ამულეტები - მათთვის ვისაც კატები უყვარს

ამულეტები - მათთვის ვისაც კატები უყვარს

კატა თავისი არსით, ძალზე ცვალებადი და ორაზროვანი არსებაა. აქედან გამომდინარე, უნდა ვიცოდეთ თუ კონკრეტულად რა დატვირთვას ვაძლევთ მის გამოსახულებას ჩვენს სხეულზე ან ამულეტის სახით როცა გვსურს მისი ტარება.

ძველეგვიპტური ქალღმერთი სახმეტი – იგივე ბასტატი

Astrologia

კატა, თავისი არსით განასახიერებს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარულს. თუმცა სხეულზე ამოსვირინგებული კატა, მფლობელს ხშირად ცბიერებისკენ და აკრძალული გზებით სიარულისკენაც უბიძგებს ცხოვრებაში. ხშირად, კატა როგორც ტატუ განიხილება როგორც, სიყვარულის მაძიებლის სიმბოლო.

ბეჭედი ბასტატის გამოსახულებით

Astrologia

კატის კულტი ყველაზე გავრცელებული ძველ ეგვიპტეში იყო. ეგვიპტურ პანთეონში ქალღმერთი ბასტატი – იგივე სახმეტი, კატისთავიანი ქალის სახით გამოისახებოდა. ბასტატი ერთობ პოზიტიური ვინმე ბრძანდებოდა. მას უკავშირებდნენ ძველი ეგვიპტელები სიყვარულის, ნაყოფიერების (შვილიერების), ბედნიერების მომტანი ღვთაების სტატუსს. აქედან გამომდინარე, ბასტატის თანმხლები კატებიც დიდ პატივში იყვნენ იმ დროს, არამარტო სიცოცხლის პერიოდში, სიკვდილის მერეც. მათ როგორც ფარაონებს, მუმიფიცირებას უკეთებდნენ, სარკოფაგში ასვენებდნენ და ერთ-ერთ ნეკროპოლისში ათავსებდნენ, რომელიც სპეციალურად კატებისთვის იყო განკუთვნილი. ხოლო კატის მოკვლისთვის, უმკაცრესი სასჯელი – სიკვდილით დასჯა იყო განსაზღვრული. ბასტატის სატახტო ქალაქად ბუბასტისი ითვლეობოდა.

ორიგინალური საყურეები ისევ და ისევ "კატურ მოტივებზე"

Astrologia

თუკი ამულეტად კატის გამოსახულება შეარჩიეთ, მის ბუნებას უნდა შეესაბამებოდეთ. ნუ დაგავიწყდებათ, ქალღმერთი ბასტატი თავის მხრივ მთვარის სიმბოლისტიკასაც შეესაბამებოდა, ამიტომ ამგვარი ტატუს ან ამულეტის ტარებისას, უნდა შეძლოთ მთვარესავით იცვალოთ ფორმა, განწყობილება და ხასიათი. კატა თავისუფლებისმოყვარე, ამოუცნობი და მისტიკური არსებაა. მას გარდასახვის ნიჭი და საოცარი მოქნილობა გააჩნია. შესაბამისად, თქვენც მოგეთხოვებათ ამ თვისებების საკუთარ თავში მონახვა და გაძლიერება, რათა კატასავით შეძლოთ თათებზე დაცემა, ყველაზე რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებშიც კი.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?