაუ და მისტიკური ვილა სადაც ტრაგედია დატრიალდა

Astrologia

ამ ამბიდან, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ავბედითი სახლი, ახალგაზრდა წყვილმა იყიდა. ჯორჯ და ქეით ლუტცები რატომღაც, საერთოდ არ შეუშინდნენ ვილის ტრაგიკულ წარულს და პატარა ბავშვებთან ერთად, არხეინად დასახლდნენ ახალ სახლში. თუმცა, ახალმა მფლობელებმა ჩემოდნების ამოლაგებაც ვერ მოასწრეს, რომ სახლში უცნაური მოვლენები დაიწყო. ღამღამობით კარ-ფანჯრების ხმაურს, თან ერთვოდა აშმორებული ხორცის აუტანელი სუნი, რომელიც დროდადრო დგებოდა სახლში და მფლობელებს იქ გაჩერებას ჯოჯოხეთად უქცევდა.

შეწუხებულმა სახლის მფლობელებმა, გადაწყვიტეს ოჯახის მეგობარი მამა რაფაელი მოეწვიათ სიტუაციაში გასარკვევად. თუმცა მღვდელმა შუა გზაზე მიატოვა საკუთარი საქმე და სასწრაფოდ დატოვა სახლი. წასვლის მიზეზი კი კატეგორიულად ვერ ახსნა. სახლში კი უცნაური მოვლენები გრძელდებოდა. კედლის ნაპრალებიდან უამრავი მწერი მოძვრებოდა. კერამიკის და თიხის ნივთები, მომენტალურდ იღებდა შავ ფერს. მოკლე ხანში, ოჯახის უმცროსმა წევრმა მეისიმ მტკიცება დაიწყო, რომ დაუმეგობრდა პატარა გოგონას სახელდა ჯოდის, რომელთანაც ღამ-ღამობით თამაშობდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჯოდი სახლის მფლობელი დე ფაუს ოჯახის ერთ-ერთი შვილი იყო, რომელიც საბედისწერო ნოემბრის ღამეს დაიღუპა. ლუტცების ოჯახმა ამდენს ვერ გაუძლო და საცხოვრებლის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

1976 წლის თებერვალში, ამიტვილის ვილა ეზოთერიკოსების და ექსტრასენსების ინტერესისა და კვლევის საგნად იქცა. თუმცაღა მოგვიანებით, სტივენ ქალანმა ამერიკის პარაფსიქოლოგთა ასოციაციის დირექტორმა, დამაჯერებლად უარყო ზემოთ ხსენებული ფაქტების რეალურობა, იმ მოსაზრებით რომ ფაქტები ფაბრიკაციის შედეგია. 2010 წელს ამიტვილის ვილა, 1,150 მილიონ დოლარად იქნა შეფასებული აუქციონზე. იგი გაიყიდა, თუმცა მფლობელის ვინაობა დღემდე უცნობია.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?