ამულეტები, რომლებსაც წარმატება, ბარაქა და იღბალი მოაქვს - როგორ უნდა გამოვიყენოთ ისინი

ამულეტები, რომლებსაც წარმატება, ბარაქა  და იღბალი მოაქვს - როგორ უნდა გამოვიყენოთ ისინი

იპროგრამებდნენ თავს და აპროგრამებდნენ მომავალს პოზიტივზე. ამ მხრივ არსებობს რამდენიმე, განსაკუთრებით "აპრობირებული" ამულეტი, რომელსაც დღესდღეობითაც წარმატებით იყენებენ ადამიანები განურჩევლად ეროვნებისა, ასაკისა და წარმოშობისა.

  • მონეტა

მიჩნეულია, რომ ძველი მონეტის ამულეტად გამოყენება მფლობელისკენ მატერიალურ დოვლათს იზიდავს. იგი ასევე აძლიერებს უკვე არსებული ფინანსური მდგომარეობის სტაბილურობას მფლობელისთვის.

მონეტა უნდა დააწებოთ უფერულ პლასტიკატის ნაჭერზე, რომელიც თავად მონეტაზე ოდნავ ფართო იქნება. პლასტიკატის ნაჭერი შეგიძლიათ გახვრიტოთ ზონრით ამულეტის სატარებლად და მონეტა როგორც კულონი ისე ატაროთ.

Astrologia

  • კაკალი

კაკლის ტარება თილისმანის სახით, მფლობელს ჯანმრთელობასა და ემოციურ სტაბილურობას ჰპირდება. საამისოდ კაკალი უნდა გახვრიტოთ, ფრთხილად ამოასუფთაოთ მისი შიგთავსი და ასევე ფრთხილად მოათავსოთ მასში ქაღალდის ფურცელი, რომელზეც საკუთარ სურვილს დაწერთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

Astrologia

  • ქისა

მიჩნეულია, რომ ამგვარ თილისმას ფინანსური წარმატება და იღბალი მოაქვს კარიერაში. ნებისმიერი რბილი მატერიისგან შეკერეთ პატარა ქისა, მასში მოათავსეთ სამი მონეტა, ერთი გვირილის და ერთიც ვარდის გამხმარი ფურცელი. თავი უნდა მოუკრათ მწვანე ან ყვითელი ზონრით. ამგვარი ქისა შეგიძლიათ ჩანთითაც ატაროთ, მნიშვნელოვანი შეხვედრების დროს.

  • სამი ყვავილი

ამგვარ თილისმას ვიზუალური მომხიბვლელობა, სილამაზე და საპირისპირო სქესის მხრიდან ყურადღება მოაქვს. საამისოდ უნდა გაახმოთ სამი სხვადასხვა ფერის ვარდის ფოთოლი - თეთრი, ვარდისფერი და წითელი. შემდგომ ამისა ისინი ფრთხილად შეკრათ ერთად ოქროსფერი ძაფით. თილისმა უნდა იქონიოთ საძინებელ ან სააბაზანო ოთახში. შესაძლებელია მისი შენახვა პარფიუმერიასთან ერთად ან სარკეზე ჩამოკიდება.

Astrologia

  • ნაჭრის თოჯინა

ამგვარ თილისმას ოჯახის, კერის დამცველის ფუნქციას მიაწერენ ამიტომ მისი თან ტარება აუცილებელი არ გახლავთ. შეკერეთ ჩვეულებრივი ნაჭრის თოჯინა, გამოავსეთ ბამბით და ჩააყოლეთ შიგთავსში ერთი რკინის მონეტა (სასურველია მსხვილი). თოჯინა თილისმა შეგიძლიათ სასტუმრო ოთახში დასვათ საპატიო ადგილზე, ან სამზარეულოს მყუდრო თაროზე მიუჩინოთ ბინა. იგი თქვენს ოჯახს ავი თვალისგან, ჭორებისა და ავადმყოფობისგან დაიცავს.

იღბალს გისურვებთ!