მთავარი ისაა , თუ კონკრეტულად რომელ გზას ვირჩევთ ცხოვრების გზაზე სასიარულოდ და რამდენად ვაძლევთ ჩვენს თავს იმის უფლებას, რომ არ გამოავლინოს გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას "მხეცი"... ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი თავის მხრივ დგას ცდუნებებისა და საცდურების ზღვარზე. ყველა მათგანს გააჩნია ხასიათში ე.წ. "ჩრდილოვანი" მხარე, რომლის გადაწონვაც მასში არსებულ ნათელ ენერგეტიკას შეუძლია...
სასწორი
სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ხასიათცვალებადობისა და გაუწონასწორებლობის დემონი ებრძვის. მათი უმრავლესობა ხშირად ჰყვება განწყობას და აქედან გამომდინარე, საკმაოდ პრეტენზიული ხალხია. ისინი გამუდმებით ყოყმანობენ – სიყვარულში, მეგობრობაში, პროფესიულ სფეროში...
სასწორის ანგელოზური მხარეა სამართლიანობის თანდაყოლილი შეგრძება, დიპლომატიის ნიჭი და თვისება სხვა ადამიანები ერთმანეთთან დააკავშიროს. მოქიშპე მხარეები შეარიგოს.
სასწორის მფარველ ანგელოზად ითვლება ბარჩილი . იგი ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ხალხს სირბილესთან და დიპლომატიურობასთან ერთად, ხასიათის სიმტკიცესაც ანიჭებს. რაც საშუალებას აძლევს სასწორს კონკრეტულ მომენტში სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს და სამართლიანობა აღადგინოს ყოველთვის.