დაბადებულ ადამიანს, ახასიათებს გარკვეული თვისებები ხასიათში, რომელიც შესაძლოა გარშემო მყოფებისთვის გამაღიზიანებელიც იყოს. ადამიანების უმეტესობას ურჩევნია, რომ საკუთარ თავზე მხოლოდ დადებითი ინფორმაცია გაიგოს, თუმცა პერიოდულად საჭირო კი არა აუცილებელიც კია, რომ საკუთარ შეცდომებს თვალებში ჩავხედოთ. ეს საუკეთესო გზაა საკუთარ თავზე სამუშაოდ და ჩვენში პიროვნების "აღსაზრდელად".
ამიტომ მოდი, ღიად ვისაუბროთ იმაზეც, თუ რა ნაკლი აქვთ ზოდიაქოს ნიშნებს.
მაშ ასე, რატომ არ უყვართ ყველაზე ხშირად კირჩხიბი:
1. ემოციურობის გამო - კირჩხიბი პანიკიორია, ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს. იმაზე მეტადაც კი ვიდრე საჭიროა.
2. წუწუნის სიყვარულის გამო - კირჩხიბებს უყვართ საკუთარ ბედზე ჩივილი, თუმცა რეალურად მათი ცხოვრება არასოდესაა ისეთი პრობლემატური როგორსაც ისინი ხატავენ.
3. სიძუნწის გამო -
კირჩხიბი არ განეკუთვნება ხელგაშლილთა ნიშანს. მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოგიწვდით ხელს, თუკი მისი სისხლით ნათესავი ხართ.
4. ეჭვიანობის გამო -
კირჩხიბი ძალიან ეჭვიანი ნიშანია. ადვილად არავის უშვებს საკუთარ ცხოვრებაში.
5. ზედმეტი მზრუნველობის გამო -
კირჩხიბებს ახასიათებთ "სული ამოხადონ" ახლობელ ადამიანებს გადამეტებულ სიყვარულში.